| ქალი და მამაკაცი |

კახა კალაძე უკეთესის მოლოდინშია
კახა კალაძე უკეთესის მოლოდინშია
სლოვენიურმა ჟურნალ 24–მა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს კოპერის მატჩის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა. 32 წლის ქართველი მცველი "ჯვაროსნების" შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩებს ოპტიმისტურად უყურებს და სლოვენიელებსაც აიმედებს, იმედია, ევრო–2012–ზე ითამაშებთო.
– რას ფიქრობთ სლოვენიის ნაკრებზე?
– კარგი გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც კარგა ხანია, ერთად თამაშობენ. დღეს მოხდა ისე, რომ მოვიგეთ. კარგად ვითამაშეთ, შემართულები ვიყავით და დაგვიფასდა, მაგრამ ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, ხომ ასეა? გახარებულები ვართ, რომ გავიმარჯვეთ.
– თქვენი აზრით, სლოვენიას აქვს ევრო–2012–ზე გასვლის პოტენციალი?
– ჩემი აზრით, აქვს. შანსები აქვს საქართველოსაც. ფეხბურთი ხშირად უცნაურია და მომენტებზეა დამოკიდებული. შესაძლებლობა გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ.
– სლოვენიაში პირველად არ ხართ. გახსოვთ აქ პირველი სტუმრობა?
– დიახ. კიევის "დინამოში" როდესაც ვთამაშობდი (1998 წელს "მარიბორს" მოუგეს ჩემპიონთა ლიგაზე 2:1 და გადამწყვეტი გოლი რებროვმა გაიტანა პენალტით, რომელიც კახას წაქცევისთვის დაინიშნა). თუმცა დღევანდელი და მაშინდელი მატჩი სხვადასხვაა. ის კლუბი იყო, ახლა კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე.
– სლოვენიაში ნაკრების სახელითაც გითამაშიათ.
– რა თქმა უნდა, მახსოვს. 1:2 წავაგეთ (1999 წელს). დეტალები კი არ მახსოვს, ძალიან დიდი დრო გავიდა.
– საქართველოს ნაკრებმა კარგი სტარტი აიღო შესარჩევ ციკლში. ელოდით ასეთშედეგს?
– ნამდვილად მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ ბევრი კარგი ახალგაზრდა გვყავს. ასევე გვყავს ახალი მწვრთნელი, ნაკრები მუდამ შემართული და კონცენტრირებულია. წელს თამაში არ წაგვიგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი შეხვედრები გაისად გვექნება. უკეთესის მოლოდინში ვართ.
– სერია ა–ში 5 სლოვენიელი ფეხბურთელი თამაშობს. იცნობთ მათ?
– ვიცნობ იოსიპ ილიჩიჩს და არმინ ბაჩინოვიჩს. ორივე სერია ა–ში, "პალერმოში" თამაშობს. მეკარე სამირ ჰანდანოვიჩსაც ვიცნობ. თითქმის ყველა ფეხბურთელი ვიცი, რომელსაც სერია ა–ში უთამაშია.
– "მილანის" ლეგენდად ითვლებით და, ალბათ, დერბს "დე ლა მადონინას" ნახავდით...
– დიახ, ტელევიზორში ვუყურე. "ჯენოამ" იმ დღეს კალიარიში მოიგო, მეც ვითამაშე და "სან სიროზე" თამაშის დასასწრებად ნამდვილად არ მეცალა. კარგია, "მილანმა" რომ მოიგო, ამ სეზონში "როსონერი" ნამდვილად ძლიერ და ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა და ვფიქრობ, სკუდეტოს მოგების დიდი შანსიც აქვს.
– "მილანში" ხანგრძლივი პერიოდი გაატარეთ. წასვლა არ გაგიჭირდათ?
– რა თქმა უნდა, რთული იყო. თითქმის 10 წელი ვიყავი "მილანში", ეს კი ცოტა დრო არ არის ფეხბურთელისთვის ერთ გუნდში სათამაშოდ. მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ამიტომაც გამიჭირდა წასვლა.
მაგრამ კარგია, რომ მოვხვდი "ჯენოაში", სადაც მშვენიერი ატმოსფეროა, თბილად მიმიღეს... "ჯენოა" მეგობრული გუნდია, მეც თითქმის მუდმივად ვთამაშობ და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის.

კავშირი ტეგთან: კახა კალაძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 

.jpg)