| ქალი და მამაკაცი |

რა მოხდა 1991 წლის ოქტომბერში
რა მოხდა 1991 წლის ოქტომბერში
"გუმბათი" აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასთან.
– ბატონო თენგიზ, რა მოხდა დიდუბეში 1991 წლის 2 ოქტომბერს?
– 2 ოქტომბერს დილით დიდუბის მხრიდან საკმაოდ მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. მაშინ გვარდიასთან ერთად ვიყავი. თენგიზ კიტოვანმა გვარდიის დაზვერვის სამსახურს დაავალა სასწრაფოდ გაერკვიათ თუ რა მოხდა დიდუბეში. მათ შემდეგი ინფორმაცია ამოიტანეს. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ეშელონით რაკეტები გადაჰქონდათ ქალაქ მარნეულში. მეტრო დიდუბის მახლობლად რამდენიმე ვაგონი აფეთქდა და რაკეტები საკმაოდ დიდ მანძილზე მიმოიფანტა. წინასწარი მონაცემებით, ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. იყვნენ დაჭრილებიც. თვითმხილველების მონათხრობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა მეტროს სადგური დიდუბე და რკინიგზის სადგური. დეპარტამენტის შენობასთან უამრავმა ხალხმა თავი მოიყარა. ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.
– ხელისუფლების პოზიცია როგორი იყო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით?
– პრეზიდენტმა გამსახურდიამ ოპოზიციური პარტიები იმაში დაადანაშაულა, რომ თითქოს ისინი წინასწარი განზრახვით სამხედრო ეშელონს თავს დაესხნენ, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალმა პატრიკეევმა იმავე დღეს უარყო პრეზიდენტის ბრალდება ოპოზიციის მიმართ. მან განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მოკლე ჩართვა.
ამავე დროს იწურება გამსახურდიას ბრძანებულების შესრულების ვადა. ამ ბრძანებულების თანახმად, ყველა პირი, ვინც 1991 წლის აგვისტო–სექტემბრის პროცესებში მონაწილეობდა ოპოზიციის მხარეს, თავისუფლდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, თუ სამ ოქტომბერს თორმეტ საათამდე იარაღს ჩააბარებდნენ. იარაღის ჩაბარების პუნქტად გამოყოფილი იყო სპორტის სასახლე. პოლიტიკურმა პარტიებმა თავის შეკრებაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, არ დამორჩილებოდნენ პრეზიდენტის ბრძანებულებას და არ ჩაებარებინათ იარაღი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისის ქუჩებში ბარიკადების მოწყობის თაობაზე. აგრეთვე მოსალოდნელი შეტაკებისთვის მზადყოფნის თაობაზე.
– ტელე–რადიოდეპარტამენტთან რა ხდება ამ დროს?
– ტელე–დეპარტამენტის შენობის ირგვლივ ყველა ქუჩაზე გამოირთო ელექტროენერგია. გადაიკეტა წყალმომარაგება. პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობიდან ხელისუფლების დავალებით ევაკუირებული იყო ყველა თანამშრომელი. ჩემთან ინტერვიუს ასაღებად უცხოური სააგენტოების კორესპონდენტები იყვნენ მოსულები. მათ ინტერვიუს მიცემაზე უარი ვუთხარი, რადგან მოსალოდნელი იყო სამთავრობო შეიარაღებული ძალების თავდასხმა ტელევიზიის შენობაზე და მათი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ უზრუნველვყოფდით. "ფრანს პრესის" კორესპონდენტმა კატეგორიული ფორმით უარყო ჩვენი წინადადებების შესრულება. ცხელი წერტილებიდან პირდაპირი რეპორტაჟი ჩემი პროფესიაა და ავღანეთი, აფრიკის რიგის სახელმწიფოები ჩემი პირდაპირი რეპორტაჟის არეალი იყოო. იგი მეორე დღის 14 საათამდე ჩვენთან ერთად იყო.
ჩატარდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების სხდომა. რომელზედაც თავისი მოსაზრებები თენგიზ კიტოვანმა გამოთქვა. მან მოუწოდა ოპროზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიის შენობის წინ პერმანენტულ მიტინგებს აწყობდნენ, გასცლოდნენ აღნიშნულ ტერიტორიას. რადგან მათზე თავდასხმის საშიშროება ძალზედ დიდი იყო. ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს ეს წინადადება და გადაწყვიტეს, რომ ტელევიიზის შენობასთან დარჩებოდნენ მხოლოდ შეიარაღებული ფორმირებები და შეიარაღებული მოსახლეობა. თენგიზ კიტოვანმა გასცა შესაბამისი განკარგულებები, შენობის დაცვის გაძლიერების შესახებ. ეროვნული გვარდიის ნაწილები პოზიციებს ზოოპარკის მიდამოებში იკავებდნენ. ხოლო შეიარაღებული მოსახლეობის რაზმები დაახლოებით 100–120 კაცის შემადგენლობით ყოფილი რაიკომის შენობასთან იყვნენ. ამ დროს დაძაბულობა კულმინაციას აღწევს.
20 საათზე ტელედეპარტამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო ოპოზიციური პარტიების და უზენაესი საბჭოს დემოკრატიულოი ფრაქციის დეპუტატების სხდომა. ამ დროს შენობის წინ მძლავრი აფეთქება მოხდა. ჩაილეწა შენობის მინები. როგორც შეგვატყობინეს, მსხვერპლი არ არის. მსუბუქად დაიჭრა ორი გვარდიელი. ეროვნულმა გვარდიელებმა საპასუხო სროლით უპასუხეს. სხდომამ მუშაობა განაგრძო. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყოველდღე მიტინგებზე ტელევიზიის შენობის წინ იკრიბება, შეიძლება უნებლიე მსხვერპლი გახდეს, სამთავრობო შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად. ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ეროვნულმა გვარდიამ, მერაბ კოსტავას შეიარაღებულმა ფორმირებებმა უახლოეს დღეებში დატოვონ თბილისი. ეს სავსებით სწორი გადაწყვეტილება იყო. რადგან თავიდან აცილებული უნდა ყოფილიყო სისხლისღვრა და მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოსახლეობაში. ამით უნდა აღსრულებულიყო ის ხელშეკრულებაც, რომლის ძალითაც იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური შეიარაღებული ფორმირებები დედაქალაქს დატოვებდნენ, თბილისი უნდა დაეტოვებინათ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებით და დავალებით ჩამოსულ შეიარაღებულ ფორმირებებსაც.
– როდის დაიწყო ოპოზიციური შეიარაღებული ძალების თბილისიდან გაყვანის პროცესი?
– გვიან ღამით თენგიზ კიტოვანმა თბილისიდან ეროვნული გვარდიის ნაწილების გაყვანის გეგმა გამანდო. მან დაავალა გია ყარყარაშვილს თბილისის ზღვაზე არსებული პროფკავშირების ბაზის მომზადება ეროვნული გვარდიის დისლოცირებისთვის. ეს ოპერაცია საიდუმლოდ უნდა განხორციელებლიყო, რათა ხელისუფლებას ბოლო მომენტამდე არ სცოდნოდა ეროვნული გვარდიის ახალი დისლოკაციის ადგილი. ყოფილი ბაზა შავნაბადაზე უკვე განადგურებული იყო.
თბილისიდან გასვლის დაწყების დროდ განისაზღვრა 3 ოქტომბრის 17 საათი. საქართველოს ოცდაშვიდმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, უზენაესი საბჭოს დემოკრატიულმა ფრაქციამ, კომუნისტებმა (რომელთა უზენაესი საბჭოს წევრობა დროებით შეჩერებული იყო), მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს წევრთა ნაწილმა, რომლებიც ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ, გაავრცელეს მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. ამ მიმართვაში იყო მოწოდება, რომ ოპოზიციის შეიარაღებული ძალები თბილისს ტოვებენ და აგრეთვე რაიონებიდან ჩამოყვანილმა შეიარაღებულმა ფორმირებებმაც უნდა დატოვონ დედაქალაქი. აი ასე დამთავრდა 2 ოქტომბერი, ძალიან მძიმე დღე 1991 წლის შემოდგომაზე.
– როგორ განვითარდა პროცესები ამის შემდეგ?
– პროცესები ძალიან მძიმედ განვითარდა და ამის შესახებ მოკლედ მოგიყვებით. როგორც აღვნიშნეთ, 3 ოქტომბერს 17 საათზე როგორც დათქმული იყო ზუსტად იმ დროს, გვარდია მოემზადა და დატოვა ტელედეპარტამენტის ტერიტორია. გაემართა თბილისის ზღვისკენ. იქ როგორც აღვნიშნეთ, იყო პროფკავშირების სახლი და უკვე წინასწარ ასულმა ყარყარაშვილმა და გვარდიელებმა მოამზადეს ახალი დისლოკაციის ადგილი ფორმირებებისთვის.
მთელი ღამე გვარდია იმაზე მუშაობდა, რომ გაენაწილებინათ იარაღი, ჯავშანტექნიკა და ა.შ. ძალიან გვიან, სადღაც სამ საათზე დაიძინეს გვარდიელმა ბიჭებმა. დილით ადრე, სადღაც რვა საათზე სულ ახალ ასულ გვარდიაზე თავდასხმა მოხდა. თავად ვარ ამის თვითმხილველი და მოწმე. დილის რვა საათზე აივანზე გავედი და ელექტროსამართებლით წვერს ვიპარსავდი. ამ დროს რაღაც გუგუნის ხმა მომესმა. გავიხედე და თბილისის ზღვიდან ჩვენი შენობისკენ ვეტმფრენი მოფრინავდა. ვიფიქრე, ჩვეულებრივი ვეტმფრენია–მეთქი და ყურადღება დიდად არ მიმიქცევია. მაგრამ როგორც კი მოახლოვდა, ვეტმფრენიდან ტყვიამფრქვევის სროლა დაიწყო ჩვენი შენობისკენ. პირადად მე ბეწვზე ვარ გადარჩენილი. დაცხრილული იყო მთელი შენობა. თუმცა გვარდიელებმა ჩემზე ადრე შენიშნეს ეს პროცესი და თავი შეაფარეს შენობას. ორი გვარდიელი დაიჭრა და დაღუპული არავინ ყოფილა.
ამავე დროს თბილისის ზღვა თურმე უკვე ალყაშემორტყმულია და ჩვენზე შეტევას იწყებენ. შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, სახელისუფლებო ძალები დამარცხდნენ და ისინი იძულებულნი იყვნენ თბილისის ზღვის ტერიტორია დაეტოვებინათ. მაგრამ ეს ხმა უკვე თბილისში გავრცელდა და უამრავი ხალხი გამოვიდა, უზენაესი საბჭოს შენობას მიაწყდა პროტესტის გამოსათქმელად ხელისუფლების მიმართ. ეს უკვე 4 ოქტომბერს ხდება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.
– ბრძანეთ, რომ პროფკავშირების შენობაზე შეტევა განხორციელდა; მაინც როგორ, რა ფორმით ხორციელდებოდა ეს პროცესი?
– როგორც გითხარით, შემოტევა ჰაერიდან ვერტმფრენით დაიწყო და მერე სამთავრობო შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის ზღვის ტერიტორიის მთლიანად აღება მოინდომეს, სადაც განდგომილი გვარდია იყო განლაგებული. ბრძანება ასეთი იყო, რომ ყველანი უნდა დაეპატიმირებინათ, განეიარაღებინათ და თბილისში ჩაეყვანათ. მაგრამ გვარდიელებმა ისეთ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომ ისინი უკუიქცნენ. პრაქტიკულად, გამსახურდიას შეიარაღებული ძალები დამარცხდნენ და გეგმა ვერ შეასრულეს.
– მსხვერპლი, დაჭრილები თუ იყვნენ ამ შეტაკებების შედეგად?
– ორი კაცი გარდაიცვალა და დაახლოებით შვიდი–რვა დაჭრილი იყო, ამ სამხედრო შეტაკების შედეგად. ასეთ პროცესებამდე მივიდა საქმე. მერე უკვე ოთხში ძალიან მძიმე მოვლენები განვითარდა, რაზეც შემდეგ ინტერვიუში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.
– მანამდე ერთ მომენტზე გავამახვილოთ ყურადღება. თქვით, რომ ამ შეტაკების შემდეგ თბილისში დიდი მიტინგი გაიმართა...
– როგორც კი თბილისში ხმა გავრცელდა, რომ მთავრობამ შეტევა მოაწყო თბილისის ზღვაზე განლაგებულ ეროვნულ გვარდიაზე, მაშინვე უამრავი ხალხი გამოვიდა, რაზეც ყველანაირი დოკუმენტური კადრები არსებობს. ისინი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შენობას მიაწყდნენ და იქ ძალიან მძლავრი მიტინგი გაიმართა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ ხელისუფლება უკვე ღიად იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს ოპოზიციონერების წინააღმდეგ.
– ამ ვითორებაში თქვენს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტები თუ იყო და რა შედეგი ჰქონდა ამას?
– ამის მცდელობები ნამდვილად იყო. თბილისის ზღვაზე ეს ამბები რომ მოხდა, ჩვენთან მოსალაპარაკებლად ორჯერ ამოვიდა ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესო ქუთათელაძე. მაგრამ მის ვიზიტს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, რასაც თვითონაც აღიარებდა, რომ ჩემს ჩატანილ ამბავს და მოსაზრებებს არავინ იზიარებსო. ამოსული იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან გვენცაძეც. ისიც ცდილობდა, რომ ეს პოლიტიკა როგორმე შეერბილებინა, მაგრამ ხელისულება არავითარ დათმობებზე არ მიდიოდა.
– რა იყო უკვე იმ ეტაპზე მთავარი მოთხოვნები და ხელისუფლება ამაზე რას გპასუხობდათ?
– პირველ რიგში პოლიტპატიმრების განთავისუფლება, პრესის თავისუფლების კანონის შესრულება და სასწრაფოდ მოწვეული უნდა ყოფილიყო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და იგი ღიად, ტელევიზიით ტრანსლირებული უნდა ყოფილიყო. ეს სამი ძირითადი მოთხოვნა იყო იმჟამად ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლება არცერთ შემხვედრ ნაბიჯზე არ მიდიოდა.
– რა ხდებოდა ტელევიზიის შენობაში ოპოზიციური შეიარაღებული ძალების მხრიდან ტერიტორიის დატოვების შემდეგ?
– მას შემდეგ, რაც გვარდიამ და მოსახლეობის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ტელევიზიის შენობა დატოვეს, იქ ხელისუფლება შევიდა. იყო მცდელობა, რომ გადაცემები აღედგინათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს და ტელემაუწყებლობა ე.წ. ბუნკერში გადაიტანეს. ამის შემდეგ ხელისუფლება უკვე ბუნკერიდან ახორციელებდა მოსახლეობის ტელეინფორმირებას.
– ამ ღია შეტაკებებს და ინციდენტებს ქვეყნის გარედან რაიმე რეაქცია ხომ არ მოჰყოლია?
– იმ პერიოდში ჩვენთან ღიად არავინ გამოდიოდა. მაგრამ ჟურნალისტებზე ხომ გითხარით, მათ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერზე წერდნენ და თავიანთ პრესაში აქვეყნებდნენ, ბი–ბი–სის და სი–ენ–ენს სპეციალური კორესპონდენტები ჰყავდათ, რომლებიც ამ ყველაფერს იღებდნენ და დასავლეთის ტელემაუწყებლობა ამ ყველაფერს უჩვენებდა. ჩვენი პირველი არხის არქივშიც სი–ენ–ენის გადაღებული ეს მასალები დღემდე შენახულია.
(გაგრძელება იქნება)
გერა მამულაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა

რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 