asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კრემატორიუმში ოქროს კბილებს იპარავდნენ
კრემატორიუმში ოქროს კბილებს იპარავდნენ
კრემატორიუმში ოქროს კბილებს იპარავდნენ

2011-12-12 17:02:57



სამხრეთ კორეის პოლიციამ სეულის კრემატორიუმის ექვსი თანამშრომელი დააპატიმრა, რომლებიც მიცვალებულებისთვის ოქროს კბილების მოპარვაში არიან ეჭვმიტანილები. ამის თაობაზე განცხადება სეულის პოლიციის სამმართველოში გაკეთდა.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა გვარად ლიმ, 2006 წლის აგვისტოდან მოყოლებული დაახლოვებით 20 მილიონი ვონის (17,7 ათასი დოლარი) შემოსავალი მიიღო მოპარული ძვირფასი ლითონის გაყიდვით. დანარჩენ ხუთ დაპატიმრებულს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 14 მილიონი ვონის ღირებულების ოქროულობის მოპარვა ბრალდებათ.

როგორც პოლიციაში აღნიშნეს, კრემატორიუმში დამდნარი ოქრო გაყიდვის შემდეგ როგორც საიუველირო ნაწარმის, ასევე ახალი კბილების დასამზადებლად გამოიყენებოდა.

- კანონში ცალკე არ არის მითითებული, თუ სად უნდა წაიღონ ცხედრების კრემაციის შემდეგ დარჩენილი ოქრო, მაგრამ თვითნებურად ძვირფასი ლითონის შეგროვება და მისი გაყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, - განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა.

თუ რა სახის სასჯელი ელით დაპატიმრებულებს მათი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, არ ზუსტდება. მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან ასაცილებლად, სეულის პოლიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შესთავაზა საგულდაგულოდ იმუშაონ შესაბამის კანონ-პროექტზე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ოქრო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online