asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთთან შესაძლო ომზე საუბრობს
ალიევის განცხადება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთთან შესაძლო ომზე საუბრობს

2011-11-20 00:05:09



აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას არ გამორიცხავს. ალიევმა ამის შესახებ გაბალინის რაიონში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის ყარაბაღის ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს შეხვდა. "ჩვენთვის ყარაბაღზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს და აღდგება კიდეც ნებისმიერი გზით. თუ საკითხი მოლაპარაკებების გზით არ მოგვარდება, იძულებულნი ვიქნებით, ის სამხედრო გზით გადავჭრათ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ოფიციალური ბაქო მთიან ყარაბაღზე კონტროლის აღდგენას მოითხოვს, რაც მან 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა. ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით სომხეთსა და აზრბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის თანათავმჯდომარეებიც აშშ, რუსეთი და საფრანგეთი არიან.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ილჰამ ალიევი
კავშირი ტეგთან: აზერბაიჯანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online