asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
სწავლება
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს

2012-01-11 16:16:00



აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს. ამის შესახებ საგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.
ზამთრის პერიოდის წვრთნის პირველ დღეებში საბრძოლო მზადყოფნის მეცადინეობა გაიმართა. გუშინ და დღეს კი აფხაზურ შეიარაღებულ ძალებში ტაქტიკურ-სამწყობრო ვარჯიში მიმდინარეობს, რომლის დროსაც მუშავდება თემა - "საბრძოლო მზადყოფნა; სამხედროების ქმედებები განგაშის დროს".
მომზადების მეთვალყურეობისა და დასახმარებლად სამხედრო ნაწილებში თავდაცვის დე-ფაქტო სამინისტროს ჯგუფები გავიდნენ. დე-ფაქტო მინისტრის მოადგილის, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ასლან ანქვაბის განცხადებით, ზამთრის პერიოდის სწავლება ორგანიზებულად დაიწყო და ტაქტიკურ-სამწყობრო მეცადინეობები სათანადო დონეზე ჩატარდა. სწავლება 4 იანვარს დაიწყო.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სწავლება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online