asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ძაღლმა პატრონი დაჭრა
ძაღლმა პატრონი დაჭრა
ძაღლმა პატრონი დაჭრა

2011-12-12 17:02:57



ამერიკის იუტას შტატის ელდერ-ბოკსის ოლქის მცხოვრებმა იხვზე ნადირობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო. გლუვ ლულიანი იარაღიდან გასროლა მისმა ძაღლმა მოახდინა, რომელმაც შემთხვევით დააბიჯა ჩახმახს.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც 46 წლის მონადირე, მისი ახლობელი და ძაღლი ნავით იხვებზე სანადიროდ წავიდნენ. გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე ძაღლის პატრონმა თავისი იარაღი ნავის კიდეზე დადო, თავად კი ნავიდან გადავიდა, რათა ფრინველებისთვის სატყუარა დაემაგრებინა.
ძაღლი ამ დროს მას თვალს ადევნებდა და ნადირობის დაწყების მოლოდინში, როგორც ჩანს, კარგ განწყობაზე იმყოფებოდა. ძაღლი ნავში წინ და უკან დახტოდა და უცბად უნებურად იარაღს დააბიჯა და მან გაისროლა. ძაღლის პატრონი იმ მომენტში ნავისკენ ზურგით იდგა და ტყვია პირდაპირ უკანალში მოხვდა.
მამაკაცს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, ვინაიდან მაღალყელიანი სპეციალური ჩექმები ეცვა. ამის მიუხედავად მონადირე მაინც გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ამ შემთხვევის დროს არც ძაღლი და არც მონადირის ახლობელი არ დაზიანებულან.
სხვათა შორის, შემთხვევები, როდესაც ნადირობის დროს ძაღლები უნებურად თავიანთ პატრონებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრიდნენ არც ისე იშვიათობას წარმოადგენს. 2010 წელს ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ახალ ზელანდიაში. იქაც ძაღლმა თავისი პატრონი შემთხვევით უკანალში დაჭრა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online