asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გამხმარი წებო აუქციონზე გაიყიდება
აუქციონი
გამხმარი წებო აუქციონზე გაიყიდება

2012-02-12 11:36:59



დიდ ბრიტანეთში ონლაინ-აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ იქნა გამხმარი გამჭვირვალე წებოს ნაჭერი, რომელიც თავისი ფორმით მულტსერიალ "სიმპსონების" ერთ-ერთი გმირის გომერ სიმპსონის თავს წააგავს.

ამ ნივთის მფლობელია ლონდონის მცხოვრები კრისტოფერ ჰერბერტი. ლოტის აღწერაში მან მიუთითა, რომ დაახლოვებით ერთი სანტიმეტრი სიმაღლის გამხმარი წებოს ნაჭერს უნიკალურ ნივთად მიიჩნევს, რომლის გარეშეც "სიმპსონების" ნამდვილი ფანის კოლექცია არასრული იქნება.

უჩვეულო ლოტი ვაჭრობისთვის განკუთვნილ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და დღეისთვის უკვე 152 ათასი ფუნტ სტერლინგის ღირებულების 85 ფსონი მიიღო. ვაჭრობა უახლოეს დღეებში დასრულდება.

გომერ სიმპსონის თავის ფორმის წებოს ნაჭრის მიმართ პოტენციური მყიდველების ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ონლაინ-აუქციონზე ლოტის ფოტოსურათი განათავსეს, ვინაიდან მაღალი ფასის გამო წებოს ნაჭერი სახელგანთქმული სერიალის თაყვანისმცემლების უმრავლესობისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდება. ფოტოსურათის აუქციონი კი 25 თებერვალს დასრულდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: აუქციონი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online