| ქალი და მამაკაცი |

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა იარაღის ახალი სახეობა გამოსცადეს. საფრენი აპარატის მიერ განვითარებული სიჩქარე, ხმის სისწრაფეს ხუთჯერ აჭარბებს. მანქანის სამუშაო სახელწოდებაა – `პროგრესული ჰიპერხმოვანი იარაღი~. გამოცდისას აპარატმა ჰავაის კუნძულ კაუაიდან დო ატოლა კვაჯალეინამდე (მარშალის კუნძულები) 3,7 კილომეტრიანი დაშორება ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დაფარა, - წერს `ვაშინგტონ პოსტი~. აშშ_ს ხელისუფალნი ამბობდნენ, რომ `პროგრესული ჰიპერხმოვანი იარაღის~ შექმნა გათვალისწინებულია ახალი სამხედრო პროგრამით, რომელიც ამერიკელებს პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ერთ საათზე ნაკლებ დროში ობიექტების განადგურების საშუალებას მისცემს. ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ ახალი იარაღი ტერორისტების განადგურებისთვის იქნება გამოყენებული; განსხვავებული მონაცემებით, მისი დახმარებით სხვა ქვეყნებში აშშ-სთვის არასასურველ რეჟიმებს დაამხობენ. აშშ_მ მიმდინარე წელს ჰიპერხმოვანი შეიარაღების მეორე პროტოტიპის გამოცდა უკვე ჩაატარა. აგვისტოში ამერიკელებმა საფრენი აპარატი `ფალკონ ჰაშტივი-2~ გამოსცადეს, რომელმაც ავტორების ჩანაფიქრით უნდა განავითაროს სიჩქარე, რომელიც ხმის სიჩქარეს 20-ჯერ აჭარბებს. თუმცა, სამხედრო-საჰაერო ბაზა `ვანდენბერგიდან~ (კალიფორნიის შტატი) გაშვების შემდეგ მალე აპარატმა რეალური დროის რეჟიმში დედამიწაზე ტელემეტრული მონაცემების გადმოგზავნა შეწყვიტა. ზოგიერთი მონაცემებით, მანქანა სადღაც წყნარ ოკეანეში დაიმსხვრა. ანალოგიური პრობლემები ასეთი საფრენი აპარატის პირველი გამოცდისას წარმოიშვა, რომლიც 2010 წლის აპრილში ჩატარდა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა












რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 






































































































