| ქალი და მამაკაცი |

ზიდანი "რეალს" ვერ ელევა
მე ხომ ისევ მადრიდისტა ვარ
ზინედინ ზიდანი ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან ითამაშა ის ფეხბურთი, რომელმაც პირველ რიგში აღფრთოვანებული გულშემატკივარი დატოვა. მითხარითგულშემატკივარი, რომელსაც ზიდანის თამაში არ მოსწონდა.
გასაგებია, რომ ზიზუ იტალიაში თამაშობდა და მას დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, როდესაც მატერაცის მკერდში თავი უთავაზა, ამის გამო არც ერთ იტალიელ გულშემატკივარს მისი სალანძრვანი ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. რატომ? იმიტომ, რომ ვაჟკაცურად მოიქცა და სასწორზე მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი დადო. წააგო, მაგრამ ვაჟკაცურად აიტანა ეს მარცხი იმის მიუხედავად, რომ თავად ფრანგებმა გაამტყუნეს ზიდანი, უნდა მოეთმინაო.
ამჯერად მადრიდის "რეალში" მუშაობს – კლუბის პრეზიდენტის მრჩეველია. არა გვგონია მან ისეთი რამ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ უკმაყოფილო დარჩეს, მაგრამ ალბათ, ზიზუს მისვლა "რეალში" მაინც იმიჯის ამაღლებას ემსახურებოდა, სულ სხვაა, როცა თავად ზიზუ მუშაობს შენს კლუბში...
– ახალი თანამდებობით კმაყოფილი ხართ?
– დიახ, მე გახარებული ვარ იმ თანამდებობით, რომელიც მომცემს გუნდთან და მის მოთამაშეებთან უფრო ახლოს ყოფნის საშუალებას. ჩემი სამუშაო დროთა განმავლობაში უფრო და უფრო განსაზღვრული იქნება.
აქ ყოფნის გამო ძალიან გახარებული ვარ. გუნდის ახალი შენაძენი არ ვარ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ასეა, მე გუნდში ვიმუშავებ ფეხბურთელებსა და პრეზიდენტს შორის შუამავლად.
– აგვიხსენით თქვენი ახალი სტატუსი გუნდში რას ემსახურება?
– გუნდთან ახლო ურთიერთობა მექნება. ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩების დროს მოთამაშეებს წავყვები. აქედან დავიწყებთ. სავარჯიშო ბაზებზეც, "ვალდებებასზე" ვიქნები.
ნელ–ნელა განვსაზღვრავთ ჩემს როლს გუნდში, მაგრამ მთავარი არის ის, რომ გუნდთან ახლო ურთიერთობა მექნება. ასევე გუნდს დავესწრები ვარჯიშებზე. იქ ყოფნისას სულ სხვა შეგრძნება დამეუფლება.
– რა გაარჩიეთ თქვენ და მოურინიუმ?
– ორივეს გვსურდა, რომ ეს სტატუსი მიმეღო. დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია. მოგვიანებით ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა სარგებლის მოტანა შემიძლია გუნდისთვის, რა ხდება კლუბში და რას ნიშნავს მადრიდის "რეალში" ყოფნა. მან უდიდესი სამსახური გასწია მას შემდეგ, რაც "სამეფო კლუბს" სათავეში ჩაუდგა და დახმარება ახლაც არ სჭირდება.
– გსურთ, რომ კლუბთან ახლო ურთიერთობა გქონდეთ?
– რა თქმა უნდა. პროფესიონალური ფეხბურთიდან ოთხი წლის წინ წავედი, მაგრამ ახლა იქ დაბრუნების დროა. ფეხბურთი ჩემი გატაცებაა.
– ეს გუნდი ახლა ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს.
– მე მადრიდისტა ვარ. ყველა ვამაყობთ იმით, რომ ასეთი დონის კლუბის ნაწილი ვართ. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება. ეს გუნდი კიდევ უნდა გაძლიერდეს, რადგან ის ბევრი ახალგაზრდა მოთამაშით არის დაკომპლექტებული. ცხადია, ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს და ყველას ამის დიდი იმედი გვაქვს. წინსვლა შეგვიძლია და ეს შეუქცევადი პროცესია.
– რას ფიქრობთ ჟოზე მოურინიუზე, როგორც მწვრთნელზე?
– მის შესახებ ბევრი რამ ითქვა. მე მჯერა, რომ ყველაფერი, რაც აქამდე მადრიდის "რეალმა" გააკეთა, მისი დამსახურებაა. მათ ასევე უნდა გააგრძელონ თამაში.
ჩვენს გუნდს გამარჯვება სურს და მოურინიუც ამას აკეთებს. პორტუგალიელ სპეციალისტს ტიტულების მოსაგებად კიდევ ოთხი წელი აქვს და მე მის მხარეს ვარ.
– ჩემპიონთა ლიგა მადრიდისტებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. თქვენი პირველი მგზავრობა გუნდთან ერთად შედგა ამსტერდამში, სადაც მადრიდის "რეალს" რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია, მაგრამ მაინც ადვილად გაიმარჯვა.
– სწორია. ჩვენ უკვე გავინაღდეთ შემდეგ ეტაპზე საგზური, მაგრამ მადრიდის "რეალი" ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. ეს გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირია. აქ მეგობრული და უმნიშვნელო მატჩები არ არსებობს. როცა ეს გუნდი მოედანზე გამოდის, პირველივე წუთებიდანვე გამარჯვებისთვის იბრძვის.
ასე იყო ამსტერდამშიც. მგონი, მადრიდის "რეალმა" დამსახურებულად გაიმარჯვა. ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. მე უკვე ვიმგზავრე გუნდთან ერთად, ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო. ყველას ეცოდინება, რომ მე აქ ვარ. ეს ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია და ამის გამო ძალიან გახარებული ვარ. მიხარია, გუნდი ასე სწრაფად რომ მიიწევს წინ და მეც მათ უნდა წავყე.
– ფეხბურთელებს უკვე ესაუბრეთ? რა უთხარით?
– ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ყველაფერი კარგადაა. ისინი აფასებენ ჩემს რჩევებს და მეც ვაფასებ იმას, რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ. ისინი ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა მოთამაშეები არიან. იმედი მაქვს, რომ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გუნდს წარმატებას მოვუტან.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 