asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გარეტ ბეილი: "ჩემი ღირსება სისწრაფეა"
"ჩემი ღირსება სისწრაფეა"
გარეტ ბეილი: "ჩემი ღირსება სისწრაფეა"

2010-11-08 17:46:08



ბოლო დღეები საფეხბურთო სამყაროში აქტიურად საუბრობენ "ტოტენჰემის" მარცხენა განაპირა მცველზე გარეტ ბეილზე. ფეხბურთელმა საყოველთაო მოწონება და აღტაცება დაიმსახურა, როდესაც "ინტერის" კარში სან–სიროზე 3 უპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო მეორე თამაშში კი 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ინტერთან" ამის გაკეთება სულაც არ არის ადვილი. როდესაც შენს წინააღმდეგ მაიკონი თამაშობს და მას მთელი მატჩის მანძილზე პირწმინდად დაჩაგრავ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.



გარეტ ბეილი უკვე მეორე წელიწადია "ტოტენჰემში" უმაღლეს დონეზე გამოდის. შარშან მან "ჩელსის" ბრწყინვალე გოლი გაუტანა და ამით უკვე ბევრს დაამახსოვრა თავი. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ბეილს ტოტენჰემში დიდხანს არავინ გააჩერებს. ეს საუბრები არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან ბეილით აქტიურად არის დაინტერესებული კატალონიის "ბარსელონა". კატალონიელები სერიოზულად არიან დაინტერესებულები ბეილის შეძენით, რადგან ეს პოზიცია "ბარსელონაში" პრობლემატურია. თავად ბეილი, ჯერჯერობით, ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ "ტოტენჰემიდან" წასვლას არ აპირებს. ტრადიციულად ფეხბურთელები მსგავს განცხადებებს აკეთებენ ხოლმე, მაგრამ გუნდიდან მაინც მიდიან, ამიტომ, ალბათ შორს არ არის ის დრო, როდესაც ბეილი "ბარსელონას" მაისურს მოირგებს.

საინტერესოა, თავად ფეხბურთელი რას ფიქრობს ამის შესახებ. გთავაზობთ ინტერვიუს გარეტ ბეილთან.

– "ინტერთან" გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. როგორ მოახერხეთ ჩემპიონთა ლიგის მფლობელის დამარცხება?

– ეს თამაში უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და ნამდვილად ვიმსახურებდით გამარჯვებას. ჩემი აზრით, ასე კარგად "ტოტენჰემს" დიდი ხანია არ უთამაშია. ძალიან მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ყოველთვის გიხარია, როდესაც გუნდისთვის სარგებელი მოგაქვს. ამ თამაშში "ტოტენჰემმა" აჩვენა, რომ მას შეუძლია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გუნდების დამარცხება. დარწმუნებული ვარ, ჯგუფურ ეტაპს გადავლახავთ და მერე რა იქნება, ვნახოთ.

– ჰეთრიქის შესრულება სან–სიროზე ცოტა ფეხბურთელს შეუძლია.

– დღემდე არ მჯერა, რომ ამის გაკეთება შევძელი, თუმცა, ის თამაში წავაგეთ, ამიტომ ჩემი გოლები მაინცდამაინც არ გამხარებია. ჩემთვის მთავარია, გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, ხოლო ინდივიდუალური მიღწევები ჩემთვის მეორე პლანზეა. ის თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ და მარცხიც ამის ბრალი იყო. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ინტერი" ძალიან ძლიერი გუნდია. მაგრამ შეცდომების გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გავალთ.

– "ბარსელონაში" გადასვლა არ გინდათ?

– "ბარსელონა" უდიდესი გუნდია და იქ თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ მე, ჯერჯერობით, "ტოტენჰემის" ფორმა მაცვია, ამიტომ ამ გუნდის ღირსებას ვიცავ, ამიტომ "ტოტენჰემის" გარდა, არცერთ გუნდზე არ ვფიქრობ. "ტოტენჰემში" თავს კარგად ვგრძნობ, ამიტომ სხვა გუნდში გადასვლა არ მინდა. თუ "ბარსელონა" კონკრეტული წინადადებით მომმართავს, მაშინ აუცილებლად დავფიქრდები. მანამდე კი ჩემი საფიქრებელი მხოლოდ "ტოტენჰემია".

– ჩემპიონობის შანსი გაქვთ?

– ჩემპიონატი არც ისე კარგად დავიწყეთ, ამიტომ ჩემპიონობის შანსი ჩემი აზრით, არ გვაქვს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც "ჩელსი" ასეთ ფორმაშია, ისინი ისევ აშკარა ფავორიტები არიან ჩემპიონატის. მათი შეჩერება და მით უმეტეს, დამარცხება ძალიან რთული იქნება. "ტოტენჰემი" აუცილებლად იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად და ამის კარგი შანსი გვაქვს. უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ ჩვეულ რიტმში თამაში და შარშანდელ შედეგს გავიმეორებთ.

– შემდეგი თამაში "ვერდერთან" ძალიან მნიშვნელოვანი იქნება?

– ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მოგების შემთხვევაში ჩვენ ფაქტობრივად გავდივართ შემდეგ ეტაპზე, თუმცა, ჩვენ თითქმის გასულები ვართ, რადგან დარწმუნებული ვარ "ინტერი" "ტვენტეს" დაამარცხებს, რითიც ჩვენ უნდა ვისარგებლოთ. ამ ჯგუფიდან "ტოტენჰემი" და "ინტერი" გააგრძელებენ შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, ამიტომ მათ მოუთმენლად ველი.

– რას თვლით თქვენს მთავარ ღირსებად?

– ალბათ, მიხვდით ჩემს პასუხს. ჩემი მთავარი ღირსება სისწრაფეა, რადგან სისწრაფე მაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტოქეებს გვერდი ავუარო და მოწინააღმდეგეებს პრობლემები შევუქმნა. მაგრამ სისწრაფე ჩემი ერთადერთი ღირსება არ არის. მე შემიძლია 90 წუთი შეუჩერებლად ვირბინო, ანუ ძალიან გამძლე ვარ და ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული. ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პლიუსია. თუმცა, არ მინდა თავის ქება დავიწყო.

– როგორ ეგუებით იმ ფაქტს, რომ მალე შეიძლება სუპერვარსკვლავი გახდეთ? – ამაზე ბევრს ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგან ამაზე ფიქრი რომ დავიწყო, აუცილებლად ვარსკვლავური დაავადება დამემართება, ეს კი ჩემს კარიერაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. როდესაც იმაზე ფიქრს იწყებ, რომ შენზე ძლიერი ამქვეყნად არავინ არის, შენი საქმეები უკვე უკან მიდის. მე მიყვარს ფეხბურთი და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს შევძლებ კარიერის გაგრძელებას და ფეხბურთის თამაშს.

ბექა გოგინაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მაიკონი
კავშირი ტეგთან: მაიკონი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online