| ქალი და მამაკაცი |

რაფაელ და სილვა ინგლისურმა ჩიპსებმა მოხიბლა

ბრაზილიელმა ცველმა რაფაელ და სილვამ უკვე 50 მატჩზე მეტი ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში, ხოლო საიუბილეო, 50–ე მატჩი 20 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბურსასთან" გამართა. ეს მისი პირველი მატჩი იყო, "მანჩესტერისთვის" იმ ავადმოსაგონარი ნახევარფინალური განმეორებითი მატჩის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნთან", გასულ სეზონში, როდესაც იგი მოედნიდან გააძევეს, ხოლო მანკუნიანელები გათამაშებას გამოეთიშნენ. თურქულ კლუბთან განმეორებითი მატჩის წინ რაფაელი იხსენებს, რას განიცდიდა იმ მატჩის შემდეგ და ასევე საუბრობს მის ჩიპსებით გატაცებაზე.
– რას გრძნობთ, როდესაც "ბაიერნთან" იმ მატჩს იხსენებთ?
– იმ მატჩის შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. შესაძლოა, პირველი ყვითელი ბარათი (მარკ ვან ბომელისთვის ფეხებში ჩარტყმისთვის) იმ მატჩში სულელურად მივიღე, მაგრამ მეორე (ფრანკ რიბერის დაჭერისთვის)... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რეფერი საერთოდ ყვითელ ბარათს გამოიყენებდა ასეთი დარღვევისთვის, მაგრამ გაკვეთილი, რომელიც მივიღე, მნიშვნელოვანი გამოდგა ჩემთვის, როგორც ფეხბურთში, ისე ცხოვრებაში. ახლა ეს ყოველივე უნდა უკუვაგდო და მთელი ყურადღება საკუთარ მომავალზე გადავიტანო.
– როგორი იყო განწყობა გასახდელში მატჩის შემდეგ?
– მაშინ მეჩვენებოდა, რომ ყველა მე მიყურებდა და მეუბნებოდა, ეს რა ჩაიდინეო, მაგრამ რაიან გიგზმა და პოლ სქოულზმა გვერდით გამიყვანეს, გამესაუბრნენ და ჩემს მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოიჩინეს. უნდა ვთქვა, რომ ჯონ ევანსი, გიბსონი, რიო... მათაც გამოხატეს ჩემს მიმართ მხარდაჭერა. მაშინ ბევრი თანაგუნდელი მამშვიდებდა. ასეთია ეს კლუბი.
– თქვენს კარიერაში ეს იყო ყველაზე მძიმე მომენტი?
– ეს იყო ყველაზე საშინელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. იმ საღამოს მივხვდი, რომ შეიძლება სულ ორიოდ წუთში სამოთხიდან ჯოჯოხეთში აღმოჩნდე. პირველ ტაიმში წარმატებით ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ... იცით, რაც მოხდა. მე რომ არ გავეძევებინე, ჩვენ ნამდვილად მოვიგებდით იმ მატჩს და ახლა ჩემი ცხოვრებაც სულ სხვაგვარი იქნებოდა. ეს მხრებიდან დიდ ტვირთს მომხსნიდა. ახლა კი ვგრძნობ, რომ უნდა დავუმტკიცო საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშს ვიმსახურებ.
– მაგრამ გულშემატკივრები ნიჭიერ ფეხბურთელად გთვლიან...
– ვიცი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი დავარწმუნო, უფრო მთავარი კი საკუთარი თავი, რომ შემიძლია ამ დიდებულ კლუბში თამაში. იმ განწყობით ვთამაშობ, რომ წარმატებას უკვე ამ სეზონშივე მივაღწიო.
– თქვენი აზრით, რამდენად უშეღავათო იქნება მატჩი თურქეთში?
– გასულ სეზონში მე არ მითამაშია "ბეშიქთაშთან", სამაგიეროდ, ითამაშა ჩემმა ძმამ, ფაბიომ. მან მითხრა, რომ იქ საგიჟეთია. მათი ფანები განუწყვეტლივ, მთელი 90 წუთის მანძილზე ყვირიან და გუნდს აიძულებენ წინ წავიდნენ. ასეთ ატმოსფეროში კი ფრე არცთუ ურიგო შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ "იუნაიტედში" ყოველთვის საბრძოლო განწყობაა და გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის.
– თქვენ ხშირად გაქებენ შეტევაში მონაწილეობისთვის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ დროს დაცვაში თქვენი თამაში შეუმჩნეველი რჩება?
– არა, თუ შეტევაში ჩართვაა საჭირო, წინ მივდივარ, მაგრამ თუ აუცილებელია დაცვაში ჩემი სამუშაოს შესრულება, უკან ვიხევ. ადრე შეტევებში უფრო ხშირად ვერთვებოდი, ახლანდელთან შედარებით, მაგრამ ინგლისში ბევრი რამ ვისწავლე და ახლა უკვე ვიცი, რომ ყოველთვის ამას ვერ გავაკეთებ. უფრო ხშირად დაცვაში მიწევს თამაში. როდესაც მოედანზე გავდივარ, მე პირველ რიგში მცველი ვარ და ჩემი მიზანია, მეტოქეს ჩვენს კარში გოლის გატანის საშუალება არ მივცე.
– ფიქრობთ, რომ ამ სეზონში მოახერხებთ გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველის ადგილის დამკვიდრებას?
– ყოველთვის მინდა გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ვიყო და ამისთვის თავდაუზოგავად ვიშრომებ. როდესაც გუნდში გამოვჩნდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მესმოდა, რომ ყოველთვის ვერ ვითამაშებდი. დღეს უკვე აღარ მიმაჩნია, რომ სათადარიგოთა სკამზე უნდა ვიჯდე, უბრალოდ, უკვე ყველა მატჩში მონაწილეობის მიღება მსურს. აუცილებლად მუდმივად მზად უნდა იყო, რომ სერ ალექს ფერგიუსონი შანსს მოგცემს და თუ დღეს მოედანზე არ გახვალ, მთელი მომდევნო კვირა კიდევ უფრო თავდაუზოგავად უნდა იშრომო. მოთმინებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
– "მანჩესტერ იუნაიტედში" უკვე 50 მატჩი გაქვთ ჩატარებული. კიდევ რამდენი მატჩის ჩატარებას ისურვებდით?
– არ მინდა საკუთარი თავი რაღაც ჩარჩოებით შევზღუდო, მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" 500 მატჩის გამართვას მოვახერხებ. ინგლისში იმისთვის ჩამოვედი, რომ ბევრი ვიშრომო და ფეხბურთი ვითამაშო და მინდა, რომ ეს რაც შეიძლება დიდხანს ვაკეთო, რამდენაც ეს შესაძლებელი იქნება. ყოველი ჩატარებული მატჩი ოცნებაა, რომელსაც ცხოვრებაში ხორცი ესხმება.
– მანჩესტერში უკვე სამი წელი ხართ. ცოტა ინგლისელად ხომ არ გრძნობთ თავს?
– ჩიპსები მიყვარს! თუმცა ყოველთვის მიყვარდა, ინგლისში კი საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს მე ინგლისელად მხდის? (იცინის) სერიოზულად კი, აქ ძალიან კეთილი ხალხია, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის. სწორედ მათი წყალობით აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მანჩესტერში თავს მართლაც ბედნიერად ვგრძნობ.
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

კავშირი ტეგთან: ალექს ფერგიუსონი

კავშირი ტეგთან: ალექს ფერგიუსონი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 