| ქალი და მამაკაცი |

ხელისუფლებაში ახალი სახეებია საჭირო
ხელისუფლებაში ახალი სახეებია საჭირო
"რუსთავი 2"–ის წამყვანმა ჟურნალისტმა დათო კიკალიშვილმა, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მოიცალა "გუმბათთან" სასაუბროდ. არჩევნები ახლოვდება, მაგრამ ჟურნალისტი სიურპრიზებს არ ელის. მისი სუბიექტური აზრია, რომ ხელისუფლებამ პრობლემების ახლებურად გადაწყვეტის გზები უნდა ეძიოს.
– როგორ ირჩევთ თემებს "პოსტ სკრიპტუმისთვის"?
– როცა პოლიტიკური მოვლენები აქტუალური ხდება, ჩვენი მიმართულებაც იცვლება და უფრო მეტად პოლიტიკური ხდება. თუმცა ბოლო კვლევებმა გვაჩვენა, რომ საინტერესოა შემეცნებითი ხასიათის რეპორტაჟები. ბაზარი გვკარნახობს მიმართულებას. მნიშვნელოვანია გადაცემაში რეკლამის მოზიდვა.
– რა გამოხმაურება აქვს უცხოეთში მომზადებულ სიუჟეტებს?
– როგორც წესი, ეს ყველაზე მეტად მომგებიანია. მოგზაურობა ყველას უყვარს. პირველი ადამიანი რომ გაჩნდა, მასაც კი ჰქონდა ინტერესი, გაეგო რა ხდებოდა, გაეფართოვებინა ხედვა. საქართველო არ არის ისეთი მდიდარი, რომ ბევრს შეეძლოს მოგზაურობა. არის არხები, სადაც შეიძლება ბევრი რამ გაიგოთ მსოფლიოს შესახებ, მაგრამ როცა ამ ყველაფერს ქართულ ენაზე, ქართველი ჟურნალისტი ამზადებს თითქოს თანამონაწილე ხდები. ვცდილობთ, იქ გაკეთებული სიუჟეტები გარკვეულწილად შეხებაში იყოს საქართველოსთან. ჩვენი ქვეყნიდან წასულ ადამიანთან. შეიძლება იყოს სიუჟეტი, რომელიც არ არის კავშირში საქართველოსთან, მაგრამ არის ისტორია, საინტერესო ფაქტი, რომლის ნახვა საინტერესო იქნება მაყურებლისთვის.
– თქვენ, როგორც ჟურნალისტი, როდის გასცდით საქართველოს ფარგლებს?
– მე გასვლების მცირე შესაძლებლობები მაქვს, ჩემი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. უფრო მეტად ვცდილობ, წავიდე ისეთ ადგილებში, მნიშვნელოვან მოვლენებზე დასასწრებად, რაც ჩვენს ცხოვრებაზე ზემოქმედებს. ერაყში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი, ობამა – კლინტონის პრაიმერზე, ვთვლი, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც ქმნის ამინდს. ვიყავი ერთ–ერთ კლინიკაში, სადაც კიბოსთან ბრძოლის ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავეს, დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებაში, გვთხოვდნენ დაგვეკავშირებინა ამ კლინიკასთან. ახლა გვინდა რეპორტაჟი მოვამზადოთ უშვილობის პრობლემაზე, ახალი ტექნოლოგიები ინერგება საქართველოში.
– თქვენთვის კორესპონდენტად მუშაობა უფრო საინტერესოა თუ წამყვანად?
– ზოგადად ჟურნალისტიკა არის ძალიან საინტერესო. ეს არ არის სამსახური, სადაც რუტინულად მუშაობ, დათქმულ დროს მიდიხარ და მოდიხარ. ყოველ წუთას შეიძლება მოხდეს რაღაც ახალი და საინტერესო, მოვლენების განვითარება ჩვენ თვალწინ ხდება.
– როცა ჟურნალისტებს მოაქვთ რეპორტაჟები სხვადასხვა ქვეყნებიდან, გული თუ დაგწყვეტიათ, თქვენც გინდოდათ იქ ყოფნა?
– სულ მწყდება გული. დიდი სიამოვნებით წავიდოდი და მეც გავაკეთებდი, ასე მუშაობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. მე თვითონაც ფანი ვარ ამ რეპორტაჟების.
– სად წახვიდოდით?
– ჩემთვის ძალიან საინტერესოა ავღანეთი, ვთვლი, რომ მსოფლიოს ბედი გარკვეულწილად იქ წყდება. მითუმეტს, რომ ქართველი ჯარისკაცები იქ არიან. მაქვს რამდენიმე პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ, მაგრამ კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს გადაცემასაც შეეხო, ბევრი პროექტი ჯერ გაჩერებულია. გვიწევს სპონსორების ძიება. მაგალითად, იტალიაში არის დახურული ქალაქი, სადაც ნარკომანებს მკურნალობენ. ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ამ ქალაქში მკურნალობენ, ცხოვრობენ, მუშაობენ. ეს დააფუძნა ერთ–ერთმა მეცენატმა, რომელიც ნარკოტიკით გარდაიცვალა. მიწერ–მოწერის მერე დაგვრთეს ნება, შევსულიყავით, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო, ეს პროექტი გაჩერებულია.
– როცა ცხელ წერტილში მუშაობს ჟურნალისტი, მას აქვს აკრძალვებიც, ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუ დაგირღვევიათ შეთანხმება?
– ერაყში რომ ვაკეთებდი რეპორტაჟს ძალიან შემიწყო ხელი თავდაცვის სამინისტრომ, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი გადავიღე. შევხვდი მნიშვნელოვან ფიგურებს. შეერთებულ შტატებში კლინტონ–ბუშის პრაიმერიზე ვიყავი. იქ თუ ყველაფერი საკმაოდ დიდი ხნის წინ არ გაქვს შეთანხმებული, ძნელია წამყვან პირებთან ინტერვიუ ჩაწერო. წინასწარ უგზავნი კითხვებს, უნდა იცოდეს რა თემაზე გსურს საუბარი, მერე გამოგიყოფენ დროს. ჩვენ მაინც ვცდილობდით სადმე შეძრომას და კითხვის დასმას. განუწყვეტელი ომი გვქონდა პრესმდივნებთან, ვერ გაიგეს ჩვენი ქმედება, ყველა მოწესრიგებული ჟურნალისტი იყო, წესებს მიყვებოდნენ, უცებ ვიღაც გიჟები გამოხტებოდნენ, ყვიროდნენ "ჯორჯია". ვუხსნიდით, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ვერაფრით გაიგეს. ამომრჩევლებთან მიდიოდნენ ხოლმე, ხელის ჩამოსართმევად. ჩვენ კამერა დავმალეთ და შევერიეთ ხალხს, როგორც ამომრჩევლები, მაგრამ დაცვამ აღმოგვაჩინა.
– ქართველი ჟურნალისტები მოუწესრიგებლები არიან?
– სამწუხაროდ, ცოტა აგრესიულები ვართ. ყველას ახსოვს ბუშთან მიკროფონების "ხმალაობა". გაოგნებული უყურებდა, კიდევ კარგი თავში არ მოარტყეს. აქტიურობა ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცოტა ვაკვირვებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ისინი დალაგებული, მოწესრიგებული არიან. ეს კულტურა ალბათ ნელ–ნელა ჩამოყალიბდება.
– ჟურნალისტიკაში ბევრია ექსტრიმი, ეს გიზიდავდათ?
– ერთ–ერთი ექსტრემალური პროფესიაა, მითუმეტეს საქართველოში. პატარა გოგოები და ბიჭები არიან და უკვე ომი აქვთ გამოვლილი. პრობლემაც ბევრია, მაგრამ ეს ადამიანს გიზიდავს და გითრევს.
– თქვენთვის ახლა რა წარმოადგენს პრობლემას?
– საინტერესო თემის მოძიება და ამ რეპორტაჟით რაიმე მოვლენაზე გავლენის მოხდენა, თუმცა ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის.
– წარმატება გუნდურ მუშაობაზეა დამოკიდებული, თუ ცალკეულ ჟურნალისტებზე?
– საინფორმაციო სამსახურების, ბეჭდვითი იქნება თუ ტელე, გუნდის მუშაობაზეა დამოკიდებული. აქვე მუშაობენ ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომელიც გამოცდილი კოლეგების გვერდით იხვეწებიან. გვაქვს დიდი ტრადიცია, ჩვენ უკვე 13 წელია ეთერში ვართ.
– ამერიკელმა ჟურნალისტებმა თქვეს, რომ გვაკლია ორგანიზებულობა.
– არის ბევრი ორგანიზაციული საკითხი, რომელსაც არღვევენ ჟურნალისტები, "პოსტსკრიპტუმს" დაეღუპა ოპერატორი, გიორგი რამიშვილი. ომის მერე სიფრთხილის შეგრძნება ჰქონდა დაკარგული. უფრო რთული ვითარება ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ გადაღების დროს საფრთხეში ჩაიდგო თავი. თუმცა ეს არ იყო მხოლოდ გიორგის შეცდომა, აქ უკვე გუნდის მუშაობის პრობლემაა, მაგრამ თავადაც არ იყო ფრთხილი. ბევრი პრობლემა გვიჩვენა აგვისტოს ომმა. აღმოჩნდა, რომ ამ დროს ჟურნალისტთა დაცვის საშუალებები არ იყო საკმარისი. ხაკერები არ გვაძლევდნენ მუშაობის საშუალებას, ამისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდით. მწარე, მაგრამ მაინც მივიღეთ გამოცდილება.
– რა თემების წამოწევას აპირებთ გადაცემაში?
– ერთი იქნება ბავშვთა სიკვდილიანობის თემა, რომელზეც პრეზიდენტმაც კი ისაუბრა პარლამენტში გამოსვლის დროს. კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვექნება სიუჟეტები, რომლებიც ადრეც გავაკეთეთ და კვლავ ვაპირებთ გაგრძელებას. ახლა არჩევნების თემა წამოიწევს, თუმცა სიურპრიზებს არ ველით.
– გაქვთ თქვენი პროგნოზები?
– ნათლად ჩანს რა შეიძლება მოხდეს. დრო გვჭირდება რომ მოვიდეს ახალი თაობა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომლებიც რაღაც ახალს შემოიტანენ, ხალხი დაიღალა ერთი და იგივე სახეებისგან, ძველი მეთოდებით პრობლემის გადაწყვეტა ნათელია, არ გამოდის. ცხადად ჩანს, რომ არსებულ გუნდს ამის გაკეთების უნარი არ შესწევს.
ია მერებაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა

რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 