| ქალი და მამაკაცი |

ამერიკელ სამხედრო კელვინ გიბსს, სამი მშვიდობიანი ავღანელის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მისი ხელმძღვანელობით მკვლელობები სადისტი ჯარისკაცების ბანდამ განახორციელა. საერთო ჯამში მსაჯულთა კოლეგიამ მისი დანაშაული ბრალდების 15 პუნქტში აღიარა, ხოლო სასამართლომ სერჟანტის წოდება ჩამოართვა. თუმცა, 10 წლის შემდეგ, 26 წლის გიბსს შეეძლება ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე თხოვნა შეიტანოს.
გიბსი ამერიკელი სამხედროების ჯგუფში წოდებით უფროსი იყო, რომლებიც ავღანეთის მაცხოვრებლებს `სპორტული ინტერესისთვის~ კლავდნენ, - წერს `ბი-ბი-სი~. დანაშაულობების იდეურ სულისჩამდგმელად სწორედ მას მიიჩნევენ. ჯარისკაცების თქმით, სწორედ გიბსი მოუწოდებდა მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებისკენ. მომავალი ანგარიშწორებების სცენარსაც კი იგონებდა. თავის გამართლების მიზნით, კელვინ გიბსმა განაცხადა, რომ არ მონაწილეობდა ორი ავღანელის მკვლელობაში, ხოლო მესამეს მხოლოდ იმის გამო ესროდა, რომ მან თავად გახსნა ცეცხლი. ამასთან, სერჟანტმა აღიარა, რომ მართლაც აჭრიდა თითებს და აძრობდა კბილებს მკვდარ ავღანელებს `საბრძოლო ტროფეის~ სახით, ისევე როგორც `მონადირეები მოკლული ირმების რქებს ინახავენ~. თავის მხრივ, პროკურორი აცხადებდა, რომ გიბსი და მისი ქვეშვრდომები უიარაღო ავღანელებს კლავდნენ, ამის შემდეგ კი ბოევიკებად გასასაღებლად გვამებს ავტომატებს უდებდნენ. სულ ამ საქმეში გიბსის ხუთი თანამოსამსახურე გადიოდა, მათგან სამმა ბრალი აღიარა, დანარჩენებმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სერჟანტი მათ მშვიდობიან მოქალაქეებზე სროლას უბრძანებდა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ადამ უინფილდმა პირველი მკვლელობის შემდეგ მამამისს სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ მისწერა და დახმარება სთხოვა. უფროსი უინფილდი სახელმწიფი დეპარტამენტს და პენტაგონს არაერთხელ მიმართავდა, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევდნენ. თავად უინფილდმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მკლელობებში იძულებით მონაწილეობდა, რადგან უარის შემთხვევაში გიბსის ანგარიშწორების ეშინოდა. საბოლოოდ ახალგაზრდას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ენდრიუ ჰოლმსს 7, ხოლო ჯერემი მორლოკს 24 წლით თავისუფლების აღკვეთეს.
კელვინ გიბსისთვის განაჩენის გამოტანისას ადვოკატი სასამართლოს და მსაჯულების დარწმუნებას ცდილობდა, რომ დაცვის ქვეშ მყოფი ის ადამიანი აღარ არის და მისთვის პირობითი სასჯელი მოითხოვა, რადგან მას თავისუფლებაზე მეუღლე და სამი წლის ვაჟი დარჩა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა












რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 
































