asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სასწრაფო დახმარების მისაღებში ციყვი დაიჭირეს
სასწრაფო დახმარების მისაღებში ციყვი დაიჭირეს
სასწრაფო დახმარების მისაღებში ციყვი დაიჭირეს

2011-12-12 17:02:57



ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ რავეის სასწრაფო დახმარების მისაღებ განყოფილებაში მფრინავი ციყვის დასაჭერად ოპერაცია ჩატარდა.

ცხოველი გადაუდებელი დახმარების ოთახში შენიშნეს და გადაწყვიტეს იქიდან გაეგდოთ. თუმცა მისი დაჭერა შენობაში მაშინვე ვერ მოხერხდა. ციყვი განყოფილებაში დახტოდა, სანათ მოწყობილობებსა და მინის კედლებს ეხეთქებოდა.

მფრინავი ციყვის დასაჭერად ჩატარებული ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილის, მეხანძრე ტედ პადავანოს თქმით, ციყვი ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა, ხოლო როდესაც მეხანძრეებისგან დაძრომას ცდილობდა, უბრალოდ "მიფრინავდა" და ამიტომ ვერაფრით ახერხებდნენ დაუპატიჟებელი სტუმრის დაჭერას. პადავანომ აღნიშნა, რომ ფრენის დროს ციყვი პატარა პლანერს ჰგავდა.

საბოლოო ჯამში ციყვს ადეალა გაადაფარეს და ასე მოახერხეს მისი დაჭერა. ამის შემდეგ ცხოველი სამედიცინო დაწესებულების მახლობლად მდებარე ტყეში გადაიყვანეს და გაუშვეს. ეს უკვე მეორე შემთხვევა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. არც ისე დიდი ხნის წინ ამ დაწესებულებაში უკვე დაიჭირეს გარეული ცხოველი. როგორც ჩანს, მფრინავმა ციყვებმა შენობაში საცხოვრებელი მოიწყვეს.

მფრინავი ციყვი გარეგნულად ჩვეულებრივ ციყვს ჰგავს. თუმცა თავისი თანამოძმისგან განსხვავებით მფრინავ ციყვს აქვს ე.წ. საფრენი აპარატი - ბეწვით დაფარული ტყავის ნაკეცები წინა და უკანა თათებს შორის. ასევე ჩვეულებრივი ციყვისგან მფრინავები განსხვავდებიან უფრო სქელი ბეწვით. ისინი მთელი წლის მანძილზე ინარჩუნებენ აქტიურობას და ღამის ცხოვრებას ეწევიან.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online