asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოს შეიარაღებული ძალების 33–ე ბატალიონის მოწინავე ჯგუფი ავღანეთიდან დაბრუნდა
დაბრუნება
საქართველოს შეიარაღებული ძალების 33–ე ბატალიონის მოწინავე ჯგუფი ავღანეთიდან დაბრუნდა

2011-11-10 14:23:00



საქართველოს შეიარაღებული ძალების 33–ე ბატალიონის მოწინავე ჯგუფი (119 სამხედრო მოსამსახურე) ავღანეთიდან დაბრუნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია აეროპორტში დახვდა.
33-ე ბატალიონი სამშვიდობო მისიას ავღანეთში სამი თვის განმავლობაში ასრულებდა. მიმდინარე ორი კვირის განმავლობაში 33-ე ბატალიონს 31-ე ანაცვლებს. 31-ე ბატალიონი ISAF-ის ფარგლებში ავღანეთში უკვე მეორედ მიემგზავრება.
33-ე ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ. ისინი ჰელმანდის პროვინციაში აპრილიდან იმყოფებდნენ და ბაზაზე დისლოცირებული ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებთან ერთად დაცვისა და უსაფრთხოების ოპერაციებს ახორციელებდნენ.
ქართველ ჯარისკაცებს დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმაც მიმართა და მადლობა გადაუხადა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბაჩო ახალაია
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online