| ქალი და მამაკაცი |

ქაბული – მოგზაურობა დანაღმულ ქალაქში
ქაბული – მოგზაურობა დანაღმულ ქალაქში
ქაბული ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქია და ცენტრალური აზიის სამხრეთში, ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. განუწყვეტელი ომების გამო, ქაბული დღემდე ყველაზე დანაღმულ ქალაქად რჩება მსოფლიოში. მისი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, რომელთა ძირითად ნაწილს პაშტუნები, ტაჯიკები და ხაზარები შეადგენენ. ომებისა და ნგრევის პერიოდის შემდეგ ქაბული ცდილობს, ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს, თუმცა დღემდე საკმაოდ ქაოტურ ქალაქად რჩება.
კლიმატი
ქაბულისათვის ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. ზამთარი საკმაოდ ცივი და ნალექიანია. განსაკუთრებით ცივა თებერვალში. ამ პერიოდში ტემპერატურა 0 გრადუსამდეც კი ეცემა. ზაფხული ივნისიდან–სექტემბრამდე გრძელდება და მშრალი და ცხელია, მინიმალური ტემპერატურა კი 30 გრადუსი. თუ ქაბულში მოგზაურობას გეგმავთ, ამისათვის საუკეთესო თვეები აპრილი, მაისი და სექტემბერია. ამ დროს სასიამოვნოდ თბილა.
ფული
ავღანი ავღანეთის რესპუბლიკისა და მისი დედაქალაქის, ქაბულის ოფიციალური ვალუტა გახლავთ. იქ ნებისმიერი სახის მომსახურებას საკმაოდ დაბალ ფასად შემოგთავაზებენ. 1 ამერიკული დოლარი 50 ავღანის ტოლფასია. ეროვნული ვალუტის გარდა ქალაქში ამერიკული დოლარითაც ისარგებლებთ, ძირითადად მაღალი დონის რესტორნებში, სასტუმროებსა და მარკეტებში. საკრედიტო ბარათების გამოყენება დედაქალაქში შეუძლებელია.
რაც შეეხება ხელის ქირას, აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ გაჭირვებულ ქვეყანაში თუ მომსახურე პერსონალს ცოტაოდენ ფულს მაინც დაუტოვებთ, მადლობლები დაგრჩებიან.
ენა
პუშტუ და დარი ქაბულის ოფიციალური ენებია. პუშტუზე მოსახლეობის 35 პროცენტი საუბრობს. ის ინდოევროპული ოჯახის ირანულ ჯგუფს განეკუთვნება და ქვეყნის ლიტერატურული ენაა. დარიზე მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი საუბრობს. დედაქალაქში აგრეთვე შეხვდებით უზბეკურ და თურქმენულ ენებზე მოლაპარაკე ხალხს. ქაბულში საგზაო ნიშნები ინგლისურ ენაზეა. ამრიგად, ინგლისურით თავის გატანა არ უნდა გაგიჭირდეთ.
რელიგია
ავღანეთის სახელმწიფო რელიგიად ისლამია გამოცხადებული. დედაქალაქის მოსახლეობის 85 პროცენტს სუნიტები წარმოადგენენ, ხოლო 15 პროცენტს – შიიტები. სუნიტები სუნას ისევე მნიშვნელოვნად თვლიან, როგორც ყურანს. ავღანელები ძალიან რელიგიურები არიან. ისინი თავიანთი რელიგიური მრწამსის უპატივცემლობას არავის აპატიებენ.
გადაადგილება
ქაბულში მოსახვედრად უამრავი საშუალება არსებობს, რომლებსაც ტურისტები დროისა და შესაძლებლობის მიხედვით ირჩევენ. მსურველს ნებისმიერი წერტილიდან იქ მოხვედრა თვითმფრინავით შეუძლია. საერთაშორისო აეროპორტი დედაქალაქიდან მოშორებით მდებარეობს. ცენტრამდე დროულად მხოლოდ ტაქსით თუ მიხვალთ. ეს აეროპორტი შიდა ფრენებსაც ემსახურება.
მეზობელი ქვეყნებიდან ჩასვლა მანქანით ან ავტობუსით შეგიძლიათ. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია.
რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილებას, არც ეს წარმოადგენს პრობლემას. დისკომფორტს მხოლოდ დანგრეული გზები ქმნიან, რაც ხშირ შემთხვევაში ავარიების მიზეზი ხდება. ქაბულში სატრანსპორტო სისტემა განვითარებული არ არის. ერთადერთი, რისი ნდობაც შეგიძლიათ, ე.წ. მოლის ავტობუსებია. ცუდი გზების გამო მანქანის დაქირავება რეკომენდებული არაა. თუ სხვა გზა არ არის, უმჯობესია, ჯიპი დაიქირავოთ. მისი ფასი 30–50 ავღანამდე მერყეობს. გამქირავებლები ადგილობრივ მძღოლს აუცილებლად გამოგაყოლებენ, რომელიც ინგლისურს კარგად ფლობს.
სამზარეულო
ავღანეთის სამზარეულოზე აშკარაა ინდური სამზარეულოს გავლენა. ნაციონალური კერძების უცვლელი პროდუქტია ბრინჯი, რომლის შემდეგ ყველაზე პოპულარული ცხვრის ხორცია. რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ღორის ხორცს იქ არ ჭამენ. ქაბულში ვერასოდეს იტყვით უარს ცხვრის ხორცით მომზადებული ქაბაბის დაგემოვნებაზე, რომელსაც აუცილებლად მოხარშულ ბრინჯთან ერთად მოგართმევენ.
ავღანეთი ტკბილეულით ცნობილი ქვეყანაა. ყველაზე პოპულარული ნამცხვარი ბაქლავაა, რომლის მომზადების წესს ადგილობრივები დღემდე ასაიდუმლოებენ. როგორც ამბობენ, ნამდვილ ბაქლავას მხოლოდ ავღანეთში ამზადებენ.
ნაციონალური კერძებიდან აღსანიშნავია ქაბლი პულაო, რომელიც ორთქლში მოხარშული ბრინჯის, ქიშმიშისა და სტაფილოს ნარევს წარმოადგენს. პოპულარობის თვალსაზრისით მას ნამდვილად არ ჩამოუვარდება ქორმა – ბოსტნეულსა და ხილში მოშუშული ცხვრის ხორცი.
ადგილობრივებს ძალიან უყვართ რძის ნაწარმი. სასმელებიდან ყველაზე მოხმარებადია ჩაი. მუსლიმურ ქვეყანაში ალკოჰოლი იშვიათობაა. ღვინისა და ლუდის დაგემოვნებას მხოლოდ ქაბულში მდებარე მაღალი დონის რესტორნებში შეძლებთ.
ღირსშესანიშნაობები
მიუხედავად იმისა, რომ ქაბულში მოგზაურობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქი ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ქალაქში ერთმანეთს რადიკალურად განსხვავებული კულტურები ერწყმის.
ქაბული მდინარე ქაბულის ვიწრო ხეობაში მდებარეობს. იქ ჩასულებს, პირველ რიგში, გირჩევთ, ეროვნული მუზეუმი მოინახულოთ. ავღანელი ქალბატონები საინტერესოდ წარმოაჩენენ თავიანთ კულტურას. ისინი ქალებისთვის განკუთვნილ პარკში ხელით ნაკეთ ნივთებს ყიდიან. აღსანიშნავია, რომ პარკში შესვლის უფლება მხოლოდ ქალბატონებს აქვთ.
დედაქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს პანშირის ველი, სადაც ველურ ბუნებას იხილავთ. ოჯახური დასვენებისათვის დედაქალაქის ზოოპარკია განკუთვნილი. ცხელ ზაფხულში ტურისტებს გაგრილების საშუალება ტბა ქარჰაზე აქვთ.
ავღანელების არქიტექტურა სრულყოფილადაა წარმოჩენილი 1920 წლით დათარიღებული მეფის სასახლით, რომელიც რამდენჯერმე იქნა დანგრეული და აღდგენილი.
უსაფრთხოების წესები
როგორც აღვნიშნეთ, ქაბული მთელ მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქალაქის ტიტულით სარგებლობს და იქ მოგზაურობა დიდი რისკის ტოლფასია. გირჩევთ, შეიარაღებული ესკორტით იმოგზაუროთ. საფრთხე ყოველ ნაბიჯზე გემუქრებათ. გარდა ამისა, ბოლო დროს გახშირდა ბავშვთა გატაცების ფაქტები.
ქაბულში მრავლადაა შხამიანი ქვეწარმავლები, მათი ნაკბენი ადამიანს 5 წუთში კლავს.
ქალაქში ქალები გრძელი ჩადრით დადიან. დაიმახსოვრეთ, ქვეყანაში ქუსლის გამოჩენა უზრდელობად ითვლება.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – ავღანეთი;
დედაქალაქი – ქაბული;
ენა – პუშტუ, დარი;
ვალუტა – ავღანი.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

|

კავშირი ტეგთან: საუკეთესო

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა

რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 