| ქალი და მამაკაცი |

ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდის ზოოპარკში მაიმუნებისთვის განკუთვნილ ყოველდღიურ მენიუში მაღალგრადუსიანი ღვინო შეიტანეს. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ზოოპარკის მთავარმა სპეციალისტმა სვეტლანა პილიუკმა დაადასტურა.
მისი თქმით, კაგორმა, რომლითაც მაიმუნებს უმასპინძლდებიან, ისინი ყინვიან ამინდში უნდა გაათბოს და იმუნიტეტი გაუძლიეროს. კაგორს ცხოველებს თითოეულს დღეში 50 გრამს აძლევენ. ღვინოს თეფშზე უსხავენ და მასში ხილსა და შაქარს აწყობენ. პილიუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაიმუნები ღვინოს სიამოვნებით მიირთმევენ.
ამჟამად ყარაგანდაში სიცივეებია. თებერვლის დასაწყისში ჰაერის ტემპერატურა მინუს 32 გრადუსამდე დაეცა და სინოპტიკოსები ჯერჯერობით ამინდის გაუმჯობესების პროგნოზს არ იძლევიან.
ღვინო კაგორი მალბეკის ჯიშის ყურძნისგან მზადდება, მას თბური დამუშავების მეთოდით იღებენ. დაწურულ ყურძენს ცელსიუსით 65-80 გრადუსამდე ათბობენ და შემდეგ ორი წლის მანძილზე ინახავენ.
რაც შეეხება ყარაგანდის ზოოპარკს ის გასული საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა. მასში დაახლოვებით ათასამდე ცხოველი ბინადრობს, ხოლო პრიმატებიდან ზოოპარკში ბინადრობენ: ლემური, ლორი, კაპუცინი, მაკაკები და ადამიანის მსგავსი მაიმუნები.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მსუქანა კატა დიეტაზე დასვეს
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
10 წლის გოგომ 97,5 კილოიანი შტანგა ასწია
ვენაში კატების კაფე გაიხსნა












რა მოხდება 26 მაისამდე? 

104 წლის პარაშუტისტმა რეკორდი მოხსნა
უილ სმიტმა ტუჩებში კოცნის გამო რუსეთში მამაკაცს სცემა
26 საათიანი ინტერვიუ
მარჯანიშვილის მოედანზე ღამის კოდალები მომრავლდნენ
ობამას ჩელსის მოგება გაეხარდა
16 წყვილი ტყუპი ერთ კლასში
თანამედროვე რობინზონ კრუზომ კუნძული გადაარჩინა
ფუტკრების ტყვეობაში
გოლიათმა ბოცვერმა ტიტული შეინარჩუნა 






































































































