| ქალი და მამაკაცი |

ახალი წლის ისტორია
ახალი წლის ისტორია
იცით, როგორი ისტორია აქვს ახალ წელს საქართველოში? ჩვენს ქვეყანაში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, ახალ წელს აგვისტოშიც ზეიმობდნენ, სექტემბერშიც და მარტშიც. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად დამკვიდრდა უამრავი წეს-ჩვეულება.
საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ,,ბასილას კვერები.”
წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან ერთი საინტერესო სადღესასწაულო ატრიბუტი - ,,ქართული ნაძვის ხე" - ჩიჩილაკი აკავშირებდა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს" ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს" აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.
ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით დამკვიდრდა და დაკარგა რიტუალური ნივთის ფუნქცია. იგი ახალი წლის დეკორატიულ სამშვენისად არის მიჩნეული.
რაც შეეხება ჩვენს საყვარელ თბილისს, აქ საინტერესო საახალწლო ტრადიციები არსებობდა. დღესასწაული სახალხო მხიარულებითა და სეირნობებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა - ეს ასეა დღესაც. თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა რამოდენიმე წეს-ჩვეულება. ძველად, თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც - ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ სანთლებს ანთებდა. ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად ოჯახის უფროსი ტაბლით ხელში მთელს სახლს შემოუვლიდა. მოზეიმეებს სწამდათ, რომ ამ დროს მას თან მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისათვის კეთილდღეობა და ბარაქა მოჰქონდა.
დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი - ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ყველა ადამიანს აერთიანებს - ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარ სურვილებს აგვისრულებს.

სიახლეები

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მსუქანა კატა დიეტაზე დასვეს
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
10 წლის გოგომ 97,5 კილოიანი შტანგა ასწია
ვენაში კატების კაფე გაიხსნა

რა მოხდება 26 მაისამდე? 

104 წლის პარაშუტისტმა რეკორდი მოხსნა
უილ სმიტმა ტუჩებში კოცნის გამო რუსეთში მამაკაცს სცემა
26 საათიანი ინტერვიუ
მარჯანიშვილის მოედანზე ღამის კოდალები მომრავლდნენ
ობამას ჩელსის მოგება გაეხარდა
16 წყვილი ტყუპი ერთ კლასში
თანამედროვე რობინზონ კრუზომ კუნძული გადაარჩინა
ფუტკრების ტყვეობაში
გოლიათმა ბოცვერმა ტიტული შეინარჩუნა 