| ქალი და მამაკაცი |

"ჩემი გული თავისუფალია"
ოთო ნემსაძე: "ჩემი გული თავისუფალია"
"ჯეოსტარის" 21 წლის მონაწილეს, გორელ ოთო ნემსაძეს, რომელიც გოგონებს სიმღერებითა და ცისფერი თვალებით ატყვევებს, მრავალმხრივი გატაცებები აქვს და საერთოდ სიცოცხლის მოყვარული ბიჭია. მშობლიურ ქალაქში მას დედა, მამა, ბებია და ძმა ელოდებიან. ასევე – უამრავი მეგობარი. "ჯეოსტარშიც" სწორედ მეგობრების რჩევით მივიდა.
– ოთო, გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე. რა ხდებოდა "ჯეოსტარამდე"?
– გორში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც მშობლიურ ქალაქში დავამთავრე. ხულიგანი ბავშვი არ ვყოფილვარ, კარგად ვსწავლობდი. ჩემი თანატოლების მსგავსად ქუჩაშიც ვიდექი, ბევრი მეგობარიც მყავდა, მაგრამ მერე სწავლას მოვუმატე და სტუდენტი გავხდი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ძალიან მიყვარს ცეკვა, უკვე 16 წელია, ანსამბლ "გორის" წევრი ვარ. ჯერ ოჯახი არ შემიქმნია, ჩემი გული თავისუფალია.
– სიმღერა ვინ შეგაყვარათ, სად ისწავლეთ?
– დედამ მასწავლა. მართალია, მას მუსიკალური განათლება არ აქვს, მაგრამ ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს. პედაგოგი კი არასოდეს მყოლია, ვინც ამას პროფესიულ დონეზე შემასწავლიდა.
– რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე თუ უკრავთ?
– გიტარაზე და პიანინოზე დაკვრა ჩემით ვისწავლე. სიმღერებს სმენით ისე ვაწყობ, რომ აკორდების სახელებიც არ ვიცი. ძალიან მინდა, მუსიკალურ სასწავლებელში ვისწავლო და ცოდნა გავიღრმავო.
– "ჯეოსტარში" ბედის ცდა რატომ გადაწყვიტეთ?
– შარშანაც ვცადე, მაგრამ სამი ტურის შემდეგ პროექტის მიღმა დავრჩი. მესამე ტურზე ძალიან ავღელდი და ისე ვერ წარმოვაჩინე თავი, როგორც მინდოდა. მერე ბევრი ვიმუშავე და კარგი შედეგიც მივიღე. ამ პროექტში მეგობრების დაჟინებული თხოვნით მოვედი. ჩემი მეგობრები მუსიკალურები არიან, ჩემი მონაცემები მოსწონთ და დამიყოლიეს, ასეთ მასშტაბურ პროექტში მივსულიყავი.
– დედაქალაქში რომ ჩამოხვედით, უცხო გარემოში თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდათ?
– ოთხი წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. თავიდან ნაქირავებ ბინაში, გლდანში, გორელ მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი. მერე საცხოვრებლად ნათესავთან გადავედი ვერაზე. ამ უბანში ბევრი ადამიანი გავიცანი, ძალიან შემიყვარდნენ და მათთან დავმეგობრდი. ეს უბანი თბილისში განსაკუთრებულად მიყვარს.
– ესე იგი ვერელი ბიჭი გახდით უცებ?
– ვერელი ბიჭი – არა, მე გორელი ბიჭი ვარ! ვერას ძალიან შევეჩვიე, ჩემი მეორე სახლი გახდა. სწორედ ამ უბნელების დამსახურებაა, რომ მე ახლა "ჯეოსტარში" ვარ. როცა მათთან ერთად ვქეიფობდი და ვმღეროდი, მაშინ დაიბადა აზრი, რომ ამ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა.
– როგორ შეეგუეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას? რა სიძნელეების გადალახვა მოგიწიათ?
– დამოუკიდებლად ცხოვრებას ოჯახმა მიმაჩვია. თბილისში არავინ გამომყოლია, მარტო ჩამოვედი. არ ვიცოდი, აქ რა ხდებოდა. შეიძლება ჩემს სტუდენტურ ცხოვრებას მარტოობა არც დავარქვა, რადგან ერთი დღეც არ ვყოფილვარ მარტო, მეგობრები სულ ჩემთან იყვნენ. ყველაფერი კარგად აეწყო და ამისთვის მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს და უფალს, რომელიც ასე მწყალობს.
– არ აპირებთ, თქვენი პროფესიით იმუშაოთ?
– ფინანსთა სამინისტროში სტაჟიორი ვიყავი, მაგრამ იქიდან წამოვედი, რადგან ამ ეტაპისთვის "ჯეოსტარი" გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიით ვაპირებ მუშაობას. ვთვლი, რომ საქართველოში ბიზნესის სფერო ძალიან პერსპექტიულია. ალბათ შევძლებ, ჩემი პროფესიაც გამოვიყენო და არც სიმღერას ჩამოვშორდე.
– ერთია, როცა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მღერი, მაგრამ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სიმღერა ადვილი არ არის. ალბათ ყოველი გამოსვლის წინ ნერვიულობთ.
– უნივერსიტეტის სცენაზე მეგობრებისთვის, დაახლოებით 50 კაცისთვის, მიმღერია, მაგრამ ამხელა სცენაზე არასოდეს გამოვსულვარ. პირველ ტურში ძალიან ვღელავდი, ეიფორიაში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ახლაც ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ისე არა, როგორც პროექტის დასაწყისში.
– პედაგოგებთან მუშაობის შემდეგ ხელოვნების ამ სფეროს ალბათ სხვა თვალით შეხედეთ...
– "ჯეოსტარში" ბევრი რამ ვისწავლე. ქართველი მსმენელი არც ერთ ბგერას გაპატიებს, ვერც სიყალბეს გამოაპარებ. სცენას ნელ–ნელა მოვერგე. ჩემს ცხოვრებაში სიახლის ეტაპი დადგა. ბევრ რამეს ვსწავლობ. ვგრძნობ, რომ ტურიდან ტურამდე ვიზრდები.
– გამარჯვებაზე ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა, მინდა, რომ გავიმარჯვო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი მიზანი გამარჯვება არ არის. მთავარია, როგორც ახლა მივდივარ, ნახევარფინალამდეც ისე გავიდე. გული დამწყდება, პროექტიდან მალე რომ წამოვიდე.
– ამბობენ, რომ წელს ყველაზე მეგობრული "ჯეოსტარია", მართალია?
– კი, მართლა ასეა. ძალიან კარგი ახალგაზრდები შევიკრიბეთ, რეპეტიციების შემდეგ ერთად დიდ დროს ვატარებთ.
– სიმღერისა და ბიზნესის გარდა, კიდევ რა ინტერესები გაქვთ?
– მთელი ჩემი ბავშვობა ნადირობასა და თევზაობაში გავატარე. გორში ბევრი ისეთი ადგილია, რომ ეს გატაცება დაიკმაყოფილო. მიყვარს ფეხბურთი და საკმაოდ კარგადაც ვთამაშობ.
– მოკლედ, ხართ ბიზნესისა და ეკონომიკის სპეციალისტი, მღერით, ცეკვავთ, უკრავთ, ნადირობთ, თევზაობთ და ფეხბურთსაც თამაშობთ. უნივერსალური ადამიანი ყოფილხართ.
– მთლად ასეც არ არის. ისე, მეგობრები მეხუმრებიან, მარტო სანტექნიკის შეკეთება არ იციო. მიყვარს სპორტი და საქართველოს ნაკრების თამაშებზე ყოველთვის დავდივარ. ქეიფიც მიყვარს, სიმღერაც, მეგობრებიც და კარგი, ცქრიალა, თეთრი, ატენური ღვინო.
– როგორია ნასვამი ოთო?
– კარგი, მაგრამ ერთი ნაკლი მაქვს – აქეთ–იქით ბოდიალი და ერთი ადგილიდან მეორე ადგილას ქეიფის გაგრძელება მიყვარს.
– წეღან აღნიშნეთ, რომ თქვენი გული თავისუფალია. შეყვარებული არასოდეს ყოფილხართ?
– ბევრჯერ მყვარებია და შემიძლია გითხრათ, რომ ოთო შეყვარებული კაცის როლში ძალიან კარგია. საყვარელი გოგონასთვის ბევრჯერ მიმღერია სერენედა, ლექსიც დამიწერია და სიმღერაც. რომანტიკოსი ვარ. ჩემში წერის ნიჭი მაშინ აღმოვაჩინე, როცა გოგო შემიყვარდა და ლექსიც მაშინ დავწერე პირველად. შეიძლება გოგოს ათი უარყოფითი მხარე ჰქონდეს, მაგრამ მასში ერთი დადებითი დავინახო და იმის გამო შემიყვარდეს. "ფეისბუქზე" ჩემი ფანკლუბის გვერდია გახსნილი და 80 პროცენტი 18–დან 24 წლამდე გოგონები არიან. მათი ყურადღება ძალიან მსიამოვნებს. ქუჩაშიც მცნობენ და ყველას კეთილგანწყობით ვპასუხობ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ კვლავ თქვენთვის ვიმღერებ!
ლანა კიკნაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 