| ქალი და მამაკაცი |

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა, უკვე მეორე წელია, აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. მას საამისოდ სპეციალური პროგრამაც აქვს შემუშავებული, რომელსაც ეწოდება „მოდით, ვიმოძრაოთ“ და მისი მიზანი ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაა. ამას წინათ მიშელმა მონაწილეობა მიიღო კომედიურ შოუში NBC. შოუს წამყვანმა ელენ დეჯენერსმა მისთვის დამახასიათებელი ირონიით მოუწოდა ობამას, პირადად დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრებით თავად არის დაკავებული და სთხოვა, ხელებზე აზიდვები გაეკეთებინა. პირველმა ლედიმ გამოწვევა თამამად მიიღო, იატაკზე დაწვა და 25 აზიდვა გააკეთა, შემდეგ კი ელენსაც შესთავაზა, იგივე გაეკეთებინა. წამყვანი შეეცადა, აზიდვები შეესრულებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და პირველობა მიშელს დაუთმო, თან დასძინა, რომ, სხვა თუ არაფერი, უხერხულიც კია, პირველ ლედის პირველობა წაართვა, თუნდაც ეს ფიზკულტურით გამოიხატებოდეს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მსუქანა კატა დიეტაზე დასვეს
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
10 წლის გოგომ 97,5 კილოიანი შტანგა ასწია
ვენაში კატების კაფე გაიხსნა












რა მოხდება 26 მაისამდე? 

104 წლის პარაშუტისტმა რეკორდი მოხსნა
უილ სმიტმა ტუჩებში კოცნის გამო რუსეთში მამაკაცს სცემა
26 საათიანი ინტერვიუ
მარჯანიშვილის მოედანზე ღამის კოდალები მომრავლდნენ
ობამას ჩელსის მოგება გაეხარდა
16 წყვილი ტყუპი ერთ კლასში
თანამედროვე რობინზონ კრუზომ კუნძული გადაარჩინა
ფუტკრების ტყვეობაში
გოლიათმა ბოცვერმა ტიტული შეინარჩუნა 








