asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რას პირდება ჟოზე მოურინიუ ბენზემას
რას პირდება ჟოზე მოურინიუ ბენზემას
რას პირდება ჟოზე მოურინიუ ბენზემას

2010-11-09 17:29:53



მთელი სპორტული სამყაროს ყურადღება მილანის "სან სიროს" სტადიონისკენ იყო მიპყრობილი, რომლის მინდორზეც ერთმანეთს ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, "მილანი" და "რეალი" დაუპირისპირდა. ნამატჩევს კი მადრიდელთა პორტუგალიელ დამრიგებელ ჟოზე მოურინიუს სახელდახელო ინტერვიუ ესპანურმა გამოცემა ას–მა ჩამოართვა.

– რატომ დაკარგა მადრიდის "რეალმა" მატჩზე კონტროლი ასპარეზობის მიწურულს, რაც ორ გაშვებულ გოლად დაგიჯდათ?

– ჩემი გუნდი, ჯერჯერობით, ფორმირების პროცესშია და თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელი გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავძლიეთ.

ახლა ყურადღება ფლეი ოფის ასპარეზობების კარგად ჩატარებაზე უნდა გადავიტანოთ. ამ ეტაპიდან უკვე სულ სხვა ფეხბურთი დაიწყება. "სან სიროზე" ჩატარებულ შეხვედრას რაც შეეხება, პირდაპირ ვიტყვი, ნამდვილად უკეთ თამაში გვმართებდა, სამაგიეროდ, თვითონ შეხვედრა გამოგვივიდა საინტერესო. დარწმუნებული ვარ, ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ასპარეზობის თვალის მიდევნებით მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო.

– "მილანის" რომელიღაც გულშემატკივარი მთელი 90 წუთის განმავლობაში ლაზერული სხივით ცდილობდა თქვენს გაღიზიანებასა და ყურადღების გაფანტვას. ამან, წყობიდან არ გამოგიყვანათ?

– არა, რომელიღაც ფანი უკბილოდ ხუმრობდა. სხივი მძლავრი არ იყო, ამიტომაც, საკუთარი მოვალეობების შესრულებაში ხელი არ შემშლია. "მილანის" გულშემატკივრებს არ ვუყვარვარ, მატჩი კი სპორტული დაპირისპირების ფარგლებს არ გასცდენია.

– მსაჯობით კმაყოფილი ხართ?

– მთლიანად მსაჯთა ბრიგადამ მაღალ დონეზე იმსაჯა. თანახმა ვარ, ჰოვარდ უები მადრიდის "რეალის" ყველა შეხვედრას მოემსახუროს. ინგლისელი არბიტრი მაღალი კლასის მსაჯია და მის მიერ დაშვებული ერთი შეცდომა აზრს ვერ შემაცვლევინებს.

პედრო ლეონის მიერ გატანილი გოლი დაეხმარება მას ძირითად შემადგენლობაში ფეხის მყარად მოკიდებაში?

– პედროს მიერ გატანილი გოლი "რეალისთვის" უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადად ფეხბურთელისთვის. ჯგუფში, პრაქტიკულად, პირველი ადგილი გავინაღდეთ, პედრომ კი მისთვის ისტორიული გოლი გაიტანა.

წარმოიდგინეთ, მან პირველად გამოიჩინა თავი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში და ეს "სან სიროზე" მოხდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გასული მატჩის ანალიზისას ჟურნალისტები შეცვლებს დამიწუნებენ, რადგან მინდორზე ერთდროულად ამდენი თავდამსხმელის გაყვანა სარისკოა. მე კი მათ ამგვარ პასუხს გავცემ – მწვრთნელის რისკი ყოველთვის გამართლებულია იმ შემთხვევაში, როცა მისი გუნდი ფსიქოლოგიურად მდგრადია. მადრიდის "რეალმა" ეს მილანში დაამტკიცა.

– ბოლო მატჩებში ქარიმ ბენზემამ გადამწყვეტი როლი შეასრულა შედეგის მიღწევაში. უკანასკნელი ორი შეხვედრაა, ქარიმი სასიკეთოდ შეიცვალა...

– ბენზემა იცვლება, როგორც "რეალის" ბევრი მოთამაშე. იგი ბოლო ხანს უფრო დინამიკურად თამაშობს. ფრანგით კმაყოფილი ვარ. თუ ასე გაგრძელდა, ბენზემა სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდება. ისე არ გამიგოთ, თითქოს გონსალო იგუაინის ასპარეზობა არ მაკმაყოფილებდეს. პირიქით, არგენტინელი მეგოლეც მშვენივრად თამაშობს.

– აქცენტს ტიტულარებზე აკეთებთ. ამის გამო "რეალი" სეზონის მიწურულს არ გადაიღლება?

– გაიხსენეთ წინა სეზონში "პორტუს", "ჩელსის" და "ინტერის" შემადგენლობა და როგორი ფიზიკური კონდიციები ჰქონდათ ამ გუნდების ფეხბურთელებს.

"რეალს", მათთან შედარებით, უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და დაღლის პრობლემა ჩვენს წინაშე არ უნდა დადგეს. სეზონის განმავლობაში თავის გამოჩენის შანსს ყველას მივცემ. მალე როტაციის დრო დაგვიდგება და დარწმუნდებით, "რეალს" უნიჭიერესი ახალგაზრდობა რომ ჰყავს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბენზემა
კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online