asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პოლიციელი მართვის მოწმობის გარეშე
პოლიციელი მართვის მოწმობის გარეშე
პოლიციელი მართვის მოწმობის გარეშე

2012-02-06 19:36:59



პოლიციელი გერმანიის ქალაქ საქსონია-ანჰალტიდან 22 წლის მანძილზე საპატრულო და კერძო მანქანას ისე მართავდა, რომ მანქანის მართვის მოწმობა არ ჰქონდა. ეს ინფორმაცია გაავრცელა ქალაქ მაგდებურგის პოლიციის წარმომადგენელმა ანდრეას ფონ კოსამ. უფრო მეტიც, სამართალ დამცავს არც არასოდეს ჰქონია მსუბუქი მანქანის მართვის მოწმობა.

ის, რომ პოლიციელს მანქანის მართვის მოწმობა არ ჰქონდა, შემოწმების შედეგად გახდა ცნობილი, რომელიც მიზნად ისახვდა გაერკვია ყველა პოლიციელს ჰქონდა თუ არა სამსახურეობრივი მანქანის მართვის უფლება, რომლის ქონაც მანქანის მართვის მოწმობასთან ერთად აუცილებელია. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ პოლიციელს ჯერ კიდევ გდრ-ში ჰქონდა აღებული მართვის მოწმობა, რომელიც მას მხოლოდ ტრაქტორებისა და მოტოციკლეტების ტარების უფლებას აძლევდა.

თავად სამართალდამცავი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი თქმით, იგი ფიქრობდა, რომ მისი მართვის მოწმობა მსუბუქ მანქანებზეც ვრცელდებოდა, ამიტომ ამის თაობაზე არაფერი მოუხსენებია ხელმძღვანელებისთვის.

თუ როგორ მოხდა, რომ პოლიციელს სამსახურის მანქანის მართვის უფლება ისე მისცეს, რომ მისთვის მანქანის მართვის მოწმობა არ მოუთხოვიათ, ამის ახსნა უკვე აღარავის შეუძლია.

- მართვის უფლებას გასული საუკუნის 90-იან წლებში იძლეოდნენ. ეს საკმაოდ არეული დრო იყო, ასე რომ ეს ფაქტი, როგორღაც გაეპარათ, - განაცხადა ანდრეას ფონ კოსმა.

პოლიციელის წინააღმდეგ აღიძრა საქმე მანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარების ბრალდებით. გარდა ამისა, სამსახურში მის წინააღმდეგ დისციპლინარული პროცესი დაიწყო. პოლიციაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა იგი სამსახურიდანაც კი დაითხოვონ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მართვის მოწმობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online