| ქალი და მამაკაცი |

ალ ქაიდა – გუშინ და დღეს
"ის დღეში ერთ თეფშ ერბოკვერცხს ჭამს"
როდესაც 1994 წელს კენიისა და ტანზანიის დედაქალაქებში აფეთქებათა სერიალი გაისმა, ყველა ალაპარაკდა ტერორისტულ ორგანიზაცია ალ–ქაიდაზე (არაბულად ფუნდამენტი, საფუძველი). მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ხომ სწორედ მან აიღო. მისი დამაარსებელი უსამა ბინ ლადენი ნომერ პირველ ტერორისტად აღიარეს.
სპეცსამსახურების კლიენტი
სპეცსამსახურები ოდითგანვე იყენებდნენ ამბიციურ, დაკომპლექსებულ ხალხს, რომელთაც გიჟური იდეები და ნაპოლეონური ამბიციები აწუხებდათ. თუმცა ასეთი ადამიანების მართვა ძნელია. ისინი სასტიკ კონტროლზე უნდა გყავდეს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს ის ლაფსუსი, რაც ამერიკის დაზვერვას უსამა ბინ ლადენთან შეემთხვა.
უსამა ანტიკომუნისტი და ისლამისტი გახლდათ. ავღანეთის ომის დროს მისი და აშშ–ს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. სწორედ ამან განაპირობა თანამშრომლობის დაწყება. ბინ ლადენი საუდის არაბეთიდანაა. მამამისი უბრალო გლეხი გახლდათ, რომელიც ნავთობის ბუმის დროს მილიარდერად გადაიქცა. მას 20 ცოლი და 52 შვილი ჰყავდა. უსამას აღზრდაზე დიდი გავლენა იქონია დედამ, რომელიც ორთოდოქსი ისლამისტი გახლდათ. ამას გარდა თავად უსამა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა აგრესიულობითა და ამბიციებით. ამიტომ შემთხვევითი როდია, რომ უნივერსიტეტში ის ფუნდამენტალისტებს დაუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი კაცი გახლდათ, უსამამ ცხოვრების მიზნად ისლამისათვის ბრძოლა გაიხადა:
– არაბულ ქვეყნებში არსებული რეჟიმები ანტიხალხური და ანტიისლამურია. ჩვენი მიზანია არაბული ხალიფატის აღდგენა და ისლამის დომინირება მთელ მსოფლიოში. ეს წმინდა საქმეა და მისთვის არაფერს უნდა მოვერიდოთ.
ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას ბინ ლადენი შეხვდა, როგორც მებრძოლი მუსლიმანი. მან უყოყმანოდ მიატოვა ფუფუნებაში ცხოვრება და საომრად გაეშურა. მის გარშემო შემოიკრიბა მცირერიცხოვანი ენთუზიასტი ახალგაზრდების ჯგუფი. ისინი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყვნენ დარაზმულნი. ამერიკის დაზვერვამაც ბინ ლადენს ყოველმხრივ ხელი შეუწყო. მალე ბინ ლადენის მიმდევრების წრე გაფართოვდა. ის შეივსო არაბი, ავღანელი თუ პაკისტანელი ექსტრემისტებით. ავღანეთის ომმა ისინი დააძმობილა.
ალ ქაიდა ბინ ლადენმა 1984–86 წლებში შექმნა. ორგანიზაციას ის დიდხანს და დიდი რუდუნებით აგებდა. უკვე მაშინ მას შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ავღანეთის ომის დამთავრების შემდეგ ბინ ლადენი საბოლოოდ გამოვიდა კონტროლიდან.
საერთაშორისო ტერორისტი
ავღანეთიდან დაბრუნებულმა ბინ ლადენმა განამტკიცა კავშირი ვაჰაბიტების სექტასთან. ბინ ლადენი ემზადებოდა საუდის არაბეთში არსებული რეჟიმის დასამხობად. მის უკან უკვე იდგა ალ ქაიდა, რომლის მებრძოლებმაც გაიარეს ავღანეთი და ჰქონდათ დიდი ფული. ბინ ლადენის დაფინანსების სურვილი რიგმა ვაჰაბიტმა ბიზნესმენმა გამოთქვა. როგორც ჩანს, მთავრობასაც ძალზე შეეშინდა ბინ ლადენის, რადგან ქვეყნიდან გააძევა. უსამა გადაბარგდა სუდანში, სადაც შექმნა კიდეც ალ–ქაიდას პირველი ბანაკები. პარალელურად ბინ ლედენი აქტიურად ჩაება საგზაო ბიზნესში, მონათვაჭრობაში (რაც სუდანში ოდითგანვე ჰყვაოდა), აგრეთვე იარაღითა და ნარკოტიკების უკანონოდ გაყიდვაში.
– დღეს ჩვენი მთავარი მტერია ამერიკის შეერთებული შტატები. სანამ ეს სატანური ქვეყანა არსებობს, ისლამი ვერ გაიმარჯვებს, – განაცხადა ბინ ლადენმა.
მალე კენიასა და ტანზანიაში განხორციელდა ტერაქტების სერია. ბინ ლადენი სისტემატიურად აწყობდა თავდასხმებს ამერიკის მოქალაქეებზე.ალ ქაიდა მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ბოსნიის ტერიტორიაზე, ამარაგებდა იარაღით ანტიამერიკელ პარტიზანებს სომალიში. ბინ ლადენმა კავშირი დაამყარა ავღანელ თალიბებთან, სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან. ბინ ლადენმა არც ყოფილი სსრკ–ს ტერიტორია დაივიწყა. მისი პარტნიორები გახდნენ უზბეკეთის ისლამისტ–ექსტრემისტთა ლიდერი იუზბაშევი, გავლენიანი ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი, ტაჯიკი ექსტრემისტების ლიდერი. თუმცა მთავარ სამიზნეს მაინც ამერიკა წარმოადგენდა.
ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ალ ქაიდამ ამ ქვეყანაშიც ფართოდ გაშალა ფრთები. აქ არსებულ ტერორისტთა ბანაკებში 25–დან 100 ათასმა ტერორისტმა გაიარა მომზადება. ალ ქაიდას ტერორიზმის პიკი გახლდათ 11 სექტემბრის ცნობილი აქცია აშშ–ში, რომელმაც თავისი ვანდალიზმით მთელი მსოფლიო შეძრა.
მანჰეტენის აფეთქებას შედეგად მოჰყვა აშშ–ს ინტერვენცია ერაყსა და ავღანეთში. ალ ქაიდას უდიდესი დარტყმა მიადგა. მისი უამრავი აქტივისტი მოკლეს ან დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, ბინ ლადენი ჯერჯერობით კვლავ მოუხელთებელია.
ალ ქაიდა და რუსული სპეცსამსახურები
ტაჯიკეთში ვითარების დაძაბვასთან ერთად, რუსულმა სპეცსამსახურებმა გააძლიერეს ამ რესპუბლიკაში ფუნდამენტალიზმი. შედეგად მსოფლიო დადგა ირანის ტიპის ახალი სახელმწიფოს წარმოშობის საფრთხის წინაშე, რუსეთის აგრესიასაც მწვანე შუქი აენთო. მსოფლიომ თვალი დახუჭა ამაზე. პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა რუსების მიერ შეიარაღებულ კრიმინალთა მხეცობებიც, რომელსაც მეთაურობდა წარსულში ნასამართლევი სანგაკ საფაროვი (შემდგომში მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში). დასავლეთი იძულებული გახდა შეგუებოდა ტაჯიკეთში ემომალი რახმონოვის დიქტატორულ–კრიმინალური რეჟიმის დამყარებასაც. რახმონოვმა რადიო "თავისუფლებისადმი" მიცემულ ინტერვიუში ამისი მიზეზი ცინიკური გულახდილობით ახსნა:
– მე ცუდი ვარ, მაგრამ ჩემი ალტერნატივა ისლამისტებია! აირჩიეთ, ან ისინი და ან მე!
რახმონოვის გამარჯვება ტაჯიკეთის რუსული გავლენის სფეროში დარჩენას ნიშნავდა.
მსგავსი მეთოდი წარმატებით იქნა გამოყენებული უზბეკეთშიც. როგორც კი პრეზიდენტმა ქარიმოვმა ნელ–ნელა დასავლეთისკენ იწყო გადახრა, ტაშკენტი აფეთქებათა ტალღამ შეაზანზარა. ამას მოჰყვა ვლადიმერ ჟირინოვსკის გამოსვლა "ნტვ"–თი:
– უზბეკებმა უნდა აირჩიონ: ან ისლამი და ნარკოტიკები, ან რუსეთი!
ქარიმოვმაც გააკეთა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. მან შეინარჩუნა ხელისუფლება, თუმცა მოსკოვის გავლენის ზონაში დარჩა.
ვაჰაბიტებმა ძალზე ცუდი როლი ითამაშეს ჩეჩნეთში. რუსეთთან პირველ ომში ყველა ჩეჩენი ერთად დადგა. ციცქნა რესპუბლიკამაც დაამარცხა გოლიათი. ამის შემდეგ უხილავი ხელის დახმარებით ჩეჩნეთში ვაჰაბიტები გამოჩნდნენ. შამილ ბასაევმა მათ მხარი დაუჭირა.
– ვაჰაბიტების უკან დიდი ფულია. ეს უნდა გამოვიყენოთ, – ასეთი გახლდათ ბასაევის არგუმენტი.
პრეზიდენტი მასხადოვი ეწინააღმდეგებოდა ვაჰაბიტებისა და ალ ქაიდას გამოჩენას. დასავლელი ლიბერალები, რომლებიც აქამდე გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ, როგორც გამონაკლისი, ეღიარებინათ ჩეჩნეთი, ახლა აცხადებდნენ:
– ჩეჩნეთი რუსეთის ტერიტორიაა, შესაბამისად, აქ ექსტრემიზმის მომძლავრებაზე რუსეთი აგებს პასუხს!
ვაჰაბიტებისა და ალ ქაიდას გამოჩენამ გახლიჩა ჩეჩნური საზოგადოებაც. ყველაფერი კი ბასაევის დაღესტანზე ლაშქრობამ დააგვირგვინა. რუსეთს საბოლოოდ გაეხსნა ხელ–ფეხი. მოსკოვმაც ჩეჩნეთში სისხლის ტბა დააყენა. ამას ტერორიზმთან ბრძოლა უწოდეს. ვლადიმერ პუტინიც ხსენებული ბრძოლის ფონზე რუსეთის პრეზიდენტი გახდა. მეტიც, ის ეროვნულ ლიდერად გადაიქცა. ჩეჩენი ლიდერები – მასხადოვი, ბასაევი თუ სხვები დაიღუპნენ. დანგრეულ, გაპარტახებულ რესპუბლიკაში კი კადიროვის მარიონეტული რეჟიმი დამყარდა.
ალ ქაიდასა და ბინ ლადენთან კავშირში კრემლმა არაერთგზის დაადანაშაულა საქართველოც. ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ომის დროს მოსკოვი სისტემატიურად გვდებდა ბრალს, თითქოს პანკისის ხეობაში ტერორისტების ბაზებია და რომ აქ აფარებდა თავს მოუხელთებელი ბინ ლადენი. ომის დამთავრების შემდეგ ასეთმა ბრალდებებმა იკლო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით. ამას ნათლად მოწმობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადება, რომლის აზრითაც, საქართველოში ფუნქციონირებენ ალ ქაიდას ბაზები, რომ აქედან ჩრდილოეთ კავკასიაში შედის იარაღი და ა.შ.
ბინ ლადენი, როგორც ადამიანი
ყველა, ვინც ახლოს იცნობდა ბინ ლადენს, ამტკიცებს, რომ ის დახვეწილი ადამიანია:
– ბინ ლადენი გამოირჩევა რბილი მანერებით. ლაპარაკობს ნელა, ყოველგვარი ეგზალტაციის გარეშე, თუმცა ვერ იტანს შეკამათებას და ვერ ეგუება განსხვავებულ აზრს.
ბინ ლადენის ყოფილი პირადი მცველი ამბობს:
– ის ასკეტია. დღეში რამდენიმეჯერ ლოცულობს და მარხულობს. ხშირად მთელი დღეების მანძილზე მხოლოდ ერთ თეფშ ერბო–კვერცხს გეახლებათ ხოლმე. მას ის სამ ნაწილად ჰყოფს: საუზმის, სადილის და ვახშმისთვის.
ბინ ლადენი კარგი ორგანიზატორია, რომელიც პარტიზანული ომის ხელოვნებასაც ბრწყინვალედ ფლობს. ის საოცრად ფრთხილია. მისი ადგილ–სამყოფელი თვით ახლობელმა ადამიანებმაც კი არ იციან. ბინ ლადენი ვერ ეგუება მათ, ვინც დამოუკიდებლად აზროვნებს, რის გამოც მის გარშემო, ძირითადად, შემსრულებლები არიან ხოლმე. ბინ ლადენისთვის უცხო და გაუგებარია ისეთი ცნებები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ის ავტოკრატია, ამიტომაც მტრებად აღიქვამს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან კუვეიტი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, თურქეთი. ბინ ლადენი ავტოკრატიული ისლამური ხალიფატის შექმნისთვის იბრძვის, რომლის სათავეშიაც თავად მოექცევა.
პირად ცხოვრებაში უსამას არ გაუმართლა, ის სამჯერ გახლდათ დაქორწინებული (პირველად თავის დეიდაშვილზე). ერთ–ერთ ინტერვიუში მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ამბობს:
– ქალი, რომელსაც გულის ნადებს გავანდობდი, ვერ ვიპოვე!
ეპილოგი
ბევრი ექსპერტი შიშობდა, რომ აშშ ერაყში ვერ გაიმარჯვებდა. შიში, როგორც ვნახეთ, არ გამართლდა. ამერიკამ დაამარცხა ერაყში ტერორიზმი. ახლა ავღანეთის ჯერია.
აშშ–ს ენერგიული მოქმედების შედეგად ალ ქაიდას ძლიერ შეეკვეცა ფრთები. მისი ბევრი აქტივისტი ფიზიკურადაა განადგურებული, უამრავი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ანტიტერორისტული ოპერაცია ავღანეთშიაც ადრე თუ გვიან წარმატებით დასრულდება, თუმცა მანამდე ალ ქაიდას აჩრდილი კიდევ დიდხანს დაუფრთხობს ძილს დასავლეთს. კრემლიც შეეცდება ამის გამოყენებას მორიგი ანტიქართული პროვოკაციებისთვის.
ნიკა თევზაძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა

რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 

.jpg)