asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ავღანეთში ქართველი უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე დაიღუპა
ნაღმზე აფეთქდა
ავღანეთში ქართველი უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე დაიღუპა

2011-05-27 15:11:00



ავღანეთში ქართველი უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე დაიღუპა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი ივანიაძის გარდაცვალების გამო.
უმცროსი სერჟანტი ივანიაძე 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში IშAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ივანიაძე პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. სერჟანტის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია.
ლავროსი ივანიაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. 2007-2008 წლებში სამშვიდობო მისიით ის ერაყშიც იმყოფებოდა.
ავღანეთში მიმდინარე IშAF-ის სამშვიდობო მისიაში 2009 წლიდან 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქართველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online