| ქალი და მამაკაცი |

პრემიერლიგა ზუსტად საჩემოა
რამირესი: პრემიერლიგა ზუსტად საჩემოა
ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაიმკვიდროს ადგილი არისტოკრატების გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ის ამჟამად ადაპტაციის პროცესშია, ამიტომ საინტერესოა, რას ფიქრობს ინგლისურ ფეხბურთზე, საკუთარ ძლიერ მხარეებზე და სამომავლო გეგმებზე.
მიმდინარე წლის ზაფხულში "ჩელსის" სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია, მაგრამ მოედნის ცენტრში პოზიცია იმით გაამაგრა, რომ გუნდში ბრაზილიის ნაკრების მოთამაშე რამირესი მიიწვია. მართალია, ლისაბონის "ბენფიკას" ყოფილი მოთამაშე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს, ამასთან, ტრავმის მიღებაც მოასწრო, მაგრამ, სამაგიეროდ "არსენალთან" მატჩის დროს ყველამ შეამჩნია, როგორი ტალანტის მფლობელია. იმ დერბიში რამირესმა ბრწყინვალედ ითამაშა. ჯერჯერობით კი ბრაზილიელი ნახევარმცველი მკურნალობს და ინგლისში გატარებული პირველი თვეების შთაბეჭდილებებზე საუბრობს.
– რამდენად მოახერხეთ თქვენთვის ახალ ქვეყანასთან შეგუება, თავს როგორ გრძნობთ ინგლისში?
– ადრე არასდროს მითამაშია ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩემს მშობლიურ ენაზე არ საუბრობენ. სწორედ ამის გამო ჩემთვის აქ ყველაფერი უჩვეულოა. ეს გარკვეულ პრობლემას მიქმნის, მაგრამ ახლა ინგლისურის შესწავლით ვარ დაკავებული, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მალე ყველა სირთულე უკან დარჩება.
– შესძლოა სწორედ ამის გამო ვერ ახერხებთ საკუთარი საუკეთესო თვისებების გამოვლენას პრემიერლიგაში?
– ზოგჯერ ხდება, რომ ვერ ვთამაშობ, ან ისე ვერ ვთამაშობ, როგორც ჩემგან მოელიან, მაგრამ ეს ჩემს ადაპტაციას არ უკავშირდება. "ჩელსის" ფეხბურთელები შესანიშნავად შემხვდნენ, უკეთესს ვერც კი ვინატრებდი. ასევე კლუბში ჩემთვის ყველა პირობაა შექმნილი.
– მზად ხართ იმისთვის, რომ "ჩელსიში" ნამდვილი ბრძოლა მოგიწევთ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად?
– ეს ჩემთვის სიახლეს არ წარმოადგენს. იმ კლუბებში, სადაც მანამდე ვთამაშობდი, "კრუზეიროში" და "ბენფიკაში", ასევე დიდ ზეწოლას განვიცდიდი, მათ შორის იმის გამოც, რომ ჩვენგან ყველა მხოლოდ გამარჯვებას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, "ჩელსიში" ამ მხრივ საქმე კიდევ უფრო სერიოზულადაა, თქვენ განსაკუთრებით გამოგყოფენ, როდესაც ცუდად თამაშობთ და ასევე თავში არ უნდა აგივარდეთ, როდესაც გაქებენ.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან?
– ვიცი, რომ მას ჩემი სჯერა, ამიტომ შემიძლია არ ვინერვიულო და მშვიდად გავაგრძელო მუშაობა საკუთარ თავზე. ეს მე მეხმარება. მაგალითად, აღფრთოვანებული დავრჩი, როდესაც გულშემატკივრებისგან ოვაციები დავიმსახურე "არსენალთან" მატჩის შემდეგ.
– თავად როგორ გგონიათ, თქვენი თამაშის მანერა ინგლისში თამაშისთვის შესაფერისია?
– ვფიქრობ, შესაფერისია, მე ხომ სწრაფი ვარ და იმავდროულად ძლიერიც, მაგრამ საერთოდ ჩემი შესაძლებლობების შეფასება სხვების საქმეა.
– თქვენთვის აქვს მნიშვნელობა იმას, რომელ პოზიციაზე ითამაშებთ მოედნის ცენტრში?
– არა, უნივერსალური ვარ. თავდაპირველად იმ ადგილას მაყენებდნენ, რომელიც ჩვეულებრივ მოედანზე ფრენკ ლამპარდს უკავია.
– და მაინც, თქვენ ალბათ გაქვთ რამე ჩვევა, საყვარელი პოზიცია?
– ყველაზე ხშირად ნახევარმცველის პოზიციაზე მათამაშებდნენ, რომელიც ერთი საჯარიმოდან მეორემდე მოქმედებს. "ჩელსიშიც" რამდენჯერმე მომიწია ამ პოზიციაზე თამაში. ეროვნულ ნაკრებში მანუ მენეზეშიც ჩემთავს სწორედ ამ როლში ხედავს, მაგრამ, გულახდილად მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის სულ ერთია ნახევარდაცვაში რომელ პოზიციაზე მომიწევს თამაში. ეს მწვრთნელმა გადაწყვიტოს.
– როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები ინგლისურ ფეხბურთზე და რისი შენიშვნა მოასწარით?
– ინგლისური ფეხბურთი დაფუძნებულია სისწრაფესა და ფიზიკურ მომზადებაზე, ასე რომ, აქ ბევრი დრო არ რჩება ბურთთან მუშაობისთვის. ყველა გადაწყვეტილების მიღება წამებში ხდება. ყოველთვის კარგად გამომდიოდა ბრძოლა და სწრაფად მოძრაობა, როდესაც ბურთს ვფლობდი. ასე რომ, საფეხბურთო სტილის მიხედვით აქ ყველაფერი მომწონს.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 