| ქალი და მამაკაცი |

"ამინი იდიოტია და უნდა მოკვდეს!"
ავღანეთის დიქტატორს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ მის რეზიდენციას საბჭოთა ჯარი უტევდა
ავღანელი დიქტატორის ჰაფიზულა ამინის ლიკვიდაცია სუკ–ის უკანასკნელი სერიოზული საზღვარგარეთული ოპერაცია გახლდათ. თუმცა მოსკოვს ამან დიდი სარგებლობა ვერ მოუტანა.
როგორ მოვიდა ამინი ხელისუფლებაში
1918–20–იან წლებში ბოლშევიკებს პრობლემები შეექმნათ შუა აზიაში. მოსახლეობა დაირაზმა მათ წინააღმდეგ. ასე აზვირთდა ლეგენდარული ბასმაჩთა მოძრაობა. უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მეზობელ ავღანეთში განვითარებულმა პროცესებმა, როდესაც ემირმა ამანულა–ხანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამან აღაშფოთა ლონდონი, სამაგიეროდ, ლენინმა უმალ დაუჭირა მხარი ავღანელებს. ამანულაც იძულებული გახდა წასულიყო საბჭოთა რუსეთთან ალიანსზე, თუმცა ამას თავად ავღანეთში უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ოპოზიცია განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსული წითელი არმია ბუხარაში შეიჭრა. მიუხედავად ამისა, ლენინი განაგრძობდა ამანულას მხარდაჭერას. მან მიაღწია იმას, რომ ამანულამ უარი განაცხადა ბასმაჩთა დახმარებაზე. ავღანეთის ემირმა შეიფარა ბუხარის დევნილი ხელისუფალი საიდ ოლიმ–ხანი, მაგრამ ამის იქით საქმე არ წავიდა. ავღანეთში გადახვეწილ ბასმაჩებსაც ამანულას ჯართან უწევდათ ბრძოლა. ამიტომ 1924 წლისთვის შუა აზიის ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობა ჩაცხრა.
შუა აზიაში ვითარება გამწვავდა კოლექტივიზაციის დაწყების შემდეგ. ამას დაემთხვა ავღანეთში ამანულა–ხანის დამხობაც. ახალი ემირი ბაჩაე–საკაო (წარმოშობით ტაჯიკი) ვერ აკონტროლებდა სიტუაციას. ავღანეთიც მალე სამოქალაქო ომის ცეცხლში გაეხვია. ამით ისარგებლა შუააზიურმა ემიგრაციამ, რომელმაც ხელში ჩაიგდო უზბეკებით დასახლებული რეგიონები. აღდგა ამანულას მიერ განადგურებული ბასმაჩთა ბაზები, განახლდა პარტიზანული რეიდები სსრკ–ს ტერიტორიაზე. ადგილობრივი მოსახლეობა ზარზეიმით ხვდებოდა პარტიზანებს, რადგან კოლექტივიზაციამ და რელიგიის შევიწროებამ მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. მალე შუა აზია პარტიზანული ომის ცეცხლში გაეხვია.
ინგლისი შუა აზიის საკითხისადმი გულგრილობას ინარჩუნებდა, მოსკოვი კი აქტიურად ჩაერია ავღანურ მოვლენებში. მალე ბაჩაე–საკაო დაამხეს და მისი ადგილი ზაჰირ–შაჰმა დაიკავა. სტალინმა პირადად გაუგზავნა მას წერილი:
– ჩვენ არ ვაპირებთ თავს მოვახვიოთ ავღანეთს სოციალიზმი. ჩვენ მხოლოდ გვაშფოთებს ავღანეთის ტერიტორიაზე ბასმაჩთა ბაზების არსებობა, ამიტომ მზად ვართ აღმოგიჩინოთ დახმარება მათი ლიკვიდაციისა და ძლიერი ცენტრალიზირებული მმართველობის დამყარებაში.
რუსების დახმარებით ზაჰირ–შაჰმა მართლაც გაანადგურა ბასმაჩები, მოსპო ოპოზიცია და დაამყარა საკუთარი დიქტატურა. სტალინმაც შეასრულა პირობა. მან არ მოახდინა ავღანეთის სოვეტიზაცია. პირიქით, ზაჰირ–შაჰის პირველი მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაიყვანა იქიდან რუსი სამხედრო მრჩევლები.
ბრეჟნევის ხანაში მოსკოვში ალაპარაკდნენ ინდოეთის ოკეანეზე გასვლის შესახებ. ამიტომაც ფეოდალური, ჩამორჩენილი, მაგრამ დამოუკიდებელი ავღანეთის ნაცვლად უნდა შექმნილიყო მარიონეტული, პრომოსკოვური სახელმწიფო, სადაც დაინერგებოდა სოციალიზმის რუსული მოდელი და რომელიც ყველა საკითხში დაუჭერდა მხარს სსრკ–ს.
სუკ–ის ძალისხმევით შეიქმნა სახალხო–დემოკრატიული პარტია (ნდპ), სადაც გაერთიანდა მემარცხენედ განწყობილი ახალგაზრდა ინტელიგენცია. სწორედ ამ ახალგაზრდებმა დაამხეს ზაქირ–შაჰი. ამის შემდეგ მოვლენები ტრაგიკული, სისხლიანი სცენარით განვითარდა. ავღანეთში პარტიზანული ომი გაიშალა. რევოლუციონერთა ბელადმა დაუდმა თხოვნით მიმართა მოსკოვს:
– დაგვეხმარეთ, ისლამისტები ხელისუფლებაში მოდიან.
მოსკოვმაც ავღანეთში გაგზავნა მრჩევლები, დიდძალი იარაღი, სურსათი, მედიკამენტები. რუსების დახმარებით დაუდმა შექმნა როგორც შეიარაღებული რაზმები, ისე საიდუმლო პოლიციაც. ავღანეთი სისხლიანმა რეპრესიებმა მოიცვა. ამას დაერთო თავად ნდპ–ს შიგნით დაწყებული განხეთქილება. დაუდი თავისიანებმა დაამხეს. ხელისუფლებაში მოვიდა ტარაკი–ამინის ტანდემი. ისინი ხედავდნენ, რომ საბჭოთა სამხედრო დახმარების გარეშე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდნენ, ამიტომ გამოაცხადეს, რომ ავღანეთი სოციალიზმის გზას დაადგა. იმავდროულად მოსკოვში კვლავ გაიგზავნა თხოვნა პირდაპირი სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ:
– ავღანური რევოლუცია საფრთხეშია. თუ არ დაგვეხმარებით, ხელისუფლებაში ისლამისტები მოვლენ.
ბრეჟნევი ყოყმანობდა. სამაგიეროდ, ავღანეთში ჯარების შეყვანას მხარს უჭერდნენ თავდაცვის მინისტრი უსტინოვი და მის გარშემო დარაზმული გავლენიანი სამხედრო დაჯგუფება. ისინი თვლიდნენ, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი ავღანეთზე სრული კონტროლის დამყარებისა, რის შემდეგაც უნდა განხორციელებულიყო ნახტომი ინდოეთისკენ. სუკ–ის შეფმა იური ანდროპოვმა ამაზე შენიშნა:
– ავღანეთში ინტერვენცია საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს.
– ეს შეფარვით მოხდება, – მიუგო უსტინოვმა, – ჩვენთან უკვე შექმნილია მუსლიმური ბატალიონები. ისინი მთლიანად შუა აზიის მაცხოვრებლებისგან არიან დაკომპლექტებულნი. გარეგნულად მათი და ავღანელების გარჩევა შეუძლებელია. ამიტომ მათ თავისუფლად შეიძლება გადავაცვათ ავღანური ფორმა.
– კეთილი, – დაეთანხმა ბრეჟნევი.
მუსლიმური ბატალიონები პირველი საბჭოთა ნაწილები იყვნენ, რომლებიც ავღანეთში გამოჩდნენ. მათი დახმარებით ტარაკიმ დიდი დარტყმა მიაყენა ისლამისტებს. რეპრესიები ავღანეთში ახალი ძალით გაჩაღდა. მალე მსოფლიო შეძრა ახალმა ამბავმა:
– ტარაკი დაამხეს. ეს მისივე მეგობარმა და პრემიერ–მინისტრმა ამინმა განახორციელა.
ბრეჟნევი გაცოფებული იყო. ცხადი იყო, რომ ასეთი აქციები მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამდა. მართლაც, მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ პარტიზანული ომი გაჩაღდა. ამინმაც სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა მოსკოვს:
– რევოლუცია საფრთხეშია. თუკი რუსული ჯარი არ შემოვა, ავღანეთში დამყარდება აშკარა ანტისაბჭოური ისლამისტური დიქტატურა.
სისხლიანი დესპოტი
ამინი დაიბადა ციხის ჩინოვნიკის ოჯახში, დაამთავრა ქაბულის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. ამის გამო ზოგიერთი რუსი მკვლევარი ამტკიცებდა, რომ ის დაკავშირებული იყო ამერიკის დაზვერვასთან. საამისო დამამტკიცებელი საბუთები დღემდე ვერ მოიძებნა. სამაგიეროდ, უხვადაა მასალები ამინის სუკ–თან კავშირის შესახებ. თავის საჯარო გამოსვლებში ამინი აშკარად აფიქსირებდა ანტიამერიკულ განწყობილებებს:
– ამერიკა სატანური სახელმწიფოა. აქ გამეფებულია დოლარის კულტი. ამერიკული დემოკრატია წარმოადგენს ფიქციას. ლაყბობა ადამიანის უფლებების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეში ჩარევის საბაბი.
იმავდროულად, ამინი არ მალავდა თავის სიმპათიებს რუსებისადმი:
– ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირი არამარტო ძლიერი სახელმწიფოა, იქ შექმნილი წყობილება ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას სრულად გამოავლინოს საკუთარი ნიჭი. სსრ კავშირში ყველა თანასწორია. აქ არ არის ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლკატაცია.
რუსების დახმარებით ტარაკი–ამინის ტანდემმა დაამხო დაუდი. ამინი პრემიერი გახდა, მაგრამ მას ეს არ აკმაყოფილებდა. ამ კაცს აბსოლუტური, შეუზღუდავი ძალაუფლება სურდა. ამინმაც დაიწყო ინტრიგები ტარაკის წინააღმდეგ.
– ტარაკი ნელ–ნელა ამერიკელთა მხარეს იხრება. ის იმედგაცრუებულია მოსკოვით და აცხადებს, რომ მისთვის უფრო მომგებიანი ამერიკასთან კავშირი და ავღანეთში ნატოს ბაზების განლაგება იქნება, – ატყობინებდა ამინი მოსკოვს.
რუსებმა დაუფარავად აგრძნობინეს, რომ შექმნილ ვითარებაში მხარს არ დაუჭერდნენ ხელისუფლებიდან ტარაკის ჩამოშორებას. ამან ამინი ვერ შეაჩერა, ტარაკი მან საკუთარი ძალებით დაამხო და მოკლა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ამინმა დაიკავა. ავღანეთი რეპრესიების ახალმა ტალღამ მოიცვა. ამინმა აშკარად აიღო კურსი ტოტალიტარული რეჟიმის შექმნისკენ, ამიტომ რეპრესიები გავრცელდა არამხოლოდ მუსლიმანურ სამღვდელოებაზე, არამედ ნდპ–ს იმ წევრებზეც, რომლებიც აკრიტიკებდნენ ამინს.
რეპრესიებმა ლოგიკურად გამოიწვია პარტიზანული ომი. ამინის რეჟიმს დამხობის რეალური პერპექტივა დაემუქრა.
– თუკი ჯარს არ შემოიყვანთ, ავღანეთში ყველაფერს ისლამისტები დაეპატრონებიან, – განაცხადა ამინმა ბრეჟნევთან სატელეფონო საუბარში.
მალე ავღანეთის საზღვარი პირველმა საბჭოთა ნაწილებმა გადაკვეთეს. ასე დაიწყო ე.წ. შეზღუდული სამხედრო კონტინგენტის შეყვანა ავღანეთში.
ამინი უნდა მოკვდეს
– არა, ამ იდიოტთან საქმის დაჭერა არ შეიძლება, – ბრაზით წამოიძახა ბრეჟნევმა, – არავინ იცის, რას იზამს ხვალ.
ბრეჟნევს მართლაც ჰქონდა აღშფოთების მიზეზი. ამინმა ხომ ყურად არ იღო მისი გაფრთხილება და მოკლა ტარაკი. შედეგად ავღანეთში სამოქალაქო ომი ახალი ძალით გაჩაღდა. პრომოსკოვური რეჟიმის არსებობას საფრთხე შეექმნა.
– ახლა ავღანეთში ჯარის შეყვანა აუცილებელია. თუკი ამას არ გავაკეთებთ, იქ ამერიკელები შევლენ და ჩვენს საზღვართან ნატოს ბაზებს მივიღებთ, – ასეთი იყო სუკ–ის შეფ ანდროპოვის პოზოცია. ახლა ის მხარს უჭერდა უსტინოვს.
– მარტო ჯარის შეყვანა არაფერს მოგვცემს, სანამ ეს შეშლილი ამინი ხელისუფლებაშია, ავღანეთში წესრიგი არ დამყარდება, – ბობოქრობდა ბრეჟნევი.
– ლეონიდ ილიჩ, ამინის მშვიდობიანი გზით ჩამოშორება შეუძლებელია.
– მაშ ის უნდა მოკვდეს.
ბრეჟნევის პოზიცია მტკიცე იყო.
– იური ვლადიმიროვიჩ, მოამზადეთ ამ აქციის ყველა დეტალი, – უთხრა მან ანდროპოვს.
ამრიგად, ამინის ლიკვიდაციის ოპერაციაში წამყვანი როლი სუკ–ს მიენიჭა, თუმცა ოპერაციაში ჩაერთო გრუ–ც. სუკ–მა მოამზადა ამინის შემცვლელი კანდიდატურა. ანდროპოვის რჩეულთაგან ბრეჟნევს ყველაზე მეტად ბაბრაქ ქარმალი მოეწონა. ანდროპოვმა მასზე განუცხადა:
– ქარმალი არაა ფანატიკოსი. უყვარს კარგი ცხოვრება: სასმელი, ქალები, ჰაშიში. თუმცა ის არ სარგებლობს ავტორიტეტით არც ნდპ–ში, რომლის წევრიცაა და არც – მოსახლეობაში.
– ასეთ კაცთან საქმის დაჭერა შეიძლება, – მიუგო ბრეჟნევმა.
ავღანეთის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურაც ამგვარად შეირჩა.
მოწამვლის მცდელობა
ამინის რეზიდენციას ნაციონალური გვარდიის გაძლიერებული რაზმი იცავდა. ის მთლიანად ამინის ნათესავებით იყო დაკომპლექტებული. მიუხედავად ამისა, სუკ–მა მაინც შეძლო ამინის უახლოეს გარემოცვაში აგენტურის შეგზავნა. სუკ–ის აგენტი გახლდათ ამინის პირადი მზარეულიც. მას მოსალოდნელ ოპერაციაში ერთ–ერთი წამყვანი როლი მიენიჭა.
აქცია დიდი გულმოდგინებით მზადდებოდა. ამინი სიხარულით შეხვდა ავღანეთში საბჭოთა ჯარის გამოჩენას. მის რეზიდენციაში სუფრა გაიშალა. ეჭვი არც მუსლიმანური ბატალიონის წევრების გამოჩენას გამოუწვევია. მით უმეტეს, რომ მათ უხვად მოიტანეს სასმელი:
– აბა, საკადრისად დავხვდეთ ჩვენს ძმებს, – გასცა განკარგულება ამინმა.
ავღანელმა გვარდიელებმაც დიდი სიამოვნებით გასინჯეს შუააზიელების მიერ მოტანილი ღვინო, არაყს კი პირი არ დაკარეს. ავღანელებს არ უყვართ ეს სასმელი. სამაგიეროდ, გულღიად შესთავაზეს სტუმრებს ავღანური დელიკატესები. ჯარისკაცები პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ილხენდნენ. მათი მეთაურები კი ამინმა სუფრასთან მიიწვია. შუა ქეიფის დროს ამინი და მისი რამდენიმე მეგობარი ანაზდად ცუდად გახდნენ. სასწრაფოდ გამოუძახეს ექიმს. მისი დიაგნოზი ასეთი იყო:
– ვიღაცამ წვენში შხამი გაურია.
ამინი სპირტიან სასმელს არ სვამდა. ახლაც ვაშლის, ბროწეულისა და ყურძნის წვენები მიირთვა. შხამი ბროწეულის წვენით სავსე გრაფინში ესხა. ეს იყო კარგად გათვლილი მზაკვრობა: ამინს ხომ ბროწეულის წვენი ძალიან უყვარდა, მაგრამ ამჯერად რატომღაც მხოლოდ ნახევარი ჭიქა მიირთვა და უპირატესობა ვაშლის წვენს მისცა. ამან იხსნა მისი სიცოცხლე.
– მზარეული დააპატიმრეთ, ახლავე.
ამინი რის ვაივაგლახით მოასულიერეს. გონს მოსულ დიქტატორს მოახსენეს, რომ ადგილი ჰქონდა მისი მოწამვლის მცდელობას და რომ მზარეული დაპატიმრებული იყო.
– გულდასმით დაკითხეთ. უნდა გავიგოთ, ვისი დავალებით მოქმედებდა, – გასცა განკარგულება ამინმა.
შუააზიელთა მეთაურებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს მუხანათობა ამერიკელთა ნახელავი იყო. ამინი დაეთანხმა. მართლაც, ავღანეთში მასზე უფრო გავლენიანი პრორუსული ლიდერი არ მოიძებნებოდა. რატომ უნდა ნდომოდა მოსკოვს მისი მოკვლა? ეს ალოგიკური ოყო.
– მართლაც ამერიკელთა ნახელავი იქნება. არამზადები.
საბჭოთა ოფიცრებმა კიდევ ერთხელ უთანაგრძნეს მას და დაემშვიდობნენ.
აქცია
საბჭოთა მეთაურების წასვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყო ამინის რეზიდენციის შტურმი. აქციაში მონაწილეობდნენ სუკ–ის სპეცნაზი, მუსლიმანური ბატალიონი და გრუ–ს სპეცდანიშნუილების რაზმი "ზენიტი".
– საბჭოთა საელჩოში დარეკე, ჩქარა, – დაუყვირა ამინმა დაცვის უფროსს, – ვერ ხედავ, ამერიკელთა აგენტურამ პუტჩი დაიწყო.
ავღანეთის დიქტატორს ახლაც არ სჯეროდა, რომ მის რეზიდენციას რუსები უტევდნენ.
ამინის დაცვამ მომხდურებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ცოტა ხნის შემდეგ ამინს აცნონეს, რომ მოკლულთა შორის საბჭოთა ჯარისკაცები იყვნენ.
– ამერიკელები არაფერ შუაში არიან. ეს რუსები გვიტევენ.
– რუსები? შეუძლებელია.
ამინს არ სურდა ამის დაჯერება. ის შეეცადა ბრეჟნევთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ.
– მათ მწყობრიდან გამოიყვანეს სატელეფონო კავშირები.
ბრძოლა ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი იყო. რუსებმა პირწმინდად დაცხრილეს ჰაფიზულა ამინი.
ეპილოგი
იმავე დღეს ქაბულის რადიოთი გადაიცა ცნობა, რომ ხალხმა დაამხო ამინის ტირანული რეჟიმი. მეორე დღეს ეს ინფორმაცია სიტყვა–სიტყვით გადაბეჭდა "პრავდამ".
ავღანეთის ახალი ხელისუფალი ბაბრაქ ქარმალი გახდა. საბჭოთა კავშირს კი ელოდა ხანგრძლივი პარტიზანული ომი ავღანეთში და დიდი მარცხი.

კავშირი ტეგთან: ლენინი

კავშირი ტეგთან: ლენინი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა

რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 