asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პოლონელი დეპუტატი პარლამენტში მარიხუანას მოწევას აპირებს
თავისებური მუქარა
პოლონელი დეპუტატი პარლამენტში მარიხუანას მოწევას აპირებს

2012-02-06 11:09:18



პოლონელი დეპუტატი იანუშ პალიკოტი დაიმუქრა, რომ პარლამენტის შენობაში მარიხუანას მოწევს თავისი პროექტის მხარდაჭერის ნიშნად, რომელიც მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას ეხება.
დეპუტატის ასეთი დემარში გამოიწვია პარლამენტის სპიკერის ევა კოპაჩის განცხადებამ, რომელმაც პირობა დადო, რომ არ დაუშვებდა კანონის დარღვევას და კოლეგას პროკურატურაში უჩივლა.
ამის მიუხედავად პალიკოტს საკუთარ გეგმებზე უარი არ უთქვამს და მარიხუანის ერთად გასაბოლებლად მოძრაობა "თავისუფალი ბალახის" წარმომადგენლები მიიწვია, რომლებიც ამ იდეის მხარდამჭერები არიან.
- ჩვენ გვინდა ყველას დავანახოთ, რომ მარიხუანას მოწევაში საშიში არაფერია. მთელი ეს ქაოსი მხოლოდ ნარკოფობიის გამოვლინებაა და მეტი არაფერი, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა.
გარდა ამისა "თავისუფალი ბალახის" აქტივისტებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში მარიხუანას მოწევით საქმე არ დამთავრდება.
- იქნება სხვა სიურპრიზებიც, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა.
პარტია "პალიკოტის მოძრაობა" მონაწილეობას იღებდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მესამე ადგილზე გავიდა ხმების 10 პროცენტით. პალიკოტის მომხრეები იბრძვიან მოქალაქეთა ინდივიდუალური უფლებების და თავისუფლების დასაცავად, მათ შორის მარიხუანის შენახვისა და მოხმარების უფლებისთვისაც.
პოლონეთის ამჟამინდელი კანონების მიხედვით, მარიხუანას შენახვისთვისაც კი პატიმრობაა გათვალისწინებული. ამჟამად ამ დანაშაულისთვის გასამართლებულია და ციხეში სასჯელს დაახლოვებით 10 ათასი პოლონელი იხდის.
თუ პოლიცია პალიკოტსა და მის თანამებრძოლებს მარიხუანას მოსაწევს უპოვნის, მათ ყველას სამ წლინახევრამდე პატიმრობა ემუქრებათ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მარიხუანა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online