asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თახვმა გრძელი ზამთარი იწინასწარმეტყველა
რიტუალი
თახვმა გრძელი ზამთარი იწინასწარმეტყველა

2012-02-19 00:48:31



ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ პანკსატონში მობინადრე თახვი ფილი სორდან გამოძვრა და საკუთარი ჩრდილი დაინახა, იუწყება ვაშინგტონ პოსტი. ამგვარად მღრღნელის პროგონოზით აშშ-ს გაზაფხული გვიან დადგება. თავისი წინასწარმეტყველება ცხოველმა ტრადიციული რიტუალის ფარგლებში გააკეთა, რომელიც ყოველი წლის 2 თებერვალს იმართება, თახვის დღეს.
დამკვიდრებული რწმენის თანახმად, თუ 2 თებერვალს გაღვიძებული თახვი, სოროდან გამოსვლისას საკუთარ ჩრდილს შენიშნავს, შეშინებული ისევ უკან სოროში იმალება, აქედან გამომდინარე კი თბილი დღეების დადგომას, როგორც მინიმუმ თვენახევარი არ უნდა ელოდნენ. ხოლო თუ თახვი მშვიდად გამოდის სოროდან და საკუთარ ჩრდილს ვერ ამჩნევს, მაშინ ნაადრევი და თბილი გაზაფხული იქნება.
თახვის დღეს ტრადიციულად აშშ-სა და კანადაში ზეიმობენ. ამასთან სხვადასხვა ქალაქებში პროგნოზის გაკეთების უფლება ადგილობრივ თახვებს ეძლევათ, მაგრამ მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული მაინც თახვი ფილია. პანკსატონის თახვების მოყვარულთა კლუბში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ფილის სჯერათ, დანარჩენი თახვები შარლატანები არიან.
თახვი აშშ-ში ამინდის პროგნოზს 1887 წლიდან აკეთებს. ამ დროის განმავლობაში მათ მხოლოდ 16-ჯერ იწინასწარმეტყველეს ადრეული გაზაფხულის მოსვლა. სტატისტიკურად ფილის წინასწარმეტყველების სიზუსტე 39 პროცენტს შეადგენს. ამ 125 წლის განმავლობაში ამინდის წინასწარმეტყველად რამდენმა თახვმა იმუშავა, უცნობია.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ზამთარი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online