| ქალი და მამაკაცი |

რა ოცნება დარჩა ასასრულებელი ლეო მესის
რა ოცნება დარჩა ასასრულებელი ლეო მესის
არგენტინელმა ვარკვლავმა, ლიონელ მესიმ შარშან ყველაფერი მოიგო, გახდა საუკეთესო "ფიფა"–ს ვერსიით, ასევე აიღო "ფრანც ფუტბოლისის" ჯილდო. ორივე ეს ტიტული წელს ჯერ კიდევ გაუცემელია და ლეო კვლავ კანდიდატთა შორისაა.
მესიმ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. არგენტინელმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაურბა, მათ შორის იყო 2010 წლის მუნდიალი და ამხანაგური მატჩი, რომელშიც სამხრეთამერიკელები ისტორიულ მეტოქეებს, ბრაზილიელებს დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრაში არგენტინელებმა იმარჯვეს 1:0 და ერთადერთი გოლი ლეო მესიმ გაიტანა.
– ლეო, თქვენ ხშირად საუბრობთ მოტივაციაზე, რომელიც ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილით არის გამოწვეული. სინამდვილეში კი თქვენ მოსაგები არც არაფერი დაგრჩათ...
– მართალია, მე უკვე ყველა მიზანს მივაღწიე, რაც კი დამისახავს, მაგრამ დამრჩა კიდევ ერთი და ისიც უდიდესი, მსოფლიოს ჩემპიონატი. ჯერ კიდევ არ მავიწყდება ის შეხვედრა, რომელიც გერმანელების წინააღმდეგ ვაჩვენეთ.
ეს მართლაც ძალიან მძიმე და მტკივნეული წაფორთხიალება იყო, რადგან მთელ კოლექტივს უფრო გრანდიოზული მიზნები გვამოძრავებდა. მე არგენტინისგან უფრო მეტს ველოდი, ამიტომ ძალიან მრცხვენია.
– თქვენმა თანაგუნდელებმა, ხავიმ და ინიესტამ აღნიშნეს, რომ არგენტინის გამოვარდნით მათ მძიმე ტვირთი მოეხსნათ. ისინი გრძნობდნენ, რომ არგენტინელები უფრო საშიშ მეტოქეებს წარმოადგენდით.
– მართალია. მუნდიალზე საუკეთესოებად არ ჩავსულვართ, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე ვპროგრესირებდით და საუკეთესო ფორმასთანაც ახლოს ვიყავით. თამაშის მაღალი ხარისხის წყალობით, საზოგადოების პატივისცემა დავიმსახურეთ.
ისინი (ხავი და ინიესტა) ფიქრობენ, რომ ჩვენი სახით უმძიმესი მეტოქეების წინააღმდეგ მოუწევდათ თამაში, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმაში იქნებოდნენ ისინი. ეს ჩვენ ბუენოს აირესში დავამტკიცეთ, როდესაც ესპანელები დავამარცხეთ. ამდენად, მათ კარგად იცოდნენ, რომ ჩვენთან თამაში უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე სხვა გუნდებთან, თუნდაც ჰოლანდიელებთან.
– არიან თუ არა თქვენი ესპანელი თანაგუნდელები ფავორიტები ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?
– (იცინის) ვიცი, რომ მუნდიალზე ნაჩვენები შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. თუ მე ვერ შევძლებ ამ ჯილდოს აღებას, ვიმედოვნებ, რომ ამას ჩემი ესპანელი თანაგუნდელები მოახერხებენ.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ხავი და ინიესტა არიან ფავორიტები და სიმართლე გითხრათ, ისინი მართლაც საუკეთესოები არიან ამ დროისთვის.
– თქვენი აზრით, ვის გადასცემენ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს?
– კვლავ ჩემი გუნდით შემოვიფარგლები. მე ხმას პეპ გვარდიოლას მივცემდი, არა მარტო მოგებული ტიტულების გამო, არამედ მისი ხელმძღვანელობისა და საფეხბურთო ფილოსოფიის გამოც.
ასევე იმის გამო, რომ მისი მოსვლის შემდეგ სიტყვამ "ბარსა" სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. არ მავიწყდება ჟოზე მოურინიუც, რომელმაც "ინტერთან" ერთად გრანდიოზული ტრიპლეტი შეასრულა, ხოლო ახლა მადრიდის "რეალის" სახეს ცვლის უკეთესობისკენ.
მიუხედვად ამისა, კვლავ არ უნდა დავივიწყოთ წლევანდელი მუნდიალი, სადაც დელ ბოსკე და იოჰამ ლიოვი ბრწყინავდნენ. არ ვიცი, რამდენიმე ღირსეული კანდიდატურა არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ოთხს შორის გაკეთდება არჩევანი.
– ადრე თქვით, რომ ზოგიერთები თქვენი სახელის წყალობით არგენტინის ნაკრებში ნაპრალებს აჩენდნენ. დღესაც ასე ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა, ზოგიერთს სურს, რომ ყველაფერი მე გადმომაბრალოს. მზად ვარ ნებისმიერ საკითხში ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო, მიუხედავად იმისა, მქონდა თუ არა შეხება ამ საკითხთან.
ამიტომაა, რომ მხოლოდ ჩემს საქმეზე, ფეხბურთის თამაშზე ვარ კონცენტრირებული და სულ ვცდილობ ცოტა ვილაპარაკო, რადგან ხალხი ნებისმიერი სიტყვისგან ჭორებს აგორებს. ხშირად ჩემი სიტყვები რომელიმე ჟურნალისტთან ნათქვამი საერთოდ არ მეცნობა, რაც ძალიან მაღიზიანებს. ვიმეორებ, არგენტინისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა, არასდროს ვცდილობ ვინმესთვის პრობლემების შექმნას.
– დიეგო მარადონასთან ბოლო დროს ხომ არ გისაუბრიათ?
– დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ. მე მის მწვრთნელობისას თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ასევე ვგრძნობ თავს სერხიო ბაპტისტასთან ერთად. ზუსტად ისევე სერიოზულად ვუდგებით ჩვენს საქმეს, როგორც ჩემი სხვა თანაგუნდელები. უბრალოდ, ფეხბურთელი ვარ. საკითხები, რომლებსაც არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია არჩევს, მე არ მეხება. გადაწყვეტილებები მათ უნდა მიიღონ.
– ეს მარადონასა და ბაპტისტას შორის არსებულ განხეთქილებაზე თქვით?
– არ ვიცი, ამას რა უნდა დაერქვას, განხეთქილება თუ სხვა რამ. ფაქტია, დღეს მარადონა აღარ არის მწვრთნელი, ფედერაციის ხელმძღვანელობამ ის თანამდებობიდან დაითხოვა და ბაპტისტა დაამტკიცა. ამდენად, ჩვენი მოვალეობაა ვიმუშაოთ ყველა იმ მწვრთნელთან, ვისთანაც მოვალენი ვართ, რომ ვიმუშაოთ.
– ადამიანური თვალსაზრისით, ფეხბურთი რომ არ ვიგულისხმოთ, როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ და მარადონას?
– ძალიან კარგი. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ მანამდეც კარგი და მომავალში უკეთესო ურთიერთობა გვექნება. ხალხმა რამე უნდა თქვას, ისე სალაპარაკო თემა და საჭორაო აღარ იქნება. მუნდიალის განმავლობაში მე და დიეგოს საუკეთესო მეგობრობა გვაკავშირებდა.
– შეგიძლიათ თქვათ, რომ არგენტინული ფეხბურთი მაღალი დონის ფეხბურთელების სიმრავლით გამოირჩევა?
– რა თქმა უნდა. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებიც ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ჩვენ ოლიმპიური თამაშები მოვიგეთ და მწვრთნელიც კი იგივე გვყავს. იმ გუნდში ვიყავით რომერო, ზაბალეტა, გარაი, პარეხა, მონზონი, გაგო, მასკერანო, დი მარია, რიკელმე, აგუერო და მე. სათადარიგოზე კი ბანეგა, ლავეზი და სოსა ისხდნენ. ჩვენ მაშინ ფინალში გავიმარჯვეთ და ახლაც ნაკრების წევრებად ვითვლებით.
– გჯერათ, რომ რიკელმე ოდესმე ნაკრებში დაბრუნდება?
– როგორც ყოველთვის, ახლაც ვიტყვი, რომ დიდი ფეხბურთელებისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ არც ესაა ჩემი გადასაწყვეტი, ამას ბაპტისტა გადაწყვეტს.
– გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება ხავიერ პასტორესთან დაკავშირებით...
– ის "პალერმოს" ლიდერია. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, როდესაც "ურაგანში" ასპარეზობდა, შემდეგ კი მუნდიალზე ვნახე, რა შეუძლია ხავიერ პასტორეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის შანსი იშვიათად ეძლეოდა.
მე და ხავიერმა ერთად ვითამაშეთ იაპონიაში და ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. იგი მოქნილია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი, დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭი შორს წავა.
– თქვენგან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების წვიმას ველით, მაგრამ წინ "კოპა ამერიკაა", რომელიც არგენტინის ნაკრებისთვის დიდ გამოცდას წარმოადგენს...
– დიახ, ეს უდავოა. "კოპა ამერიკა" ჩვენთვის ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მქონე ტურნირია, რადგან არგენტინელები სახლში ვითამაშებთ და ზეწოლა ორმაგად დიდი იქნება. ჩვენ გვმართებს კარგი თამაში და ამ ტიტულის მოგება.
– რომელ გუნდს მიიჩნევთ ამ ტურნირში ყველაზე სერიოზულ მეტოქედ?
– ბრაზილიას, როგორც ყოველთვის და ურუგვაის, რომელიც მშვენივრად გამოვიდა მუნდიალზე. არ უნდა დავივიწყოთ პარაგვაიც, რომელიც მათი დაცვის წყალობით უმძიმეს მეტოქედ იქცა. მათ მართლაც ანერვიულეს ესპანელები წელს. ასევე სავარაუდოდ, გაგვიჭირდება ჩილესთან, თუმცა არ ვიცი, რა შეიძლება შეცვალოს მარსელო ბიელსას გადმოყვანამ. ისინი დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ და უბრძოლველად არაფერს დათმობენ.
– ამხანაგური შხვედრა შედგა ბრაზილიის ნაკრებთან და თქვენ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეთ...
– ჩემი გოლის წყალობით (იცინის).
– დიახ, გოლი ჩინებული გამოვიდა...
– იცით, როდესაც ბოლომდე თამაშობ, აუცილებლად გაგიმართლებს. ისე მომეჩვენა, რომ ბრაზილიის ნაკრები თითქოს შეეგუა ფრეს და სწორედ ამ დროს დაისაჯა. ჩვენ კი მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით.
– გოლი მოგეწონათ?
– ეს მაყურებელს უნდა ჰკითხოთ.
– ახალ წელს რა მიზნის დასახვას აპირებთ?
– იგივე მიზნისა, რაც შარშან: ვაპირებ მოვიგო ყველაფერი, სადაც კი მონაწილეობას მიღებას შევძლებ. ყოველთვის უფრო და უფრო მეტი ტიტულის მოგება მსურს. განსაკუთრებული იქნება ტიტული, რომელიც ჯერ არ მომიგია, "კოპა ამერიკა". ასევე ვეცდები, როგორმე ტრამვის მიღება ავიცილო თავიდან.
– მოდით, ცოტა ხნით ფეხბურთს მოვეშვათ, თქვენ უამრავ ქველმოქმედებას ეწევით. შეგიძლიათ უფრო მეტი რამ გვითხრათ ამის შესახებ?
– ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ჩემს სახელს ატარებს. ჩემი ძმა და მამა, ორივენი იქ მუშაობენ ისევე, როგორ სხვა უამრავი ადამიანი. მე კი ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ხალხის ცხოვრება ოდნავ მაინც უკეთესი გავხადო.
– წლევანდელ მუნდიალთან დაკავშირებით თქვენ მიიღეთ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში, რომლის მიზანიც სამხრეთაფრიკელი ბავშვების დახმარება იყო...
– დიახ, ფეხბურთი ჯანმრთელობის კამპანიაა. ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება, კარგია, რადგან ამ ასაკში ყურადღება ძალიან საჭიროა და თუ შეგიძლია, აუცილებლად უნდა დაეხმარო. ამას მარტო მე არ ვაკეთებ. ასე თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს. უამრავ მათგანს აქვს დაწესებულებები, სკოლები და საავადმყოფოები.
– თქენმა ორგანიზაციამ ბარსელონაში სპეციალური ჰოსპიტალი გახსნა, რომელშიც მოქმედებს გაცვლის პროგრამა კატალონიელ და არგენტინელ ექიმებს შორის. გვიამბეთ ამის შესახებ...
– დეტალები ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი სამხრეთ აფრიკასთან არის დაკავშირებული. იქ არიან ბავშვები, რომლებსაც უამრავი პრობლემა აწუხებთ და ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რათა ზრდასრულ ასაკში განათლებისა და სამუშაოს მიღების შანსი მიეცეთ. ექიმების იდეა კი პირადად მამაჩემს ეკუთვნის.
– თქვენ და რონალდინიოს სწორედ ეს გაერთიანებთ. ბრაზილიელიც გამოირჩევა ქველმოქმედებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება...
– მხიარულ და ბედნიერ ბავშვზე უკეთესო რა უნდა დაინახო? მე მათ ყოველთვის ვეხმარები, როგორც შემიძლია, მაშინაც კი, თუ საქმე მხოლოდ ავტოგრაფის მიცემას ეხება. ერთი ბავშვის გაღიმებაც კი მთელი მსოფლიოს ფულად ღირს.

კავშირი ტეგთან: ლეო მესი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 

.jpg)