| ქალი და მამაკაცი |

ოსტეოპოროზს (ძვლების ფოროვნების მომატებას) ჩუმ დაავადებას უწოდებენ. ადამიანთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ მათი ძვლები ცვდება და განილევა. ოსტეოპოროზი შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს, თუმცა პროგრესირებასთან ერთად ვლინდება შემდეგი სიმპტომიები: ხერხემალსა და სახსრებში უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილი, წელის ტკივილი, ტანადობის შეცვლა, მოხრა. ყველა ეს სიმპტომი ჯეროვან ყურადღებას მოითხოვს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დაავადება არამხოლოდ ხანდაზმული ადამიანების პრობლემაა, ის ახალგაზრდებსაც უტევს.
ძვლები მკვრივი რომ იყოს, ორგანიზმში კალციუმის ბალანსს ყურადღება მიაქციეთ. დროულად მიღებული ზომები ნებისმიერ ასაკში მოძრაობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ძვალი ცოცხალი ქსოვილია, რომელიც ძირითადად კალციუმისგან შედგება. კალციუმი ასევე აუცილებელია კბილების, ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობისთვის. კალციუმის ნაკლებობის სიმპტომებია: ძვლების ტკივილი, ზურგში დეფორმაცია და ხშირი მოტეხილობები, დაღლა, ღამით ფეხის გაკავება, გახშირებული გულისცემა, ფრჩხილების მტვრევა, პაროდონტოზი.
როგორ შევივსოთ კალციუმის ნაკლებობა?
ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ქიმიური ელემენტის წყაროა – რძე და მისი პროდუქტები. ძვლის სიმკვრივე ნაკლებად დაირღვევა, თუ ყოველდღიურად ერთ ჭიქა რძეს დალევთ (შეგიძლიათ ყავაშიც დაუმატოთ, ვინაიდან ეს სასმელი ორგანიზმიდან კალციუმს რეცხავს). ბევრი კალციუმია თევზსა და მწვანე ფერის ბოსტნეულში. ამ მინერალს ასევე შეიცავს ფორთოხალი, ჭერმის ჩირი, თხილეული, ჰალვა (100 გრამ ჰალვაში კალციუმის დღიური ნორმის თითქმის ნახევარია).
კალციუმის ნორმა, რომელიც ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის საკმარისია, დაახლოებით 1500 მგ–ს შეადგენს. დღეში მისი შეკრება ძნელი არ არის. მაგალითად, დღის განმავლობაში აუცილებლად მიიღეთ 100 გრამი ხაჭო, 1–1,5 გრამი კვერცხის ნაჭუჭი (დაფქვით და ძირითად საკვებში დაუმატეთ), ყველის ორი ნაჭერი, 2 ჭიქა რძე. ორგანიზმი აუცილებლად გამოკვებეთ ვ ვიტამინით, რომელიც კალციუმის ეფექტურად ათვისებას ეხმარება. საკმარისია სახე და ხელები მზეს 10 წუთი მიუშვიროთ, რომ ამ ვიტამინის დღიური ნორმა გამომუშავდეს.
რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი სიარული, ცურვა, სირბილი.
ტესტი: შეიტყვეთ გემუქრებათ თუ არა ოსტეოპოროზი. კითხვებს უპასუხეთ "დიახ" ან "არა".
1. თქვენს ახლობლებს (დედას, ბებიას) ძვლის დაავადებები ჰქონდათ?
2. მენსტრუაცია 16 წლის შემდეგ დაგეწყოთ?
3. ბეჭებში ძლიერ იხრებით და სიმაღლეში მოიკელით?
4. უმნიშვნელო ტრავმის ან დაცემის შემდეგ ძვლის მოტეხილობა გქონდათ?
5. დღეში 20 ღერ და მეტ სიგარეტს ეწევით?
თუ "დიახ" არც ერთ კითხვას უპასუხეთ, საშიში არაფერია. ორი "დიახ" უკვე ოსტეოპოროზის საფრთხის ალბათობაა. საჭიროა დენსინომეტრიის ჩატარება. სამი "დიახ" – ოსტეოპოროზის რისკი მაღალია. სრული გამოკვლევა ჩაიტარეთ და ჩონჩხის გამაგრებაზე ზრუნვა სასწრაფოდ დაიწყეთ!

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა












რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 
























