asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცხოველებზე ღუტუნი მოქმედებს
ცხოველებზე ღუტუნი მოქმედებს
ცხოველებზე ღუტუნი მოქმედებს

2012-01-09 15:33:58



ბრიტანელმა მეცნიერებმა მთელი რიგი ექსპერიმენტების სერიის შემდეგ დაასკვნეს, რომ ღუტუნზე სიცილით რეაგირებენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ბევრი ცხოველიც.

კენტის საგრაფოში მდებარე ნაკრძალის თანამშრომელმა ფილ რიჯესმა გამოარკვია, რომ 19 წლის გორილა სახელად ემი თავს ვერ იკავებს კმაყოფილი ფრუტუნისგან, როდესაც მას უღუტუნებენ. გარდა ამისა რიჯესმა განაცხადა, არაერთხელ უხილავს საკუთარი თვალით თუ როგორ უღუტუნებენ თამაშის დროს ერთმანეთს გორილები.

- ეს მეტად სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ხვდები, რომ მათ შენ იმდენად მიგიღეს, რომ მათთვის შეღუტუნების საშუალებასაც კი გაძლევენ, - დაამატა რიჯესმა.

პორტსმუთის უნივერსიტეტის პროფესორი მარინა დავილა-როსი დაინტერესდა რიჯესის ნათქვამით. ადრე დავილა-როსმა გამოარკვია, რომ ხმა, რომელსაც სხვადასხვა პრიმატები გამოსცემენ, როდესაც მათ უღუტუნებენ, ადამიანის სიცილს ჰგავს. თავის კოლეგებთან ერთად მან დაასკვნა, მაიმუნების სიცილს იგივე ევოლუციური ფესვები აქვს, როგორიც აქვს ადამიანის სიცილს, ხოლო ის 30-დან 60 მილიონი წლის წინ ჩაისახა.

თუმცა ღუტუნზე სიცილით მარტო მაიმუნები არ რეაგირებენ. რამდენიმე წლის წინ ამერიკელი მეცნიერები ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტიდან იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუ ვირთხას დაუღუტუნებ, იგი მაღალი სიხშირის ხმებს გამოსცემს, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ის ასეთივე ხმებს გამოსცემს, როდესაც სხვა ვირთხებს ეთამაშება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სწორედ ეს არის სიცილის ყველაზე პრიმიტიული ფორმა.

იმისთვის, რათა გაერკვია, იცინიან თუ არა სხვა ცხოველები, პროფესორმა დავილა-როსმა იუთუბიზე ათობით რგოლი შეისწავლა, რომლებზეც მოხითხითე ძაღლები, ბუები, პინგვინები და დელფინები არიან, გადაღებულები. განსაკუთრებული ინტერესით დავილა-როსი იმ რგოლებს უყურებდა, რომლებშიც ცხოველებს უღუტუნებენ და დაასკვნა, რომ ღუტუნსა და სხვადასხვა ხმებს შორის, რომელსაც ცხოველები გამოსცემენ, სრულიად გარკვეული კავშირი არსებობს. ექსპერიმენტების საფუძველზე, რომლებიც თავად დავილა-როსმა და სხვა ქვეყნების მეცნიერებმა ჩაატარეს, ახლა უკვე დავილა-როსი აპირებს სიცილის ევოლუციის მასშტაბური გამოკვლევა ჩაატაროს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online