asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბავშვი კატის თვალებით
ჩინეთი
ბავშვი კატის თვალებით

2012-02-15 00:33:31



ჩინეთში, კერძოდ კი გუანხისის პროვინციაში მცხოვრები ნონგ იოუჰუისი უკუნეთ სიბნელეში თავისუფლად კითხულობს. ის თანდაყოლილი დაავადებით ე.წ. ლეუკოდერმიით დაიბადა. ამ დაავადების მატარებლები მზის სინათლეს ვერ იტანენ, ხოლო სიბნელეში თავს კარგად გრძნობენ – შესანიშნავად ხედავენ და კითხულობენ.

ჩინელ ბიჭუნას ლურჯი თვალები აქვს, რაც ძალიან უჩვეულოა აზიელებისათვის. სიბნელეში ბიჭის თვალები მომწვანო–მოლურჯო ფერისაა, მაგრამ, როგორც კი ექიმები თვალებზე შუქს მიანათებენ, ისინი კატის თვალებივით ნათებას იწყებენ.

მამამ შვილს 2 თვის ასაკში შეამჩნია, რომ მისი თვალები სიბნელეში უჩვეულოდ ელავდა. ოფთალმოლოგებმა მშობლები დაამშვიდეს, რომ სანერვიულო არაფერი იყო და დროთა განმავლობაში თვალს ბუნებრივი ფერი მიეცემოდა. ამის შემდეგ ოჯახს ბავშვისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შენიშნა მასწავლებელმა, რომ ბავშვის თვალები არაბუნებრივი ფერის იყო და კატისას ჰგავდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online