| ქალი და მამაკაცი |

"ზესტაფონი" რუსთავში შეაჩერეს
"ზესტაფონი" რუსთავში შეაჩერეს
როვნულ ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. რატომღაც ბევრი ფიქრობდა, რომ მიმდინარე სეზონში "ზესტაფონი" უეჭველი ჩემპიონი გახდებოდა და მას კონკურენციას ბევრი ვერ გაუწევდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო. აგერ, ბოლო შეხვედრა რუსთავის "ოლიმპთან" დათმო, პირველი ადგილი მესამეზე გაცვალა და ძნელად სავარაუდოა, მიმდინარე წელს გუნდმა პირველობა დაიბრუნოს.
ასევე მოგება ვერ შეძლო თბილისის "დინამომაც" და მანაც გვარინად გაირთულა საქმე, თუმცა მეორე ადგილი მაინც დაიკავა, წაგებას ფრე ნამდვილად სჯობს.
რუსთავული სინდრომი
შარშანდელ ჩემპიონატში გუნდებს 14–14 მატჩი რომ ჰქონდათ გამართული, სწორედ მაშინ დაიბრუნა რუსთავის "ოლიმპმა" ცხრილის პირველი საფეხური და მის შემდეგ სეზონის ბოლომდე ოლიმპიდან ძირს არ ჩამოსულა თემურ მახარაძის გაწვრთნილი გუნდი. თუ ზუსტად ერთი წლის წინ "ზესტაფონელთა" ჩამოქვეითებაში უშუალო მონაწილეობა თბილისის "დინამომ" მიიღო (ეროვნულზე "ზესტაფონი" 2:0 დაამარცხა), ახლა თავისი გასაკეთებელი საქმე თავად "ოლიმპმა" გააკეთა.
შეხვედრაში შექმნილი პირველივე ხიფათი გოლად იქცა. სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან ბერიაშვილის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმის რეალიზების უფლება რუსთაველთა კაპიტანმა მიიღო. კვახაძემ ძლიერი დარტყმით ბურთი "ზესტაფონის" აღმართულ კედელს დაუმიზნა, რომელშიც გიორგი რეხვიაშვილი გაეჩხირა სოლივით. სტუმართათვის სამწუხაროდ, კარისკენ კვახაძის გასროლილი ბურთი ამ დროს მასპინძელ მცველთან მოპაექრე დაუშვილის მხარსაც შეეხო და კარის ხაზზე უძრავად დარჩენილი კიპერისგან მარჯვენა კუთხეში აღმოჩნდა – 1:0.
ასეთმა დასაწყისმა სტუმარ–მასპინძელი საინტერესო ორთაბრძოლის მოლოდინით დააიმედა. მოლოდინი არავის გაცრუებია, ესაა, რომ მოგებული მხოლოდ ერთი მხარე დარჩა. გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ "ოლიმპმა" სეზონში მისი საუკეთესო თამაში აჩვენა. თან, როგორ მეტოქესთან? "ზესტაფონი" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რუსთაველთა ერთ–ერთი უმთავრესი კონკურენტია.
შეხვედრაში არცთუ იშვიათი იყო ეპიზოდები, როცა მასპინძლები სტუმრებს მოედნის ცენტრს შეგნებულად უთმობდნენ. სამაგიეროდ, დაცვის მისადგომები ჰქონდათ ისე საფუძვლიანად გამაგრებული, მისი გარღვევა თვით ჩემპიონატის ყველაზე მრისხანე თავდასხმის მქონე "ზესტაფონს" უჭირდა. ერთადერთი მომენტი, როცა "ოლიმპის" დაცვა შეცდა, მე–13 წუთზე შეიქმნა, მაგრამ დვალის ზუსტი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილ გელაშვილს უძლიერესად დარტყმული ბურთი ბედიაშვილმა მოუგერია.
"ოლიმპი" მოედნის ცენტრს კი თმობდა, მაგრამ სანაცვლოდ აქცენტს სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებდა. ამ დროს მასპინძელთათვის განსაკუთრებით გამოსადეგი გეწაძისა და მოდებაძის ფლანგებიდან აქტიური თამაში იყო. სხვათა შორის, მწვრთნელის მითითებით, რუსთაველთა ეს შემტევი შუახაზელები ხშირად იცვლიდნენ ფლანგებს, რაც "ზესტაფონის" დაცვას ზედმეტ პრობლემებს უქმნიდა.
კვასხვაძის კარს ყველაზე ხშირად მასპინძელთა გამოკვეთილი ფორვარდი გიორგი ბერიაშვილი უტევდა. მის შორეულ დარტყმებს ხან სიზუსტე აკლდა, ხან სტუმართა კიპერი ეუფლებოდა.
პირველ ტაიმში შექმნილი მომენტებიდან სტუმართა კართან 42–ე წუთზე ორგანიზებული კომბინაციის გამოყოფა ღირს. ი

კავშირი ტეგთან: კარლო კაჭარავა

კავშირი ტეგთან: კარლო კაჭარავა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 