asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

არგენტინელი პატარძალი მეჯვარეზე დააქორწინეს
არგენტინელი პატარძალი მეჯვარეზე დააქორწინეს
არგენტინელი პატარძალი მეჯვარეზე დააქორწინეს

2012-01-30 16:09:18



არგენტინაში მოსამართლემ, რომელიც დაქორწინებულების რეგისტრაციითაა დაკავებული, შეცდომით პატარძალი მეჯვარეზე დააქორწინა. ინციდენტი ქალაქ კორდობაში, ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლის შეცდომა განაპირობა იმან, რომ მას სასიძოს და მეჯვარის საბუთები აერია. როდესაც სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, ამის შესახებ საპატარძლოს აცნობა.

- ოჰ! ვგონებ, მე თქვენ მეჯვარეს მიგათხოვეთ! - უთხრა მან 30 წლის ქალბატონს.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში სიტუაცია დარეგულირდა. შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა მოსამართლემ მეჯვარის საბუთი გააუქმა და ახლა მას ახალის მიღება მოუწევს. ამავე დროს სამოქალაქო აქტების წიგნში სასიძოს და საპატარძლოს მონაცემები სწორად იქნა ჩაწერილი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online