asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ელვის პრესლის "შვილმა" ოჯახს უჩივლა
ელვის პრესლის "შვილმა" ოჯახს უჩივლა
ელვის პრესლის "შვილმა" ოჯახს უჩივლა

2011-12-12 17:02:57



შვედმა გოგონამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ელვის პრესლის მემკვიდრეების წინააღმდეგ და მათგან კომპენსაციის სახით 130 მილიონი დოლარი მოითხოვა. ლიზა იოჰანსენი ამტკიცებს, რომ სწორედ თავად არის ცნობილი მუსიკოსის ნამდვილი ქალიშვილი, ხოლო მისი ოჯახი მრავალი წლის მანძილზე ამ ფაქტის დამალვას ცდილობდა. იოჰანსენმა როკ-ნ-როლის მეფის მემკვიდრეები ცილისწამებასა და მისთვის მორალური ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.

პირველად ლიზა იოჰანსენის სახელი პრესაში 1998 წელს გამოჩნდა, როდესაც მან მემუარების წიგნი გამოუშვა "მე, ლიზა მარია: ელვის პრესლის ნამდვილი ქალიშვილის ნამდვილი ისტორია".

ავტობიოგრაფიულ წიგნში იგი ამტკიცებდა, რომ 1977 წელს პრესლის გარდაცვალების შემდეგ, დედამ პრისცილამ იგი მისი უსაფრთხოებისთვის შვედეთში წაიყვანა. 1999 წელს გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში იოჰანსენი ჰყვებოდა, რომ სტოკჰოლმის გარეუბანში გაიზარდა. მისი თქმით, მას ურჩიეს, რომ შვედეთში 25 წლის ასაკამდე დარჩენილიყო.

მთელი იმ დროის მანძილზე, როდესაც იოჰანსენი შვედეთში იმყოფებოდა, ლიზა მარია პრესლი, რომელიც როკ-ნ-როლის მეფის ერთადერთ კანონიერ შვილად ითვლებოდა, თითქოსდა თავს სპეციალურად მუსიკოსის ნამდვილ შვილად ასაღებდა, თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო.

ავტობიოგრაფიული წიგნი თავდაპირველად დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, მაგრამ 2000 წელს მის მიმართ ინტერესი თანდათან შემცირდა, ვინაიდან იოჰანსენმა უარი თქვა დნმ-ს ტესტის გავლაზე, რათა პრესლის შვილობა დადასტურებულიყო. იმის გამო, რომ წიგნი აღარ იყიდებოდა, მისმა გამომცემელმა იოჰანსენს სასამართლოში უჩივლა.

ამჟამად კი შვედი ქალბატონი ამტკიცებს, რომ აუცილებელი ანალიზები გაიკეთა და მათი შედეგები სარჩელს დაურთო. სარჩელი ტენესის სასამართლოში იქნა შეტანილი. უცნობია, თუ როდის შეუდგება სასამართლო საბუთების განხილვას და როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ ყოველივეზე ელვის პრესლის ოჯახის წევრებს.

ელვის პრესლის ქალიშვილი ლიზა მარია 1968 წლის 1 თებერვალს დაიბადა. მისი დაბადებიდან ოთხ წელიწადში, 1972 წელს, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს ერთმანეთს დაშორებოდნენ და 1973 წელს ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. განქორწინების შემდეგ ლიზა მარია დედასთან დარჩა, მაგრამ მამას ხშირად ნახულობდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ელვის პრესლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online