| ქალი და მამაკაცი |

"დამარცხებულის როლში თავი ვერ წარმომიდგენია"
ვახო სანაია: "დამარცხებულის როლში თავი ვერ წარმომიდგენია"
ტელეჟურნალისტი ვახო სანაია დღეს სწორედ იმ საქმეს აკეთებს, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მისი ცხოვრების დევიზია "მიზანი ამართლებს საშუალებას", ამიტომ ამბობს, რომ ადამიანმა მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთოს, უნდა გარისკოს კიდეც. თვითონ, როცა ამ გადასახედიდან ცხოვრებაში მის მიერ გადადგმულ რისკიან ნაბიჯებს აფასებს, თვლის, რომ ყველამ გაამართლა. კონკურენცია კი მისთვის აზარტის წყაროა. ვახო თვლის, რომ ცოტაოდენი ავანტიურიზმი ნებისმიერ საქმეში საჭიროა.
– ვახო, თქვენი ძმა, გიორგი, საქართველოში ყველაზე ცნობილი და თან საყვარელი ჟურნალისტი იყო. როცა პროფესიას ირჩევდით, ალბათ იმაზეც ფიქრობდით, რომ ძმას შეგადარებდნენ და მისი ჩრდილის ქვეშ მოქცევა არ აგცდებოდათ. იყო თუ არა რისკი, როცა მაინც თქვენი ძმის კვალს გაჰყევით?
– საერთოდ, ყველა საქმის დაწყება რისკს უკავშირდება, არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტიკა იქნება ეს თუ სხვა სფერო. მაინც უნდა გარისკო და ნაბიჯი წინ გადადგა. ვერ ვიტყვი, რომ პროფესიის არჩევა დიდ რისკს უკავშირდება. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, მიზანს აუცილებლად მივაღწევ, თუნდაც ამისთვის დიდ რისკზე მომიწიოს წასვლა.
შეიძლება წარმატების შანსი სულ რაღაც 5 პროცენტი იყოს, მაგრამ თუ ძალიან გინდა, უნდა გარისკო. მე ცხოვრებაში ბევრჯერ გამირისკავს და მომიგია კიდეც. ჩემი აზრით, ცოტა ავანტიურისტიც უნდა იყო. წარმატების მისაღწევად არის მეორე გზაც – ყველაფერი ძალიან დალაგებულად და სწორად უნდა გათვალო. ისიც უნდა ითქვას, რომ რისკი სიფრთხილეს არ გამორიცხავს. როდესაც რაღაცას კარგად გათვლი, მერე რისკავ. დაუფიქრებლად რისკიანი ნაბიჯის გადადგმა სისულელეა. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები მარცხით მთავრდება ხოლმე. ამიტომ რისკი გარკვეულ გათვლებსაც მოიცავს, მაგრამ ასპროცენტიანი გარანტია არასოდეს გაქვს.
– თქვენს გადაცემაში "რეპორტაჟი" ხშირად გადის სიუჟეტები ცხელი წერტილებიდან, საშიში ზონებიდან. ესეც თავიდანვე ჩაფიქრებული გქონდათ?
– მინდოდა, ისეთი გადაცემა მქონოდა, სადაც ექსტრემალური სიუჟეტების მომზადება მოგვიწევდა. როდესაც ჯგუფს ავღანეთში, ირანსა ან ჩერნობილში უშვებ, ამაში, რა თქმა უნდა, არის დიდი რისკი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ შეიძლება რაღაც მოხდეს. განსაკუთრებული საფრთხე ჩერნობილში მუშაობისას იყო. როდესაც ჩემს ჟურნალისტს აპარატმა წითელი აუნთო და აჩვენა, რომ ის დასხივებული იყო, საშინელ მდგომარეობაში ჩავცვივდით. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა – აღმოჩნდა, რომ დასხივებას გადაურჩა, უბრალოდ აპარატი მოიშალა. ჩვენ გავრისკეთ, წავედით ჩერნობილში და მაღალრეიტინგული რეპორტაჟი გამოვიდა. ასე რომ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა რისკმა გაამართლა. ამ ტიპის გადაცემის გაკეთებაც რისკს უკავშირდებოდა, მაგრამ ახლა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაბიჯიც გამართლებული იყო.
– როგორი ხართ პროფესიის მიღმა, რისკს არც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ერიდებით?
– აფექტური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში არაერთხელ გამირისკავს. მაგალითად, როდესაც მე და ჩემს მომავალ მეუღლეს ერთმანეთი შეგვიყვარდა, ამქვეყნად არაფერი გვებადა, მაგრამ მაინც გავრისკეთ. გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა და დიდ რისკზეც წავედით.
– ალბათ აზარტულიც ხართ.
– ცხოვრებაში ნამდვილად აზარტული ვარ, ყველანაირი გაგებით, მაგრამ არც კაზინოში მიყვარს სიარული და არც ტოტალიზატორში ვთამაშობ. ბავშვობაში ფეხბურთით ისე ვიყავი გატაცებული, გადარეული ვთამაშობდი. ეს სპორტი ახლაც ძალიან მიყვარს.
– აზარტული თამაშები საერთოდ არ გაინტერესებთ?
– არა, კაზინოში არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ნებისმიერ მარტივ თამაშში, თუნდაც ბანქოში, ძალიან აზარტული და ჟინიანი ვარ. გულგრილად ვერც ეზოში ვითამაშებ ფუხბურთს. წაგებას ვერ ვეგუები, როგორი პატარა გასართობიც უნდა იყოს, ყველგან პირველობა მინდა.
– არ ვიცოდი, ეზოში ფეხბურთს დღემდე თუ თამაშობდით.
– ფეხბურთს მთელი ცხოვრება ვთამაშობ და ორივე ფეხიც რომ წამერთვას, მაინც ვითამაშებ! სპორტის ამ სახეობას მაშინაც აქვს დიდი აზარტი, როცა შენ არ თამაშობ და უბრალოდ გულშემატკივრობ. ამ დროს გგონია, რომ ერთი ცხოვრება გავიდა.
– ხომ არ ნანობთ, ფეხბურთელი რომ არ გამოხვედით?
– ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდი. მერე ისე მოხდა, რომ სპორტს ვერ გავყევი, მაგრამ ფეხბურთი ჩემი ცხოვრების დიდ სიყვარულად რჩება. ყველაფერზე მეტად მიყვარს.
– თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ ბუნებით ლიდერი ხართ და პირველობა გიყვართ. ეს ყოველთვის გამოგდით?
– ჩემზე მართლაც ამბობენ, რომ ბუნებით ლიდერი ვარ. წაგებას ვერ ვეგუები და დამარცხებულის როლში თავი ვერ წარმომიდგენია. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ გავიმარჯვო.
– ყველანაირ ხერხს მიმართავთ იმისთვის, რომ პირველი იყოთ?
– მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამისთვის ვინ როგორ ხერხს გამოიყენებს, ეს მხოლოდ მისი საქმეა, ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდები. წარმატების სურვილი ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება, რომ ადამიანს ამოძრავებდეს.
– როგორი ხართ მაშინ, როცა დასახული მიზნის განხორციელებას ვერ ახერხებთ?
– ამ დროს ძალიან გაბრაზებული, მაგრამ იმავე დროს მოტივირებული ვარ, რომ ის საქმე გავაკეთო. ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი პირველივე ცდაზე გამომივიდეს, მაგრამ თუ ასე არ ხდება, მერე მეორედ და მესამედაც უნდა ვცადო. ბოლოს აუცილებლად გამომივა.
– ოდესმე ექსტრემალური სპორტით თუ დაინტერესებულხართ?
– ძალიან მიყვარს მანქანით სწრაფი სიარული, როცა საჭესთან მე არ ვზივარ. ჯომარდობაში მივიღე მონაწილეობა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ ლაშქრობებში. მთებზე ძრომიალი ჩემი ჰობია.
– სად პოულობთ ადრენალინს?
– ყველაფერში შემიძლია ვიპოვო. ჩემს პროფესიაში კი მოჭარბებული რაოდენობითაა, ამიტომ გარეთ ძებნა არ მჭირდება.
– როგორი ინტუიცია გაქვთ?
– არ არსებობს, რაღაცაზე ვიფიქრო და ალღომ მიღალატოს. შეიძლება ითქვას, ყოველთვის მიმართლებს. მაქვს ადამიანის ამოცნობის უნარი, შემიძლია ვთქვა, ეს ამას გააკეთებს თუ არ გააკეთებს.
– როგორი ხართ კონკურენტებთან?
– საერთოდ, როცა ამ სფეროში ახალი თაობა მოდის, მაგიდასთან ყველა სკამი დაკავებულია. ალბათ ასევეა ყველა სხვა პროფესიაში. შენ უნდა იბრძოლო წარმატებისათვის. რა თქმა უნდა, შესაძლოა ვიღაცას ვიღაცა ეხმარებოდეს, ანუ აბსოლუტური სამართლიანობა არსად არის. როდესაც მე ვიწყებდი ჟურნალისტიკას, ვიღაც შეიძლება უკეთეს პირობებში იყო, მაგრამ ამაზე არასოდეს მიფიქრია. შენ ზუსტად იმ გარემოში უნდა მოიპოვო უპირატესობა, როგორშიც ხარ. თუ სულ იბრძვი, დრო არ გრჩება იმაზე ფიქრისთვის, რომ შეიძლება მსხვერპლი გახდე. როცა კონკურენტი გყავს, მუდმივად ფორმაში ხარ. დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში ბევრი ნიჭიერი ჟურნალისტია და კარგი გადაცემებიც კეთდება, მაგრამ მე კონკურენციის არ მეშინია, პირიქით, მიხარია.
– სიყვარულში თუ იყავით აზარტული, რომ სასურველი გოგონას გული მოგეგოთ?
– არ ვიცი, ეს ალბათ სხვამ უნდა თქვას. ჩემი აზარტი იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩემი ცოლი. ასე რომ, სხვა დანარჩენს ამ კუთხით მნიშვნელობა არ აქვს.
ანა ნოდია

კავშირი ტეგთან: ვახო სანაია

კავშირი ტეგთან: ვახო სანაია

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 