| ქალი და მამაკაცი |

საშობაო კულინარიული შედევრები!
საშობაო კულინარიული შედევრები!
კალმახი საშობაოდ
მასალა:
კალმახი – 1 კგ
კვერცხი (მოხარშული) – 4 ცალი
ლიმონი – 2 ცალი
საფანელი – 1 კოლოფი
მარილი, როზმარინი, ზეთი – გემოვნებით
სოუსისათვის:
ბროწეული – 3–4 ცალი
ქინძი – 1 კონა
ნიორი – 3 კბილი
მომზადება: კალმახი გაასუფთავეთ და გარეცხეთ. შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზურგზე დანით ჩაჭერით და ხერხემალი ამოაცალეთ ისე, რომ თევზი არ დაიშალოს. გული ამოუტენეთ აკეპილი კვერცხით და ლიმონის რბილობით, შეაზავეთ მარილით, როზმარინით, საფანელში ამოავლეთ და ზეთიან გახურებულ ტაფაში ორივე მხრიდან შეწვით.
სოუსისათვის ბროწეულს წვენი გამოწურეთ, ქინძი აკეპეთ, ნიორი დანაყეთ, აურიეთ ერთმანეთში და მარილით შეაზავეთ. სუფრასთან თევზი სოუსთან ერთად მიიტანეთ.
რაფაელოს
ნაძვის ხე
მასალა:
გუდის ყველი – 500 გ
მაიონეზი – 300 გ
ნიგოზი – 100 გ
ნიორი – 1 კბილი
კვერცხი – 2 ცალი
ოხრახუში – 1 კონა
წითელი დაფქული წიწაკა – 1 ჩ.კ.
კიბოს ჩხირები – 1 პაკეტი
ქოქოსის ბურბუშელა – 50 გ
მომზადება: გახეხილ გუდის ყველს დაუმატეთ მაიონეზი, ცოტა მოხალული, დაჭრილი ნიგოზი, დანაყილი ნიორი და მაგრად მოხარშული აკეპილი კვერცხი. კარგად აურიეთ და მიღებული მასით ბურთულები გააკეთეთ.
ოხრახუში აკეპეთ, შეურიეთ წითელი წიწაკა, ძალიან წვრილად დაჭრილი კიბოს ჩხირები და ქოქოსის ბურბუშელა. ამ მასაში ბურთულები ამოავლეთ და ფართო ლანგარზე ერთმანეთზე ისე დაალაგეთ, რომ პირამიდის ფორმა ჰქონდეს.
დანაყრებული ინდაური
მასალა:
ინდაური – 4–5 კილო
ხბოს ხორცი – 100–150 გ
ღორის ხორცი – 100 გ
ლორი – 100 გ
წაბლი – 1 კგ
ქათმის ან ძროხის ხორცის ბულიონი – 0,5 ჭიქა
ხახვი – 1 ცალი
სტაფილო – 1–2 ცალი
მწვანე ხახვი – 1–2 კონა
კარაქი, მარილი, პილპილი, სანელებლები (უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, ნიორი) – გემოვნებით
მომზადება: წვრილად აკეპილ ღორის და ხბოს ხორცს დაუმატეთ ინდაურის ღვიძლი (წვრილად დაჭრილი), წინასწარ კანგაცლილი წაბლი და ბულიონში მოხარშეთ. როცა მზად იქნება, ცალკე ჯამში ამოიღეთ.
ხახვი აკეპეთ და კარაქში მოშუშეთ, დაუმატეთ დაბლენდერებულ მასას, შეაზავეთ მარილით, პილპილით და სანელებლებით. ამ ფარშით ამოტენეთ გასუფთავებული ინდაური. მუცელი ამოუკერეთ და ფართო, ცხიმმოსმულ ტაფაზე დადეთ. მოაყარეთ აკეპილი სტაფილო და მწვანე ხახვი, შემოახვიეთ ფოლგის ქაღალდი, ზემოდან გადაუსვით გამლღვალი კარაქი, შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ, სანამ ინდაურს კანი არ გაუწითლდება.
მელომაკარონა – საშობაო ნამცხვარი
მასალა:
ზეთი – 3 ჭიქა
ფორთოხლის გახეხილი ცედრა – 50 გ
შაქარი – 3/4 ჭიქა
მიხაკ–დარიჩინი – 1 ს.კ.
კონიაკი – 1 სირჩა
ლიმონის წვენი – 50 გ
ფორთოხლის წვენი – 50 გ
სოდა – 2 ჩ.კ.
ფქვილი – საჭიროებისამებრ
გატარებული ნიგოზი – 1 ჭიქა
თაფლი – 3 ს.კ.
მომზადება: ზეთი, შაქარი, ფორთოხლის კანი, დარიჩინი, მიხაკი და კონიაკი კარგად ათქვიფეთ. ფორთოხლისა და ლიმონის წვენში ჩაყარეთ სოდა და მოურიეთ (უნდა გათეთრდეს). დაუმატეთ ზეთიან მასას, მოურიეთ, ჩაყარეთ ფქვილი იმდენი, რომ რბილი ცომი მოიზილოს. ცომისგან პატარა გუნდები გააკეთეთ, ზემოდან დანით ნაძვის ხეები დაახატეთ, დაალაგეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე და წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ.
თაფლის, წყლისა და შაქრის ნარევით სიროფი მოხარშეთ. რომ წამოდუღდება, ქაფი მოხადეთ. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ამ სიროფში გამომცხვარი ნამცხვრები ამოავლეთ. ზემოდან მოაყარეთ დარიჩინში არეული ნიგოზი და შაქარი.
გერმანული საშობაო ნამცხვარი
მასალა:
კვერცხი – 2 ცალი
შაქარი – 200 გ
ვანილი – 20 გ
კარაქი – 250 გ
ხაჭო – 250 გ
გარგრის ჩირი – 50 გ
ქიშმიში – 50 გ
თხილი – 100 გ
ნიგოზი – 100 გ
ნუში – 50 გ
ფქვილი – 500 გ
გამაფხვიერებელი – 50 გ
შაქრის პუდრი – 100 გ
მომზადება: კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი აურიეთ, დაუმატეთ 125 გ დარბილებული კარაქი, ხაჭო, დაჭრილი გარგრის ჩირი, თხილი, კაკალი და ნუში.
ცალკე ჯამში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მომზადებულ მასას დაუმატეთ. მოზილეთ ცომი, გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით. როდესაც გამოცხვება, ზემოდან წაუსვით 125 გ გამდნარი კარაქი, მოაყარეთ შაქრის პუდრი. საშობაო ნამცხვარი ფოლგაში გაახვიეთ და 2–3 დღეს დააყოვნეთ.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მსუქანა კატა დიეტაზე დასვეს
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
10 წლის გოგომ 97,5 კილოიანი შტანგა ასწია
ვენაში კატების კაფე გაიხსნა

რა მოხდება 26 მაისამდე? 

104 წლის პარაშუტისტმა რეკორდი მოხსნა
უილ სმიტმა ტუჩებში კოცნის გამო რუსეთში მამაკაცს სცემა
26 საათიანი ინტერვიუ
მარჯანიშვილის მოედანზე ღამის კოდალები მომრავლდნენ
ობამას ჩელსის მოგება გაეხარდა
16 წყვილი ტყუპი ერთ კლასში
თანამედროვე რობინზონ კრუზომ კუნძული გადაარჩინა
ფუტკრების ტყვეობაში
გოლიათმა ბოცვერმა ტიტული შეინარჩუნა 