asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვის ასახელებენ მამაკაცები 2011 წლის ყველაზე სექსუალურ ქალებად
რეიტინგი
ვის ასახელებენ მამაკაცები 2011 წლის ყველაზე სექსუალურ ქალებად

2012-01-13 12:10:34



სექსუალური ქალების რეიტინგის შედგენაში მამაკაცები ყოველთვის აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა მამაკაცურ ჟურნალებში სისტემატურად მიმდინარეობდა გამოკითხვები ყველაზე სექსუალური ქალების გამოსავლენად. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ტიპის ჟურნალების მკითხველებს შორის სექსუალური ქალის აღქმა სხვადასხვაგვარია.
როზი ჰანტინგტონ უაიტლი – ჟურნალები "ესქუაიერ", "მაქსიმ", "არქ".
ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი და დამწყები მსახიობი, როზი ჰანტინგტონ უაიტლი, 2011 წლის რეკორდსმენად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის სექსუალურ ქალად ერთდროულად სამმა მამაკაცურმა ჟურნალმა აღიარა. "ტრანსფორმერები 3"–ის ვარსკვლავი კეკლუცად არიდებს თავს პასუხს კითხვაზე, მოსწონს თუ არა ეს ტიტული. სამაგიეროდ ღიად აცხადებს, რომ ასეთი სხეული ნამდვილად არ დაუმსახურებია, რადგან ფასტ ფუდების მანიაკია.
ჯენიფერ ენისტონი – ჟურნალი "მენს ჰელს".
ჟურნალ "მენს ჰელსის" საშობაო ნომერში წარმოდგენილია წლის 10 სექსუალური ქალი, სადაც პირველ ადგილზეა 42 წლის ჯენიფერ ენისტონი. მისი გამარჯვება რედაქციამ ასე ახსნა: "ეს ქალი ახერხებს, ერთდროულად იყოს საინტერესო, ბუნებრივი და სექსუალური". რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო?! სწორ კვებაში, დეტოქს–ჩაიში, იოგას სიყვარულსა და მეზოთერაპიაში.
ჯენიფერ ლოპესი – ჟურნალები "ფლეიბოი" და "ფიფლ".
2011 წლის გაზაფხულზე ჯენიფერ ლოპესი ერთდროულად ორმა ჟურნალმა აღიარა სექსუალურად. "ფლეიბოიმ" 41 წლის ლოპესი ყველაზე სასურველ და წარმატებულ ვარსკვლავად დაასახელა, ხოლო "ფიფლმა" – მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად. ამ ტიტულებით აღფრთოვანებულმა ჯეილომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "თავს ბედნიერად და ამაყად ვგრძნობ. განსაკუთრებით ამაყი იმით ვარ, რომ 25 წლის გოგო აღარ ვარ, მაგრამ მაინც ასეთ ტიტულებს ვიმსახურებ".
რიანა – ჟურნალი "ესქუაიერ".
ჟურნალ "ესქუაიერის" ოქტომბრის ნომრის გარეკანს შიშველი რიანა ამშვენებდა. გამომცემლობამ მას ყველაზე სექსუალური ქალის ტიტული მისცა დედამიწაზე მცხოვრებ ქალებს შორის. ჟურნალის მკითხველებმა შეაფასეს მომღერლის სცენური იმიჯი, მოეწონათ მისი თავდაჯერებულობა და იდეალური სხეული. იმისათვის, რომ იყოს იდეალურ ფორმაში, მომღერალი ყოველწლიურად მილიონ დოლარს ხარჯავს. პერსონალური მწვრთნელი, შეფ–მზარეული და სპა პროცედურების ოსტატი ჰყავს. თავად რიანა საკუთარ თავს სექსსიმბოლოდ არ მიიჩნევს, თუმცა პრესამ ეს უადგილო თავმდაბლობად ჩაუთვალა.
ირინა შეიკი – ჟურნალები "კომპლექტ" და "დტ–მეგეზინ".
რუსი ტოპმოდელი ირინა შეიკი ესპანურ ჟურნალ "დტ–მეგეზინისა" და ამერიკული "კომპლექტის" რჩეული გახდა. 2011 წლის იანვარში ესპანურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა პლანეტის 50 ქალის სია, სადაც მამაკაცებმა პირველობა ირინას მიაკუთვნეს. მოგვიანებით ჟურნალი "კომპლექტიც" არ ჩამორჩა და რონალდოს შეყვარებული ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარა.
ლარა სტოუნი – ჟურნალი "ჯიქიუ".
2011 წლის სექტემბერში სუპერმოდელი ლარა სტოუნი "ჯიქიუს" პრემიის ლაურეატი გახდა, როგორც წლის ქალი. ბრიტანულმა გამომცემლობამ 27 წლის ლამაზმანს ეს ტიტული მიანიჭა ჰაეროვანი იმიჯისა და ქალური სილამაზის გამო. სანაცვლოდ კი გამოაქვეყნა მისი სექსუალური ფოტოსესია. თავად ლარა საკუთარ გარეგნობას კრიტიკულად აღიქვამს. მას რომ ჰკითხოთ, საკუთარ თავში არაფერი მოსწონს.
კიმ კარდაშიანი – ჟურნალი "ფლეიბოი".
აპრილის ნომერში ჟურნალმა "ფლეიბოიმ" რეალითი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი წლის აღმოჩენად და ჰოლივუდის ახალ სექსსიმბოლოდ დაასახელა. ის სათავეში ჩაუდგა 21 სექსუალურ ვარსკვლავს, რომლებმაც ჟურნალის ფურცლები დაამშვენეს. მათ შორის იყვნენ ბიონსე და სკარლეტ იოჰანსონი. ეს ტიტული სექსუალურმა ქალმა კარგად გამოიყენა და ახლა მას მთელი იმპერია აქვს – უშვებს პარფიუმერიას, საცურაო კოსტიუმებს, სამკაულებს, ასწავლის მანეკენობას და უძღვება ტელეშოუს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: 2011
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online