| ქალი და მამაკაცი |

16 წლის ჰოლანდიელი გოგონა ლორა დეკერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ზღვაზე მოგზაური, რომელმაც მარტომ შემოუარა დედამიწას. დეკერის ცურვის საბოლოო პუნქტი, რომელიც ერთ წელს გრძელდებოდა, კარიბის ზღვის კუნძული სინტ-მარტენი გახდა.
ახალგაზრდა მოგზაურის თქმით, მისმა მოგზაურობამ შესანიშნავად ჩაიარა.
- ხშირად ვხედავდი დელფინებს და მათი ჩემს გვერდით ყოფნისგან სიამოვნებას ვიღებდი, - განაცხადა დეკერმა, - უზომოდ ბედნიერი ვარ.
უახლოეს დღეებში დეკერი თავისი ორ იალქნიანი ნავის "გუპის" დალაგებას აპირებს, რის შემდეგაც მოგზაური თავის სკოლას დაუბრუნდება.
არასრულწლოვანი გოგონა 2009 წლიდან დედამიწის გარშემო მოგზაურობის უფლების მოპოვებას ცდილობდა, როდესაც ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო. გოგონას მშობლები მისი განზრახვის წინააღმდეგები არ იყვნენ. მათი თქმით გოგონა ზღვაში დაიბადა და თავისი ცხოვრების პირველი ოთხი წელი იახტაზე გაატარა, მაგრამ ბავშვთა დაცვის სამსახურის მოთხოვნით სასამართლომ მას სამოგზაუროდ წასვლა აუკრძალა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ეს მოზარდის განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებდა. 2009 წლის ბოლოს დეკერი სან-მარტენიდან გაიქცა, მაგრამ რამდენიმე დღეში იპოვნეს და სამშობლოში დააბრუნეს.
2010 წლის ზაფხულში სამეთვალყურეო სამსახური შეეცადა დეკერისთვის მოგზაურობის აკრძალვის ვადა გაეგრძელებინა, მაგრამ ამჯერად სასამართლომ გოგონას მხარე დაიჭირა. მოზარდი მოგზაური ზღვაში 2011 წლის 20 იანვარს გავიდა.
ლორა დეკერმა დედამიწის გარშემო ცურვა დაასრულა, როდესაც 16 წლის და ოთხი თვის იყო. მარტოდმარტო დედამიწის გარშემო ცურვის ადრინდელი რეკორდი ავსტრალიელ ჯესიკა უოტსონს ეკუთვნოდა, რომელმაც მოგზაურობა მაშინ დაასრულა, როდესაც 17 წლის გახდომას სამი დღე აკლდა. ამასთან უოტსონი ცურვის დროს პორტებში არ შესულა, მაშინ როდესაც დეკერი საკმაოდ ხშირად აკეთებდა შესვენებებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უოტსონის რეკორდი შეიძლება 16 წლის კალიფორნიელ ები სანდერლენდს დაემხო, რომელიც დედამიწის გარშემო ცურვაში 2010 წლის ზაფხულში გაემგზავრა, მაგრამ ცურვის დაწყებიდან მცირე დროში ამერიკელი გოგონა სერიოზულ ქარიშხალში მოჰყვა და იძულებული გახდა პორტში დაბრუნებულიყო.
გინესის რეკორდების წიგნი არასრულწლოვანი მოგზაურების რეკორდებს არ არეგისტრირებს, რათა ამით სახიფათო მოგზაურობის პროვოცირებას ხელი არ შეუწყოს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მსუქანა კატა დიეტაზე დასვეს
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
10 წლის გოგომ 97,5 კილოიანი შტანგა ასწია
ვენაში კატების კაფე გაიხსნა












რა მოხდება 26 მაისამდე? 

104 წლის პარაშუტისტმა რეკორდი მოხსნა
უილ სმიტმა ტუჩებში კოცნის გამო რუსეთში მამაკაცს სცემა
26 საათიანი ინტერვიუ
მარჯანიშვილის მოედანზე ღამის კოდალები მომრავლდნენ
ობამას ჩელსის მოგება გაეხარდა
16 წყვილი ტყუპი ერთ კლასში
თანამედროვე რობინზონ კრუზომ კუნძული გადაარჩინა
ფუტკრების ტყვეობაში
გოლიათმა ბოცვერმა ტიტული შეინარჩუნა 






















































































