| ქალი და მამაკაცი |

ვინ ესიზმრება ხშირად ანდრეი შევჩენკოს
ვინ ესიზმრება ხშირად ანდრეი შევჩენკოს
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და კიევის "დინამოს" თავდამსხმელ ანდრეი შევჩენკოს საფეხბურთო კარიერაში ერთი ოცნება დარჩა. მას სურს, საკუთარი ქვეყნის უპირველეს გუნდს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლაში დაეხმაროს.
ჟურნალისტთან საუბრისას 34 წლის შევჩენკომ საკუთარი ოცნებების პარალელურად, მის საფეხბურთო კარიერაზე, ვალერი ლობანოვსკის გავლენასა და სხვა მწვრთნელების როლზეც ისაუბრა.
– უმაღლეს დონეზე 15 წელიწადზე მეტი ითამაშეთ. რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი თამაში?
– ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია – ენერგია, სიამოვნება, ემოცია... ახლაც კი, როცა 34 წლის ვარ, მსურს ყველა შეხვედრა მოვიგო. ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვი, ვარჯიშებზე თუ მეგობრებთან თამაშის დროს.
ფეხბურთი გამარჯვებულთა თამაშია. თუ გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გაქვს, წარმატებას ვერასდროს მიაღწევ. კიევის "დინამოს" აკადემიაში პირველივე დღიდან მხოლოდ ამას მასწავლიდნენ. სწორედ ასეთი იყო კლუბის იდეოლოგია იმ დროიდან მოყოლებული, როცა იქ მუშაობა უდიდესმა ვალერი ლობანოვსკიმ დაიწყო.
– რა ისწავლეთ ლობანოვსკისგან?
– ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ლობანოვსკის პირველად რომ შევხვდი. მან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. რაც უფრო დიდ დროს ვატარებდი მასთან, მით უფრო მიკვირდა, რატომ უქმნიდა პრესა მას "რკინის კაცის" იმიჯს.
ლობანოვსკი, ანუ ვასილევიჩი, როგორც მას ვეძახდით, ძალიან განათლებული პიროვნება იყო. ის შეუვალი იყო ვარჯიშებზე, მაგრამ მის გარეთ იუმორით აღსავსე პიროვნება გახლდათ. ვალერი ლობანოვსკი საკუთარ ქმედებებში ყოველთვის 100 პროცენტით იყო დარწმუნებული და ფეხბურთელებისადმი საკუთარი იდეების მიწოდება საუკეთესოდ შეეძლო.
ეს მთავარი რამ იყო, რაც მისგან ვისწავლე: მიზნის მიღწევა მხოლოდ მაშინააშესაძლებელი, როცა საკუთარი თავის რწმენა გაქვს. ჩემზე ლობანოვსკიმ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ მას ახლაც კი სიზმრებში ხშირად ვხედავ.
– ლობანოვსკი როგორი ფეხბურთის მიმდევარი იყო?
– მისი ვარჯიშის მეთოდები და იდეები დროს უსწრებდა. ის ფეხბურთელებს მცველებად და თავდამსხმელებად არ ყოფდა. ვასილევიჩს ისეთი შემსრულებლები მოსწონდა, რომლებსაც ყველანაირი განათლება ჰქონდათ მიღებული.
მისი სამწვრთნელო ტალანტი ის იყო, რომ ფეხბურთელის გუნდის საკეთილდღეოდ გამოყენება შეეძლო. მე ის პრესინგისთვის, მეტოქის შეტევების ჩაშლისთვის და მათი კარის ასაღებად მიყენებდა, ასევე მთხოვდა, რომ თამაში კარგად წამეკითხა და საუკეთესო პოზიციიდან შემეტია. მისი რჩევები ძალიან წამადგა, როდესაც ჩემს პირველ ევროპულ კლუბ "მილანს" მივაშურე.
– რა იყო მისი საფეხბურთო ოცნება?
– ჩემპიონთა ლიგის მოგება. სამწუხაროდ, კიევის "დინამოს" 1999 წელს ფინალში თამაშამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
– ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე რომელმა ფეხბურთელებმა მოახდინეს?
– კიევის "დინამოს" ბრწყინვალე თავდამსხმელმა ოლეგ ბლოხინმა. ის წარმოუდგენელ სისწრაფეს ავითარებდა. მისი თამაში ცოცხლად მაშინ ვნახე, როდესაც საფეხბურთო კარიერას ასრულებდა.
ის გუნდის ლიდერი იყო, იდეალურ გადაცემებს აკეთებდა და ლამაზი გოლები გაჰქონდა. მოხარული ვარ, მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ეროვნულ გუნდში რომ მომიწია თამაში.
მაშინ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მოვახერხეთ მისვლა. ოლეგთან ბევრი რამ მაკავშირებს და მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
– მთლიანობაში,თქვენს კიეველ მწვრთნელებზე რას იტყვით?
– ბევრ უმაღლესი დონის მწვრთნელთან მომიწია მუშაობა. ყველა მათგანისგან რაღაც ვისწავლე, ყველამ საკუთარი სულის ნაწილი მომცა. ჩემმა პირველმა მწვრთნელმა, ალექსანდრ შპაკოვმა ქუჩაში თამაშისას შემამჩნია და ჩემი მშობლები დაარწმუნა, რომ ფეხბურთი ჩემი ბედისწერა იყო, რომ დიდ ფეხბურთს ვითამაშებდი.
იოჟეფ საბოს დამსახურებით სარეზერვო გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში გადამიყვანეს. იმ პერიოდში კიევის "დინამოში" ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გამოდიოდა და საბომ, საკუთარი რეპუტაციის რისკის ხარჯზე, აქცენტი ჩემზე გააკეთა. იქ უკვე ლობანოვსკი დამხვდა...
– საზღვარგარეთ თქვენი პირველი მწვრთნელი ალბერტო ძაკერონი იყო...
– ის "მილანთან" შერწყმაში დამეხმარა. ალბერტო ფეხბურთითაა დაავადებული და დღე და ღამე მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს.
– კარლო ანჩელოტიზე რას იტყვით?
– დიდებული ადამიანი და მწვრთნელია. მასთან სხვადასხვა თემებზე არაერთხელ მისაუბრია და ეს საუბრები ხშირად დამხმარებია "მილანში" გატარებულ პერიოდში.
სულაც არ გამკვირვებია, ლონდონის "ჩელსიში" მისვლის პირველსავე სეზონში რომ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა. ის ფეხბურთელებს უსმენს, რაც ამჟამინდელ მწვრთნელებში იშვიათობაა.
– ჟოზე მოურინიუ მართლა ისეთი საშინელია, როგორც მას პრესა გვისახავს?
– არა მგონია. მას რთული ხასიათი აქვს, მაგრამ საერთო ენის გამონახვა რთული არ არის. ჟოზეს ფეხბურთელების მოტივირება, ერთ ტალღაზე დაყენება შეუძლია და ამით არაერთ წარმატებას მიაღწია. ის პირდაპირი ადამიანია. მოურინიუ მართალი იყო, როდესაც მითხრა, რომ მოედანზე მხოლოდ მაშინ გამიშვებდა, როდესაც ფორმას სრულად აღვიდგენდი. 2006 წელს პრაქტიკულად არ მითამაშია.
მან საკუთარი თავის შესაცნობად დრო მომცა. მთელი ძალით ვემზადებოდი და შემდგომში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მოვახერხე, სეზონის ბოლო სამი თვე თამაში ხშირად მიწევდა. მერე ტრავმა მივიღე. "ჩელსიში" ჩემი კარიერა ტრავმებმა დაამსხვრია და არა ჟოზემ.
– ინგლისისა და იტალიის საფეხბურთო კულტურა ერთმანეთისგან რითი განსხვავდება?
– იტალიაში ყველაზე დიდი ყურადღება ტაქტიკას ეთმობა. ინგლისში ფეხბურთი უფრო სწრაფია და მოთამაშეები ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვიან. ამას მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე აკეთებენ. ნისლიან ალბიონზე ფეხბურთელთა ჯენლტმენურმა ქცევამაც მომხიბლა. იქ ფეხბურთელისა და გულშემატკივრის დამოკიდებულებაც განსაკუთრებულია.
– თქვენ ფანებთან კარგი ურთიერთობა გქონდათ?
– მათი მადლობელი ვარ. მოედანზე გასვლისას გულშემატკივართა თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი. ძალიან ბევრმა ცნობილმა ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაშიტიტულის მოგება ვერ მოახერხა, მე კი თითქმის ყველა საფეხბურთო ოცნება ავიხდინე.
გამარჯვებებს მივაღწიე უკრაინაში, იტალიაში და ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშედაც მაღიარეს, მაგრამ ჩემი საფეხბურთო მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა. ახლა ჩემი მთავარი ოცნება ის არის, რომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალში თამაშში დავეხმარო.
ანდრეი შევჩენკო
დაიბადა 1976 წლის 29 სექტემბერს უკრაინაში
პოზიცია: თავდამსხმელი
მეტსახელი: შევა, მეფე, ეშმაკი აღმოსავლეთიდან
საკლუბო კარიერა: კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი (1986–1994 წლები), კიევის "დინამო" (1994–1999), "მილანი", იტალია (1999–2006), "ჩელსი", ინგლისი (2006–2009), "მილანი", იტალია (2008–2009), კიევის "დინამო" (2009 წლიდან)
საერთაშორისო კარიერა: უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრებში – 8 თამაში, 5 გოლი (1994–1995 წლები); უკრაინის 21–წლამდელთა ნაკრებში – 7 მატჩი, 6 გოლი (1994–1995); უკრაინის ეროვნულ ნაკრებში, 1995 წლიდან დღემდე ჩაატარა 100 შეხვედრა, გაიტანა 45 გოლი.
მიღწევები: უკრაინის ჩემპიონი (1995, 1996, 1997, 1998, 1999), უკრაინის თასის მფლობელი (1996, 1998, 1999), ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი (1999), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2003), უეფას სუპერთასის მფლობელი (2003), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2003), იტალიის ჩემპიონი (2004), იტალიის თასის მფლობელი (2003), იტალიის სუპერთასის მფლობელი (2004), ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2005, 2008), ინგლისის თასის მფლობელი (2007), ინგლისის ლიგის თასის მფლობელი (2007), ინგლისის სუპერთასის მფლობელი (2009), მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4–ფინალისტი (2006), ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთის მფლობელი (2004), უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1999), იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (2000, 2004), ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (1999, 2001, 2006), უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელი (1997, 1999, 2000, 2001, 2004, 2005), მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად პოლდენ ფოოტ–ის ვერსიით (2005), ბრინჯაოს ბურთის მფლობელი ფრანს ფუტბოლის ვერსიით (1999, 2000), მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამეადგილოსანი უორლდ სოკერის ვერსიით (1999, 2000, 2004), მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამეადგილოსანი ფიფას ვერსიით (2004).

კავშირი ტეგთან: ანდრეი შევჩენკო

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 