asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რაზე ნერვიულობს მარსელო
რაზე ნერვიულობს მარსელო
რაზე ნერვიულობს მარსელო

2010-11-16 15:16:39



მარსელო ვიეირა 4 წლის წინ "ფლუმინენსედან" გადავიდა მადრიდის "რეალში" და ბევრს ეჭვი ეპარებოდა მის შესაძლებლობებში. მიმდინარე სეზონში კი მარსელო ისე თამაშობს, რომ ყველა აღიარებს მის მნიშვნელოვან როლს "სამეფო გუნდში".

მას ყველა რობერტო კარლოსის მემკვიდრედ თვლის, მაგრამ თავად მარსელო აპირებს "რეალის" ისტორიაში განსაკუთრებული და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.

– ადრე თქვით, რომ დაცვაში თამაში არ გიზიდავთ...

– ეს სიმართლეა, რადგან ბრაზილიაში "ფლუმინენსეში" ვთამაშობდი, იქ კი ფეხბურთი სხვანაირად ესმით. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მოულოდნელად აღმოვჩნდი მადრიდის "რეალში", თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.

– ახლა თქვენ პოპულარული ხართ.

– ყველაფერი გამომდის, რასაც მინდორზე ვაკეთებ და ეს ძალიან მახარებს. მე ჩავატარე ძალიან კარგი მატჩები, ლაპარაკი არ მაქვს მხოლოდ "მილანთან" ჩატარებულ შეხვედრაზე.

– რა შეიცვალა თქვენში ევროპაში გადმოსვლის შემდეგ?

– შეიძლება ითქვას, ყველაფერი, გავხდი უფრო სერიოზული და უფრო აგრესიული.

– წინასასეზონო სამზადისისას ლოს ანჯელესში თავს ცუდად გრძნობდით?

– თავიდან ვფიქრობდი, რომ ჟოზე მოურინიუს არ მოვწონდი. მიუხედავად ამისა, ვარჯიში გავაგრძელე და მწვრთნელის გული მოვიგე. დღეს მოურინიუ ბოლომდე მენდობა.

– წარმოგიდგენიათ როდესმე, როგორი იქნება თქვენი მომავალი "რეალის" გარეშე?

– სამი წლის წინ კლუბმა მთხოვა "ვალიადოლიდში" წავსულიყავი, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინ კლუბში ჯერ კიდევ თამაშობდა რობერტო კარლოსი, ასევე იყო მიგელ ტორესი.

მე ვირწმუნე საკუთარი თავის, მჯეროდა, რომ შემეძლო მეთამაშა მსოფლიოში საუკეთესო კლუბში. აზრი არ შემიცვლია და დღესაც ასე ვფიქრობ.

– რობერტო კარლოსს რაც შეეხება, მისი აჩრდილი თან არ გდევთ?

– მარსელო ვარ და არა რობერტო კარლოსი. ის იყო და ალბათ, იქნება საუკეთესო მარცხენა მცველი ფეხბურთის ისტორიაში. ვიცი, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ის ენატრებათ, მაგრამ რობერტო კარლოსის შეცვლას არ ვაპირებ. მსურს საკუთარი სახელი ჩავწერო "რეალის" ისტორიაში.

– რა მოგცათ მოურინიუმ?

– მწვრთნელმა პირველ რიგში გუნდში ისეთი ატმოსფერო შექმნა, რომ თითოეული ფეხბურთელი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მოურინიუ მწვრთნელი–ჩემპიონია.

პირველ რიგში კი ის არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი გულების დაპყრობა მოახერხა. შეიძლება ეს ეპითეტი გადამეტებულია, მაგრამ თავს ერთ ოჯახად ვთვლით.

– რა განასხვავებს ჟოზე მოურინიუს სხვა მწვრთნელებისგან?

– ის განსაკუთრებული მწვრთნელია, გამარჯვებული, ჩემპიონი. ყველა მწვრთნელი დასაფასებელია, ცდილობენ ყველაფერი მოასწრონ და დაგეხმარონ. მოურინიუ კი მოურინიუა – გამორჩეული ადამიანი.

– ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ნაკრებში არ გიძახებთ.

– ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ბრაზილიის ეროვნული გუნდი ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა მხოლოდ "რეალზე" ვფიქრობ. ეს არის ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფერნანდო ტორესი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online