asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რუსებს აფხაზეთში ”ბურატინო”  შეჰყავთ
რაში სჭირდება მოსკოვს ზალპური ცეცხლის სისტემები
რუსებს აფხაზეთში ”ბურატინო” შეჰყავთ

2011-11-07 20:35:15



ქართული მხარე დიდი ხანია ჩივის, რომ რუსებს აფხაზეთში და ცხინვალში მძიმე სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ. რომლებმაც შესაძლოა საქართველოს პრობლემები შეუქმნას. ცნობილი გახდა, რომ რუსებმა აფხაზეთში ”ბურატინო” შეიყვანეს. ოღონდ არა პაპა კარლოს დამზადებული ბურატინო.

ზალპური ცეცხლის მძიმე ცეხლმფრქვევი სისტემები ТОС-1 ”ბურატინო” დაფიქსირებულია ოკუპირებული აფხაზეთის მე–7 (გუდაუთის) სამხედრო ბაზაზე. ექსპერტთა კლუბის ცნობით,ამ ბაზაზე განთავსებული ასეთი სისტემების სამი ერთეულისა და Т-72-ის ტანკის ბაზაზე შექმნილი სატრანპორტო-დამტენი მანქანის ТЗМ-Т-ს ფოტოები საიტ Geo-Army.Ge - ს განკარგუკლებაში აღმოჩნდა.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს საქართველოში რუსი ოკუპანტების შეიარაღებაში ასეთი იარაღის არსებობის პირველი დადასტურებული მონაცემებია.

_ სისტემა ТОС-1 შექმნილია თავდასხმის მიზნებისათვის, გააჩნია დიდი საცეცხლე ძალა და გამოიყენება მოწინააღმდეგის თავდაცვის გასარღვევად, გამაგრებულ პუნქტებზე შეტევისათვის. ეს არის ტანკ Т-72 - სა და ზალპური ცეცხლის დანადგარის ჰიბრიდი, ისვრის 220 მმ. უმართავ რეაქტიულ ჭურვებს თერმული და ცეცხლგამჩენი საბრძოლო თვისებებით. ისინი გამოიყენებოდა საბჭოეთის მიერ ავღანეთის პირველი ოკუპაციისა და ასევე 2 000 წლის 7 მარტს ჩეჩნეთის სოფელ კომსომოლსკოეს შტურმის დროს, _ განმარტავენ ექსპერტები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რუსეთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online