| ქალი და მამაკაცი |

"სიტის" პოლიტიკა არ მესმის
ალექს ფერგიუსონი: "სიტის" პოლიტიკა არ მესმის
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი მანჩესტერულ დერბიში მისი გუნდის მიერ მიღწეული შედეგით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით, "იუნაიტედი" ტრავმების ეპიდემიის გამო დაზრალდა და იქვე აღნიშნა, რომ აღფრთოვანებული არ არის "მანჩესტერ სიტის" მიერ წარმოებული პოლიტიკით.
მანჩესტერული დერბი უგოლოდ დასრულდა. დერბი ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს, როგორი სატურნირო მდგომარეობაც უნდა ჰქონდეთ მეტოქეებს. ამ მატჩში კი ორივე გუნდი პრეტენზიას პირველობაზე აცხადებს. თუ "იუნაიტედისთვის", რომელიც ამჯერად სტუმრის სტატუსით თამაშობდა, ლიდერთა ჯგუფში ყოფნა ჩვეულებრივი მოვლენაა, "სიტის" ლიდერთა შორის ყოფნა მისი მფლობელების მიერ სატრანსფერო პოლიტიკამ განსაზღვრა, რომლებიც თანხებს არ იშურებენ თავიანთი გუნდის ელიტურ კლუბებს შორის დასამკვიდრებლად.
მართალია, ეს მატჩი სულაც არ ჰგავდა გასული წლის დაპირისპირებას, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა და მაშინ "იუნაიტედს" გამარჯვება მსაჯის მიერ დამატულ დროში პოლ სქოულზის მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა. მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობას "სიტი" ფლობდა, მაგრამ მეტოქის კართან საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. საერთოდ კი, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მასპინძლების უმთავრეს მიზანს მატჩის არწაგება წარმოადგენდა.
სერ ალექსი კი მიიჩნევს, რომ გადამეტებულმა დაძაბულობამ ხელი შეუწყო იმას, რომ მისმა გუნდმა ვერ აჩვენა მისთვის ჩვეული შემტევი ფეხბურთი, თუმცა მიიჩნევს, რომ მიუხედავად უკმაყოფილებისა, შედეგი მაინც ღირსეულია.
– რა მიგაჩნიათ იმის მიზეზად, რომ თქვენმა გუნდმა თამაშის მოგება ვერ შეძლო?
– "სიტის" საკუთარ მოედანზე დამარცხება ძალიან რთულია. ისინი მეორე ტაიმში თავინთ კართან კედელივით აღიმართნენ, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ გადამეტებულმა დაძაბულობამ ხელი შეგვიშალა, უფრო ლაღად უნდა გვეთამაშა, ბევრი სწორედ ასეთ თამაშს მოელოდა.
– ამ დერბიში რამ დაგაკმაყოფილათ თქვენი გუნდის თამაშში და რითი დარჩით უკმაყოფილო?
– კმაყოფილი ვარ იმით, როგორ ვაკონტროლებდით თამაშს და დროდადრო ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. კარგად გამოვიყურებოდით, ბურთს ვფლობდით, მაგრამ ჩვენ მომენტების შექმნა და ამ მატჩის მოგება გვჭირდებოდა. ამ მხრივ მხოლოდ ორი მომენტი გვქონდა, ერთი პირველ ტაიმში და მეორე შესვენების შემდეგ. ასე რომ, შედეგმა გული დაგვწყვიტა.
– რას იტყოდით მეტოქის თამაშზე?
– "სიტი" ძალიან ორგანიზებულად თამაშობდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და ძალიან რთული იყო ჩვენთვის მათი გატეხვა. ისინი ძლიერად გამოიყურებიან და ასე თამაში კარგად ეხერხებათ. აქ "ჩელსი" ჩამოვიდა და დამარცხდა, ხოლო "არსენალთან" მატჩში მათ ძალიან გაუმართლათ, რომ მოთამაშე უკვე თამაშის დასაწყისშივე დაკარგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში სულ სხვაგვარად წარიმართებოდა, ასე რომ, აშკარაა, რომ მათი საკუთარ მოედანზე დამარცხება ძალიან რთულია.
– თქვენი აზრით, თამაშის შედეგი ლოგიკური იყო?
– ღირსეული შედეგი იყო, თუმცა ამავე დროს ჩვენ სტუმრად ფრედ თამაშს ჩვენს ძირითად მიზნად არ მივიჩნევთ. ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვებას ვესწრაფვით. მიმაჩნია, რომ საკმარისად ვაკონტროლებდით ბურთს იმისთვის, რათა თამაში მოგვეგო, მაგრამ ამ მატჩში გოლის გატანა და მოგება ვერ მოვახერხეთ.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ წინა სეზონის მატჩი "ოლდ ტრაფორდზე, როდესაც "წითელმა ეშმაკებმა" 4:3 გაიმარჯვეს, მართლაც ზღაპრული თამაში იყო...
– საერთოდ, ბოლო ოთხი შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მანამდე 1007–08 წლების სეზონში ორჯერ დაგვამარცხეს "ქალაქელებმა".
– თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა "მანჩესტერ სიტი" წინა სეზონთან შედარებით?
– "სიტიში" 5–6 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. ყველამ კარგად ვიცით, რამხელა თანხებს ხარჯავენ "ქალაქელების" მფლობელები გუნდის შესანახად, ტრანსფერებზე. შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ სულ უფრო მეტი ფინანსები დაბანდება კლუბში, სანამ "მანჩესტერ სიტი" დიდ წარმატებებს არ მიაღწევს.
– თქვენ კვლავაც სკეპტიკური დამოკიდებულება გაქვთ თქვენი მეზობლების მიმართ?
– ყოველთვის მაოცებდა ის თანხები, რომელსაც ისინი ხარჯავენ ამა თუ იმ მოთამაშის შესაძენად. მათი პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია და უბრალოდ გამაცოფა იმ ფაქტმა, როგორ მოექცნენ ისინი მარკ ჰიუზს, რომელსაც დაწყებული საქმის დასრულების საშუალება არ მისცეს.
– და მაინც, მათი გულშემატკივრები იმედის თვალით უყურებენ მომავალს.
– "სიტი" მართლაც სერიოზული ოპონენტია, რომელიც ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას, თუმცა ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. სეზონის ბოლომდე კი ჯერ დიდი დროა დარჩენილი.
– ბოლო დროს მოგეძალათ პრობლემები, რომელიც მოთამაშეების ტრავმებს უკავშირდება. ამ მხრივ "იუნაიტედი" უფრო რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე თქვენი ოპონენტები.
– იმედი მაქვს, რომ გიგზი და ნანი მალე დაძლევენ სირთულეებს. ისინი ჩვენ გვჭირდებიან, რათა ჩვენი წაუგებელი სერია გავაგრძელოთ და "ჩელსის" პირველობისთვის ბრძოლაში ამოსუნთქვის საშუალება არ მივცეთ.
– როდის მოახერხებს ჰარგრივზი მოედანზე დაბრუნებას?
– ვფიქრობ, ეს თვე–თვენახევრის შემდეგ მოხდება. ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მან "ვულვერჰემპტონთან" მატჩში მოედანზე მხოლოდ 10 წუთი დაჰყო. ეს კატასტროფაა, არადა, დარწმუნებული ვიყავით, რომ მუხლი უკვე წესრიგში ჰქონდა. ჩვენ მას შანსი იმიტომ მივეცით, რომ ის უბრალოდ ბრწყინვალედ გამოიყურებოდა სავარჯიშო მატჩებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ არ გაუმართლა.
– ამბობენ, რომ "მგლებთან" მატჩში ბევრი მოთამაშე მოედანზე დაინფიცირებული გამოვიდა.
– მართლაც, რამდენიმე ჩვენს მოთამაშეს რაღაც ვირუსი შეეყარა. მაგალითად, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ვიდიჩი იძულებული იყო მაინც გამოსულიყო მოედანზე. შესაძლოა ამჟამად ჩვენთვის არცთუ კარგი პერიოდია, მაგრამ ჩვენ მეტად ძლიერი შემადგენლობა გვყავს და წინსვლა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ.
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

კავშირი ტეგთან: ალექს ფერგიუსონი

კავშირი ტეგთან: ალექს ფერგიუსონი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 