| ქალი და მამაკაცი |

ინგლისელმა ფსიქოლოგებმა ფინჯანი ყავის დალევამდე და დალევის შემდეგ ქალისა და მამაკაცის ქცევას შორის განსხვავება დაამტკიცეს.
სუსტი სქესის წარმომადგენლებს გამამხნევებელი სასმელის გავლენა საშუალებას აძლევდათ სტრესულ სიტუაციაში ემოქმედათ ოპერატიულად და ეფექტურად. ხოლო მამაკაცებს კი, პირიქით ხელს უშლიდა ეფიქრათ ლოგიკურად, მიეღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება.
ექსპერიმენტში სპეციალისტებმა 64 მოხალისე ჩართეს, ისინი 32 ერთსქესიან თანატოლ წყვილად დაყვეს. თითოეულ ადამიანს ოთხი ტესტი ელოდა: თავსატეხის ამოხსნა, მოლაპარაკებების წარმართვა, ტესტი მეხსიერებაზე და სამი წინა ტესტის საჯარო პრეზენტაცია. სანამ ამ პროგრამის განხორციელებას შეუდგებოდნენ, 16 წყვილმა მიიღო ფინჯანი ყავა, ხოლო სხვა მონაწილეებს შეხვდათ სასმელი კოფეინის გარეშე.
კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ყავის გავლენით ქალებმა შესძლეს აეწყოთ თავსატეხი საშუალოდ 100 წამით ადრე იმ ქალბატონებზე, ვინც უკოფეინო სასმელს მიირთმევდა. რაც შეეხებათ მამაკაცებს - კოფეინ მიღებულთა რეაქცია თავსატეხის აწყობისას 20 წამით ჩამორჩებოდა, ხოლო მეხსიერების ტესტში სრული ჩავარდნა ჰქონდათ.
ამგვარად, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავის მიღება ადუნებს მამაკაცის ინტელექტს. შესაბამისად, ამ სასმელის მიღება მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ მამაკაცებისთვის რეკომენდირებული არ არის.
ხოლო, სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის ყავა სასარგებლოა: ყოველდღიურად 4 ფინჯანი ყავა თავიდან ააცილებთ საშვილოსნოს ყელის კიბოს, ამასთან ყავა შეიძლება არც შეიცავდეს კოფეინს.
"თუ ქალები ყოველდღიურად 4 ფინჯან ყავას ღებულობენ, საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოქმნის რისკი 25% -ით მცირდება, იმასთან შედარებით ვინც დღეში ერთი ფინჯანით ნაკლებს სვამს", - მიიჩნევენ ექსპერტები.
ქალები, რომლებიც დღეში 2-3 ფინჯან ყავას მიირთმევენ 15%-ით ნაკლებად იტანჯებიან დეპრესიით, ვიდრე ისინი, ვინც იშვიათად ღებულობს ამ სასმელს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მსუქანა კატა დიეტაზე დასვეს
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
10 წლის გოგომ 97,5 კილოიანი შტანგა ასწია
ვენაში კატების კაფე გაიხსნა












რა მოხდება 26 მაისამდე? 

104 წლის პარაშუტისტმა რეკორდი მოხსნა
უილ სმიტმა ტუჩებში კოცნის გამო რუსეთში მამაკაცს სცემა
26 საათიანი ინტერვიუ
მარჯანიშვილის მოედანზე ღამის კოდალები მომრავლდნენ
ობამას ჩელსის მოგება გაეხარდა
16 წყვილი ტყუპი ერთ კლასში
თანამედროვე რობინზონ კრუზომ კუნძული გადაარჩინა
ფუტკრების ტყვეობაში
გოლიათმა ბოცვერმა ტიტული შეინარჩუნა 






































































































