asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ციხიდან უშარვლოდ გამოუშვეს
ციხიდან უშარვლოდ გამოუშვეს
ციხიდან უშარვლოდ გამოუშვეს

2012-01-30 16:09:18



შვედეთის მოქალაქე გამოსასწორებელი დაწესებულებიდან შარვლისა და ფეხსაცმელების გარეშე გამოუშვეს. მამაკაცმა, რომელმაც საპატიმროში ორი თვე გაატარა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, გადაწყვიტა ნახევრად შიშველი წასულიყო სახლში, ვინაიდან ციხის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა მისთვის ახალი ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის მიცემაზე.

მამაკაცის თქმით, რომელსაც შვედური პრესა პერსიდ წარმოადგენს (არ არის მითითებული ეს სახელია თუ გვარი), ის თავისუფლებაზე პერანგის, წინდებისა და ტრუსების ამარა გამოვიდა, ვინაიდან მას ძველი შარვალი აღარ მოერგო და მართალია ციხეში არის სპეციალური მაღაზია, მან გადაწყვიტა არ დაეხარჯა თავისი არც ისე დიდი თანხა, რადგან შარვალისა და ფეხსაცმელის შეძენის შემთხვევაში ფული საკვების შესაძენად აღარ ეყოფოდა.

უშარვლოდ დარჩენილმა პერსიმ გამოსასწორებელი დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა და სთხოვა, რომ მისთვის ჩასაცმელი უფასოდ მიეცათ. მაგრამ იქ განუცხადეს, რომ ვინაიდან მას საკმარისი თანხა ჰქონდა, მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. ამასთან შვედმა ვერც ის მოახერხა, რომ ახალი ჩასაცმელი თავისი სახლიდან მიეღო.

შედეგად პერსიმ, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ყინავდა, გადაწვიტა ციხე ნახევრად შიშველს დაეტოვებინა. სახლისკენ მიმავალმა გზაში მაინც შეიძინა საჭირო ნივთები მისთვის მისაღებ ფასად. ციხეში აღნიშნეს, რომ ადრე მსგავსი შემთხვევა პენიტენციალურ დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online