asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სტივენ დეფურს ადვოკატზე წყენა გულში არ ჩაუდია
სტივენ დეფურს ადვოკატზე წყენა გულში არ ჩაუდია
სტივენ დეფურს ადვოკატზე წყენა გულში არ ჩაუდია

2010-11-23 13:00:32



ბელგიის ნაკრებმა სანაკრებო სეზონის ბოლო მატჩში ვორონეჟში ამხანაგურ მატჩში რუსეთის ნაკრებს სძლია. სტუმრების გუნდში თამაშობდა სტივენ დეფური, რომელსაც თავისი ყოფილი მწვრთნელის, დიკ ადვოკაატის მიერ გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში. ბელგიელი თავის ყოფილ მწვრთნელთან დამოკიდებულებასა და მატჩის შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

– ცნობილია, რომ ვორონეჟისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პრობლემებს წააწყდით. რა რეაქცია გქონდათ ამაზე თქვენ და თქვენს პარტნიორებს?

– სამწუხაროდ, ნისლის გამო ვორონეჟში ვერ ჩავფრინდით და მოსკოვში მოგვიწია დაჯდომა. იმედი გვქონდა, რომ მალე მოვახერხებდით თამაშის ადგილზე ჩასვლას, მაგრამ საბოლოოდ რუსეთის დედაქალაქში მოგვიწია ღამის გათევა. დილით უკვე ისევ აეროპორტში ვიყავით და ვღელავდით იმის გამო, მოვახერხებდით თუ არა ადგილზე ჩასვლას. მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქეთ, რაც გავიგეთ, რომ რუსების თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა ვორონეჟში.

– როგორ აისახა ბელგიის ნაკრების თამაშზე ასეთი პრობლემები, დაღლილობას ხომ არ გრძნობდით ასეთი რთული გადაფრენის შემდეგ?

– დიახ, თამაშის წინ გამოძინება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მოედანზე გასვლის შემდეგ დაღლილობას საერთოდ ვერ ვგრძნობდით. ამაზე თამაშიც მეტყველებს, რომელიც შესანიშნავად ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ. მოედანზე ერთ მუშტად შეკრული გუნდი თამაშობდა.

– რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ამხანაგურ მატჩში გამარჯვება?

– ჩვენ მოედანზე ყოველთვის გამარჯვებაზე ფიქრით გავდივართ. ყოველი გამარჯვება ჩვენს თავდაჯერებულობას აძლიერებს და გუნდის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

– მოტივაცია ხომ არ შეგმატათ იმ ფაქტმა, რომ თქვენი ყოფილი მწვრთნელის, დიკ ადვოკატის წინააღმდეგ გიწევდათ თამაში?

– არა. ჩვენ ამაზე პრაქტიკულად არ ვფიქრობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა შენი ყოფილი მწვრთნელის მიერ გაწვრთნილი გუნდის დამარცხება.

– საერთოდ როგორი დამოკიდებულებაა თქვენს გუნდში დიკ ადვოკატის მიმართ, წყენა ხომ არ დაგრჩათ მოულოდნელად შეწყვეტილი თანამშრომლობის გამო?

– არა, არანაირი წყენა დაგვრჩენია. ეს ფეხბურთისთვის სრულიად ნორმალური სიტუაციაა. მწვრთნელმა თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენ მას გაგებით შევხვდით.

– რუსი ფეხბურთელების უხეშობის ზღვარზე თამაში თქვენზე როგორ მოქმედებდა?

– არანაირად, ეს კარგი საფეხბურთო აგრესია იყო. შეიძლება ვიღაც ფიქრობდა, რომ ასეთი თამაშის შემდეგ პასიურები გავხდებოდით, მაგრამ ყველას დავანახეთ, რომ ამას ჩვენს თამაშზე გავლენა არ მოუხდენია.

– რას იტყოდით ქალაქზე და სტადიონზე, სადაც თამაში მოგიწიათ?

– ჩვენ ქალაქის დათვალიერება ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან იქ სულ რამდენიმე საათი გავატარეთ. სტადიონი თითქმის სავსე იყო, გულშემატკივრები თავიან გუნდს ქომაგობდნენ. ერთი მხრივ სამწუხაროა, ჩვენმა გამარჯევბამ მათ ხასიათი რომ გაუფუჭა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი, თამაშს ყველა ვერ მოიგებს. ხოლო ის, რომ სტადიონი სავსე იყო, ყოველთვის სასიამოვნოა ფეხბურთელისთვის, თუნდაც იგი შენს მოწინააღმდეგეს გულშემატკივრობდეს.

– მოედნის ხარისხზე რას იტყოდით?

– შესანიშნავი იყო, არანაირი პრეტენზიის გამოთქმა შემიძლია. მთლიანობაში სტადიონმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გულშემატკივრების სიმრავლის მათი განწყობის წყალობით. შემიძლია გულახდილად ვთქვა, რომ მატჩმა კარგ საფეხბურთო ატმოსფეროში ჩაიარა.

– წვიმამ პრობლემები არ შეგიქმნათ, მეტოქის ფეხბურთელებს საკმაოდ ხშირად უცურდათ ფეხი სველ მინდორზე?

– არა, ამინდის მიუხედავად, თავს კომფორტულად ვგრძნობდით. პირველად ხომ არ ვთამაშობდით წვიმიან ამინდში.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თამაში
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online