| ქალი და მამაკაცი |

სერხიო ბუსკეტსია – ძირძველი კატალონიელი
სერხიო ბუსკეტსია – ძირძველი კატალონიელი
მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელსაც 22 წლის ასაკში თითქმის ყველა პრესტიჟული ტიტული ჰქონდეს მოგებული. ერთ–ერთი ასეთი მათგანი "ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსია.
ძირძველი კატალონიელი – ასეც შეიძლება ვუწოდოთ სერხიოს, რომლის ფეხბურთელობაც გასაკვირი არ არის, რადგან მამაც – კარლეს ბუსკეტსიც "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელია.
უფროსი ბუსკეტსი დიდი მეკარე არასდროს ყოფილა და არც კატალონიური კლუბის ძირითად მეკარედ ითვლებოდა. "ბარსელონაში" 1990–99 წლებში თამაშობდა და ამ დროის მანძილზე სულ 79–ჯერ დაიცვა კატალონიელთა კარი. თუმცა, ნამდვილი კატალონიელი იყო, უყვარდა "ბარსელონა" და ამიტომაც აჩერებდნენ გუნდში. ამჟამად კი "ბარსას" მეკარეების მწვრთნელია, მანამდე კი 7 სეზონის მანძილზე "ბარსელონას" მეორე გუნდში მუშაობდა.
არსებობს ასეთი ლეგენდა: ერთხელ კარლეს პუიოლმა საწარმოო ტრავმა მიიღო – ის ცხელი უთოს დასაჭერად მაშინ გადახტა, როდესაც ის მის პატარა შვილს უნდა დასცემოდა, დაიჭირა და ხელის სერიოზული დამწვრობა მიიღო. ალბათ, ეს იყო მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში, რომლითაც შვილი გადაარჩინა. შვილი კი გაიზარდა, გახდა სერხიო ბუსკეტსი და, როგორც უკვე გითხარით, თითქმის ყველა პრესტიჟული ტიტული მოიგო. ეს 22 წლის ასაკში – წინ კი საკმაოდ გრძელი კარიერა ელოდება და თუ გავითვალისწინებთ, რომ ის "ბარსელონაში" თამაშობს, დიდი შანსია მისი მონაგარი კიდევ უფრო გაზარდოს.
სერხიო ბ, ასე აწერია ფეხბურთელს მაისურზე, "ბარსელონაში" ძალიან იღბლიან დროს გამოჩნდა. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან უმცროსი ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდის უპირობო ლიდერი იყო. მაშინაც იმ გუნდს პეპ გვარდიოლა წვრთნიდა და როგორც კი ძირითადი გუნდის თავკაცად დანიშნეს, ბუსკეტიც დააწინაურა.
თავდაპირველად, ბუსკეტსი "ბლაუგრანას" შემადგენლობაში იაია ტურეს შემცვლელად მოიაზრებოდა და იმ წელს, როდესაც "ბარსელონამ" ყველა ტიტული მოიგო, მოედანზეც უფრო ხშირად კოტდივუარელი ფეხბურთელი გამოდიოდა. ბუსკეტსის იღბლად, "ბარსელონას" სეზონის ბოლოს თითქმის ყველა მცველი დაემტვრა და გვარდიოლაც იძულებული გახდა, დაცვის ცენტრში ტურე გადაეყვანა. ასე აღმოჩნდა ბუსკეტსი ძირითად შემადგენლობაში, როდესაც ბროწეულისფერებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერი" დაამარცხეს.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი, ბუსკეტსმა სრულად ამოაგდო შემადგენლობიდან ტურე, რის გამოც კოტდივუარელმა ფეხბურთელმა საერთოდ დატოვა გუნდი და "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. ასეთი დონის ფეხბურთელის ამოგდება ძირითადი შემადგენლობიდან, 22 წლის ასაკში, სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. მოკლედ, "ბარსელონაში" საყრდენი ნახევარმცველის საკითხი დიდი ხნით გადაჭრილია.
არადა, ყველაფერი ისე კარგად არ დაიწყო, როგორც ამ დროისთვის არის. სერხიო "ბარსელონას" სკოლაში მისვლისას დაიწუნეს, სკოლაში არ მიიღეს და ბურთის გორება სულ სხვა ადგილებში უხდებოდა. თუმცა, 2005 მაინც მოხვდა სათაყვანებელი გუნდის სკოლაში. მასთან ერთად თამაშობდნენ ბოიან კრკიჩი, ჯოვანი დოს სანტოსი, ჟეფრენი. ერთია, ამ ფეხბურთელთა ბედი სხვაგვარად განვითარდა – დოს სანტოსი დიდი ხანია გუნდში აღარ არის, ჟეფრენი მხოლოდ წელს გამოჩნდა ძირითად გუნდში და თუ ტრავმა არა აქვს, მხოლოდ შეცვლებზე შემოდის. კრკიჩიც იშვიათად არის გუნდის ძირითად შემადგენლობაში, თუმცა, დიდი ხანია პირველი გუნდის ფეხბურთელია. ბუსკეტსი კი უკვე შეუცვლელი "ბარსელონელია".
ბუსკეტსისა და კლუბის ურთიერთობა გარკვეულია, მაგრამ ფეხბურთელს საქმეები ცუდად არც ნაკრებში მისდის. სერხიომ მოასწრო და 2009 წელს "ფურია როხას" შემადგენლობაში კონფედერაციის თასზე ითამაშა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი უკვე გუნდის ძირითად საყრდენ ფეხბურთელად გაემგზავრა. ალბათ, იმის შეხსენებაც კი არ არის საჭირო, თუ ვინ გახდა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი.
– ჩვენს გასახდელში წარმოუდგენელი სიტუაცია მეფობდა – ყოველდღე მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდები. ტურნირი წაგებით დავიწყეთ, მაგრამ თანდათანობით ვუმატებდით თამაშს და ჩემპიონობისკენ მივიწევდით. ახლა, უკვე, მსოფლიო ჩემპიონები ვართ და ამ კუთხით, ფეხბურთი ესპანეთის ნაკრების ვალშია. წარმატებას კი მთელ ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და უახლოეს მეგობრებს ვუძღვნი. სიმართლე გითხრათ, ახლაც არ მჯერა მომხდარის, – იხსენებს ბუსკეტსი.
არც მუნდიალი დაიწყო ბუსკეტსისთვის იღბლიანად – ესპანეთის ნაკრებმა პირველი მატჩი 0:1 დათმო შვეიცარიასთან და სერხიოც განტევების ვაცად აქციეს. ახალგაზრდა ფეხბურთელს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკე ბოლომდე ენდო და ფეხბურთელმაც გაუმართლა.
– ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა, მაგრამ მთელი გუნდი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და მათი განწყობა მეც გადმომედო. ჰონდურასის ნაკრებთან მატჩში შევეცადე ჩემი საქმე უკეთ შემესრულებია და უფრო სასარგებლო ვყოფილიყავი თანაგუნდელებისთვის. სამწვრთნელო შტაბიც ბოლომდე მენდო, რაც ძალიან მახარებს, – ამბობს ფეხბურთელი.
– რას იტყვით, ტოვებს ბუსკეტსი იდეალური ფეხბურთელის შთაბეჭდილებას?
– ნამდვილად, თუმცა მის კარიერაში გაწბილებაცა და სტვენაც ყოფილა.
გასული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანის "ინტერის" წინააღმდეგ, სერხიომ აშკარა სიმულიაციაზე წამოაგო ტიაგო მოტა და მატჩის მთავარი მსაჯი, რის შედეგად ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან იქნა გაძევებული. თუმცა, "ინტერმა" მაშინ მისთვის სასურველი ანგარიში შეინარჩუნა. ერთია, მის ამ სპექტაკლზე შემდეგში ძალიან ბევრი ცუდისმთქმელი გამოჩნდა.
რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ფეხბურთელს არ ალამაზებს, მაგრამ ძალიან რთულია, ისეთ მატჩში, რომელშიც სასწორზე მილიონობით დოლარი და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი დევს, ფეხბურთელს მთელი სისუფთავით თამაში მოსთხოვო. მსგავსი ფაქტები უფრო დაღვინებულ მოთამაშეებს მოსდით. და მაინც, ამ ხინჯის მიუხედავად, ბუსკეტსი მსოფლიო ფეხბურთში სახელიან ფიგურად რჩება. ამასთან, წინ კიდევ ელოდება მორიგი წარმატებები – სერხიო, მინიმუმ, კიდევ 10 წელს გეგმავს ფეხბურთის თამაშს.
მიხეილ ჟორჟოლიანი

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 