asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შვეიცარიელი თვითმფრინავს ჩამარხავს
მხატვრის ახირება
შვეიცარიელი თვითმფრინავს ჩამარხავს

2012-02-11 11:36:59



შვეიცარიელი მხატვარი კრისტოფ ბიუხელი აპირებს კალიფორნიის შტატში მდებარე მოჰავას უდაბნოში თვითმფრინავი ბოინგ 727 ჩამარხოს. მხატვარმა უკვე გააგზავნა შესაბამისი შეკითხვა კერნის ოლქის დაგეგმარების დეპარტამენტში.
ბიუხელის არტ-პროექტს ეწოდა "ტერმინალი". როდესაც მისი რეალიზება მოხდება, მხატვრის შემოქმედების დათვალიერების მსურველებს მიწისქვეშ ჩასვლა სპეციალური გვირაბით შეეძლებათ, რომელიც მათ ჩამარხულ თვითმფრინავთან მიიყვანთ.
ცნობილია, რომ დამთვალიერებლების უსაფრთხოების მიზნით ბოინგიდან ამოღებული იქნება ძრავები და საავიაციო საწვავი. პროექტის ინჟინერები იზრუნებენ იმაზე, რომ ქვიშის სიმძიმისგან თვითმფრინავის ფრთები და ფიუზელაჟი არ დაზიანდეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რის განთავსებას აპირებს თვითმფრინავის შიგნით მხატვარი. სამაგიეროდ ცნობილია, რომ მისი ინტერიერი არ შეიცვლება. "ტერმინალის" ერთ-ერთი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დამთვალიერებლებს აჩვენოს სხვადასხვა გეოგრაფიული ფენები. ამ ყოველივეს როგორ მიაღწევს იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავის განსათავსებლად ქვიშას ამოთხრიან, უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის "ტერმინალის" განსახორციელებლად უდაბნო მოჰავას ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების შესყიდვა მოხდა. ბიუხელის წარმომადგენლებმა ოლქს ამაში 21 ათასი დოლარი გადაუხადეს. დაგეგმარების დაწესებულებაში განაცხადეს, რომ მთლიანობაში ჩინოსნებს რაიმე სახის პრეტენზიები არ გააჩნიათ ბიუხელის ჩანაფიქრის განხორციელებასთან დაკავშირებით.
თავად მხატვარს, რომელიც, მაგალითად, თავისი გამოფენის დამთვალიერებლებს განძის მოძებნას აიძულებდა (გამოფენა "კაპიტალური საქმე" 2002 წელს ციურიხში გაიხსნა), თავის ახალ იდეასთან დაკავშირებით რაიმე სახის კომენტარი არ გაუკეთებია.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online