| ქალი და მამაკაცი |

მოგზაურობა ნაღმებზე
ქაბაბი და ბაქლავა – ავღანეთის სავიზიტო ბარათი
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა ცენტრალური აზიის სამხრეთში, ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. იგი გარშემორტყმულია აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ინდოეთის სუბკონტინენტების ქვეყნებით. ირანი, პაკისტანი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი ავღანეთის კულტურაზე ოდითგანვე დიდ გავლენას ახდენდნენ.
კლიმატი
ავღანეთისათვის ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. ზამთარი საკმაოდ ცივი და ნალექიანია, განსაკუთრებით ცივა მთიან რეგიონებში. ამ პერიოდში ტემპერატურა 0 გრადუსამდე ეცემა.
ზაფხული მშრალი და ცხელია. მინიმალური ტემპერატურა ამ დროს 30 გრადუსი მაინცაა.
თუ ავღანეთში მოგზაურობას გეგმავთ, ამისათვის საუკეთესო თვეები აპრილი, მაისი და სექტემბერია. ამ დროს სასიამოვნოდ თბილა.
ენა
პუშტუ და დარი ავღანეთის ოფიციალური ენებია. პუშტუზე მოსახლეობის 35 პროცენტი საუბრობს, იგი ინდოევროპული ოჯახის ირანულ ჯგუფს განეკუთვნება და ქვეყნის ლიტერატურული ენაა. დარიზე (ავღანეთის სპარსულზე) მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი საუბრობს.
ავღანეთში აგრეთვე შეხვდებით უზბეკურ და თურქმენულ ენებზე მოლაპარაკე ხალხს. ქვეყანაში საგზაო ნიშნები ინგლისურ ენაზეა. ამრიგად, ინგლისურით თავის გატანა არ უნდა გაგიჭირდეთ.
მცირე რამ ისტორიიდან
სტრატეგიულმა მდებარეობამ განაპირობა ის, რომ ავღანეთისათვის საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ სხვადასხვა იმპერიები, მათ შორის დღესაც. ქვეყანამ კონფლიქტებისა და არასტაბილურობის ხანგრძლივი პერიოდი გადაიტანა, რამაც მთლიანად მოშალა ეკონომიკა.
ინგლისისაგან სრული დამოუკიდებლობა ავღანეთმა 1919 წელს მიიღო. 1979–89 წლებში ქვეყანა საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული. 1999 წელს ქაბულსა და ქვეყნის უდიდეს ნაწილს თალიბები აკონტროლებდნენ.
2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ავღანეთს თავი შეაფარა ოსამა ბინ ლადენმა, რომელიც აშშ–ის მიერ დადანაშაულებული იყო ამ და სხვა ტერაქტების ორგანიზებაში. 2004 წელს ქვეყანაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
ფული
ავღანი ავღანეთის რესპუბლიკის ოფიციალური ვალუტა გახლავთ. იქ ნებისმიერი სახის მომსახურებას საკმაოდ დაბალ ფასად შემოგთავაზებენ. 1 ამერიკული დოლარი 50 ავღანის ტოლფასია.
ეროვნული ვალუტის გარდა ქვეყანაში ამერიკული დოლარით სარგებლობასაც შეძლებთ, ძირითადად მაღალი დონის რესტორნებში, სასტუმროებსა და მარკეტებში. საკრედიტო ბარათების გამოყენება ავღანეთში უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება ხელის ქირას, აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ გაჭირვებულ ქვეყანაში თუ მომსახურე პერსონალს ცოტაოდენ ფულს მაინც დაუტოვებთ, მადლობლები დაგრჩებიან.
რელიგია
ავღანეთის სახელმწიფო რელიგიად ისლამია გამოცხადებული. მოსახლეობის 85 პროცენტს სუნიტები წარმოადგენენ, ხოლო 15 პროცენტს – შიიტები. სუნიტები სუნას ისევე მნიშვნელოვნად თვლიან, როგორც ყურანს. ავღანელები ძალიან რელიგიურები არიან. ისინი თავიანთი რელიგიური მრწამსის უპატივცემლობას არავის აპატიებენ.
გადაადგილება
ავღანეთში მოსახვედრად უამრავი საშუალება არსებობს, რომლებსაც ტურისტები დროისა და შესაძლებლობის მიხედვით არჩევენ. მსურველს ნებისმიერი წერტილიდან იქ მოხვედრა თვითმფრინავით შეუძლია. საერთაშორისო აეროპორტი დედაქალაქ ქაბულში მდებარეობს. გარდა ამისა, ქვეყანაში სამი აეროპორტი ფუნქციონირებს, ისინი მაზარი შარიფში, ყანდაგარსა და ჰერათშია განთავსებული.
მეზობელი ქვეყნებიდან ჩასვლა მანქანით ან ავტობუსით შეგიძლიათ. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია.
რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებას, არც ეს წარმოადგენს პრობლემას. პრობლემას მხოლოდ დანგრეული გზები ქმნიან, რაც ხშირ შემთხვევაში ავარიების მიზეზი ხდება.
ავღანეთში სატრანსპორტო სისტემა განვითარებული არ არის. ცუდი გზების გამო მანქანის დაქირავება რეკომენდებული არაა. თუ სხვა გზა არ არის, უმჯობესია, ჯიპი დაიქირავოთ. გამქირავებლები თავიანთ მძღოლს აუცილებლად გამოგაყოლებენ, თითოეული მათგანი ინგლისურს კარგად ფლობს.
სამზარეულო
ავღანეთის სამზარეულოზე აშკარაა ინდური სამზარეულოს გავლენა. ნაციონალური კერძების უცვლელი პროდუქტი ბრინჯია, რომლის შემდეგ ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი ცხვრის ხორცია. რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ღორის ხორცს იქ არ ჭამენ.
ავღანეთში ვერასოდეს იტყვით უარს, ცხვრის ხორცისაგან მომზადებული ქაბაბი დააგემოვნოთ, რომელსაც აუცილებლად მოხარშულ ბრინჯთან ერთად მოგართმევენ.
ავღანეთი ტკბილეულით ცნობილი ქვეყანაა. ყველაზე პოპულარული ნამცხვარი ბაქლავაა, რომლის მომზადების წესს ადგილობრივები დღემდე ასაიდუმლოებენ.
ნაციონალური კერძებიდან აღსანიშნავია ქაბლი პულაო, რომელიც ორთქლში მოხარშული ბრინჯის, ქიშმიშისა და სტაფილოს ნარევს წარმოადგენს. პოპულარობის თვალსაზრისით, მას ნამდვილად არ ჩამოუვარდება ქორმა, ბოსტნეულში და ხილში მოშუშული ცხვრის ხორცი.
ადგილობრივებს ძალიან უყვართ რძის ნაწარმი. სასმელებიდან ყველაზე მოხმარებადია ჩაი. მუსლიმურ ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელი იშვიათობაა. ღვინისა და ლუდის დაგემოვნებას მხოლოდ ქაბულში მდებარე მაღალი დონის რესტორნებში შეძლებთ.
ღირსშესანიშნაობები
ავღანეთში მოგზაურობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ისლამური სახელმწიფო ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ავღანეთში ერთმანეთს რადიკალურად განსხვავებული კულტურები ერწყმის.
დედაქალაქი ქაბული მდინარე ქაბულის ვიწრო ხეობაში მდებარეობს. ქაბულში ჩასულებს, პირველ რიგში, გირჩევთ, ეროვნული მუზეუმი მოინახულოთ. დედაქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს პანშირის ველი.
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, თეთრ მთებში განთავსებულია გამოქვაბული ტორა ბორა, რომელიც პუშტუს ენაზე შავ მტვერს ნიშნავს.
ჰერათი ისტორიულ ქალაქს წარმოადგენს. ტურისტების მთავარ სანახაობას მე–15 საუკუნით დათარიღებული გაუხარშადის მავზოლეუმი წარმოადგენს. აქვეა 800 წლის მეჩეთი მასჯეტ–ე–ქამი.
ბუსტას სასახლე (| ს.) უნიკალური არქიტექტურული ძეგლია. ომებმა ქაბულისა და ყანდაგარის ბევრი ისტორიული მონუმენტი გაანადგურა.
უსაფრთხოების წესები
ავღანეთი მთელ მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყნის ტიტულით სარგებლობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავღანეთში მოგზაურობა დიდი რისკის ტოლფასია. გირჩევთ, შეიარაღებული ესკორტით იმოგზაუროთ. საფრთხე ყოველ ნაბიჯზე გემუქრებათ. გარდა ამისა, ბოლოს დროს გახშირდა ბავშვთა გატაცების ფაქტები.
ავღანეთი მთიანი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, მრავლადაა შხამიანი ქვეწარმავალი, კბენიდან ხუთ წუთში ადამიანი კვდება.
ავღანეთში ქალები კოჭებამდე ჩადრებით დადიან. დაიმახსოვრეთ, ფეხის ქუსლის გამოჩენა ქვეყანაში უზრდელობად ითვლება.
უბის წიგნაკი
ქვეყანა – ავღანეთი;
დედაქალაქი – ქაბული;
ენა – პუშტუ, დარი;
მოსახლეობა – 31.889.923 ადამიანი;
ფართობი – 674.500 კვ.კმ;
ვალუტა – ავღანი;
სატელეფონო კოდი – +93.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა

რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 