asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ტიერი ანრის ამერიკის დაპყრობა უნდა
ტიერი ანრის ამერიკის დაპყრობა უნდა
ტიერი ანრის ამერიკის დაპყრობა უნდა

2010-10-26 15:13:59



ლეგენდარული ფორვარდისათვის კვლავ არსებობს ფეხბურთში მოსაგები ჯილდო თავისი საყვარელი ადგილისათვის. ამიტომ იბრძვის ის დიდებისთვის რედ ბულ ნიუ–იორკთან ერთად.

ტიერი ანრი

დაბადების თარიღი: 1977 წლის 17 აგვისტო

პირველი გოლი:

17 წლის ასაკში მონაკოსთვის კუთხურის შორეული კუთხიდან გატანილი გოლი: ასე განაგრძე, ჩემო ბიჭო

ანრი 8 წლისაა

ანრი უმცროსთა სამ გუნდში თამაშობდა, ულის კლუბში (საფრანგეთი), აშშ პალეზოსა და ვირი–შატიოში, სანამ შედგებოდა მისი დებიუტი 1994 წელს მონაკოში. შემდეგ, 1999 წლის იანვარში ის გადავიდა იუვენტუსში, 7 თვის შემდეგ არსენალში, ხოლო 2007 წლის ივნისში ბარსელონაში. ამ წლის ივლისში მან ნიუ–იორკ რედ ბულთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ნახვამდის საფრანგეთის ეროვნულო ნაკრებო?

ანრიმ 51 გოლი გაიტანა საფრანგეთისთვის 123 თამაშში, მოიგო 1998 წლის მოსფლიო ჩემპიონატი და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი და მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ ამ რაოდენობას ვეღარ გაზრდის: ახალი თაობა მოდის და უნდა იცოდე, რომ დროა უკვე.

16–ჯერ შესასრულა ტიერიმ მაკრატელას ნახტომი ფეხბურთში და 16 ჯერ ასრულებს ფეხბურთის ყველაზე რთულ მოძრაობებს თითოეული ელეგანტური მანევრის შემდეგ. ჩრდილოეთ ლონდონის სტუდიაში ფოტოგრაფის ასისტენტის მიერ გადაღებულ ფოტოზე ბურთი საბჯენზე დამაგრებული რჩება და უკან არის გაწეული, სანამ ფრანგი ფეხბურთელის ტერფი მას შეეხება. უამრავ ფონზე 5 საათიანი ფოტოგადაღების განმავლობაში 16–დან 21 ადამიანამდე იქნება სტუდიაში 30 წუთიანი ლანჩისთვის, რომელსაც ანრი მალე ამთავრებს ინტერვიუს მისაცემად. ის იყო ერთი კვირის შემდეგ, რაც საფრანგეთი სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოირიცხა და რამდენიმე დღის შემდეგ ანრი, საფრანგეთის ნაკრების ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, თავისი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა ნაკრების მარცხის განსახილველად.

– არავის მოვუყვები იმას, რაც ჩვენ განვიხილეთ. ეს ჩვენს შორის დარჩება, – აცხადებს ანრი ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შესახებ. ეს არის ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავი შესანიშნავად დაიჭიროს როგორც პოლიტიკურ მაგიდასთან, ისე კენტიშ თაუნში შეკრებილ ფანების შემოტევასთან.

ნრის ფოტოებს უღებენ პირველად ნიუ–იორკ რედ ბულის ნაკრების ფორმით. წითელ–თეთრ ზოლებიანი მაისური ანრის მოტივია: მან თავისი პროფესიული კარიერა ამ მაისურით დაიწყო მონაკოში, ხოლო შემდეგ 8 სეზონი გაატარა არსენალში.

– ჩემს ახალ ფორმაში თეთრი ჭარბობს წითელს, – იცინის ის, – თუმცა ეს საკმარისი იქნება.

ის არ არის ცრურწმენების მქონე ფეხბურთელი. მატჩამდე მისი ერთადერთი რუტინა შეადგენს აუდიო პლეერს, რომელიც სავსეა გვადალუპესა და მარტინიკას (უესტ ინდიში ფრანგული რეგიონები, სადაც ანრის მშობლები დაიბადნენ) მშობლიური მუსიკით, თუმცა ის განსაკუთრებით კარგად გამოსულა წითელსა და თეთრ მაისურში და დედამიწაზე არ არსებობს არც ერთი ფეხბურთის ფანი, რომელსაც არ მოსწონს ეს ნიშანი.

ასევე არ არსებობს არც ერთი ფანი დედამიწაზე, რომელმაც არ იცის ის ინციდენტი, როდესაც გასულ ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი–ოფის თამაშის დროს ირლანდიის რესპუბლიკის წინააღმდეგ ანრიმ თავმდაბლად და სინანულით მოიხადა ბოდიში ინსტინქტური მოქმედებისათვის, რომელიც პასის უხეშ გადაცემას მოყვა. ის ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის უმაღლესი ლიგების მრავალგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს ბარსელონაში თამაშისას ევროპის ჩემპიონატი 2008–09 წლის მათი საოცრად წარმატებული სეზონის განმავლობაში და მოგებული აქვს საფრანგეთში თამაშის დროს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი. მთლიანობაში, ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებში თამაშისას გატანილი აქვს 357 გოლი 774 თამაშში 200 საუკეთესო პასთან ერთად. მას აქვს უნარი, როგორც გოლის მომზადების, ისე მისი გატანისა და ასეც იქცეოდა ბოლო 15 წლის საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ, რამაც იგი თავისი თაობის ერთ–ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცია.

სტადიონისგან შორს, როგორც წამყვანი სპორტსმენი, ქველმოქმედებითაა დაკავებული, თუმცა მასსავით ბევრ ფეხბურთელს არ შეუტანია წვლილი ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში, როგორც ეს ანრიმ გააკეთა 2004 წელს. სიტყვა "ა–ვა–ვოომ" (ვნება, გატაცება) 1950–იან წლებში წარმოიშვა აშშ–ში მანქანის ბრუნვადი ძრავის აღსანიშნავად, თუმცა ის გავრცელებული სიტყვა ტერმინი გახდა მას შემდეგ, რაც ის ანრიმ გამოიყენა რენო კლიოს სატელევიზიო რეკლამის დროს. ავტომანქანის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად შეიქმნა რეკლამა, სადაც ნაჩვენები იყო სტუდიაში უმოძრაოდ მდგარი კლიოს ბოლო მოდელი. რეკლამას თან სდევდა რბილი ფრანგული ინგლისურით ნათქვამი: "დაბადების დღეს გილოცავ, კლიო". ეს იყო ახალი სიტყვები, თუმცა მათ აღიარება მაშინვე მოიპოვეს.

ახლა, 33 წლის ანრის, რომელსაც უკვე აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი, გადასვლა რედ ბულსა და ფეხბურთის ამერიკულ ლიგაში ზოგიერთმა შესაძლოა ჩათვალოს როგორც სასიამოვნო და მყარი გზა ბრწყინვალე კარიერის საბოლოო წლებში. მხოლოდ ცოტაოდენი თუ იქნება (დუბლინის გარეთ), ვისაც მისი შეშურდება, თუმცა მეორე საუკეთესო არჩევანი პირველისაგან განსხვავდება.

– მოგება მსურს, – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი. ნიუ–იორკის წარმოდგენა ყოველთვის გონებაში მქონდა. რასაკვირველია, არ მაქვს იმის საკმარისი უნარი, რომ კალათბურთი ვითამაშო ნიქსისთვის (კალათბურთის ეროვნული ასოციაციის ნაკრები), ასე რომ, გავაგრძელებ იმის თამაშს, რაც ვიცი. ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ როდესაც დრო იქნებოდა, წავიდოდი ამერიკული ფეხბურთის ლიგაში და ნიუ–იორკი ყოველთვის ჩემი პირველი არჩევანი იყო.

ანრის ფოტოები გადაუღეს მისი მეორე საყვარელი სპორტის სახეობის ყურების დროს ენ–ბი–აის მოედანზე, სადაც ხშირად შეხვდებით სპორტულად გამოწყობილ ამერიკული პოპ–კულტურის კერპებს, თუმცა მისი აღიარების ფაქტორი აშშ–ში ფეხბურთის ფანების გარეთ, მინიმალურია. ჯილეტის საპარსებისა და მსგავსი პროდუქტების უახლესი კამპანიის დროს ნიუ–იორკ იანკის ბეისბოლის მოთამაშე დერეკ ჯეტერი მონაწილეობდა ჩრდილო ამერიკულ რეკლამაში ტაიგერ ვუდსა და როჯერ ფედერერთან ერთად. გოლფისა და ჩოგბურთის ლეგენდები ანრისთან დაჯგუფდნენ სხვა ტერიტორიებისათვის. მან ვერ მიაღწია იანკის მედიაში გამოჩენის დონეს, თუმცა ნიუ–იორკის გამარჯვებული საფეხბურთო ნაკრების წევრად ყოფნა ანრის ფსონს გაზრდის.

– გასულ წლებში ამერიკულ ფეხბურთში მიღწეული პროგრესი ნამდვილად შევამჩნიე, – განაცხადა ანრიმ. მე გამოვიყენებ ეროვნული ნაკრების მაგალითს, როგორ მოქმედებენ ისინი ამ ბოლო დროის განმავლობაში. ეს იყო გასულ წელს კონფედერაციის თასში ესპანეთის დამარცხება, ფინალში წაგება, რომელიც არ იყო ისეთიმარტივი, როგორსაც ხალხი მოელოდა ბრაზილიისაგან და ახლა მსოფლიო თასზე 16 ადგილის მიღწევა.

ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ნიუ–იორკში "არდადეგებზე" მივდივარ. ნება მომეცით, რაღაც გითხრათ – მე ნამდვილად მივდივარ იქ არდადეგებზე, თუმცა, არა ახლა. მე კონკურენტი ვარ, წაგება არ მიყვარს. ტრენინგი, პარკში თამაში მეგობრებთან ერთად, რაც ჩემს ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მოსაგებად. იმის თქმას არ ვაპირებ, რომ ყველა თამაშს მოვიგებთ, ეს შეუძლებელია, თუმცა ამისი გაკეთების მცდელობას ზიანი არ მოაქვს.

ანრის ჩემოდანს პარიზის, მონაკოს, ლონდონის, ბარსელონასა და ახლა უკვე ნიუ–იორკის ეტიკეტი აკვრია. ცუდი არ არის, არა? – ამბობს ის. ნიუ–იორკი მართლაც რომ ახდენილი ოცნებაა. დიდი ხანია ნიუ–იორკში ცხოვრება მინდა და იქ ფეხბურთის თამაში შესანიშნავია.

1999 წელს იუვენტუსში თამაშის დროს ნახევარი სეზონის განმავლობაში ის წამყვანი პოზიციის გარეთ დარჩა, ხოლო შემდეგ ფეხბურთელი გადაარჩინა არსენ უიეჯერმა, ანრის ყოფილმა მენეჯრმა მონაკოში, რომელთანაც ანრიმ ხელი მოაწერა არსენალის კონტრაქტს. (არსენალი ჩემშია და მათზე ყოველ დღე ვფიქრობ, – აცხადებს ანრი.). თუმცა მსოფლიოს ეს მოქალაქე თავის სამეზობლოდ მხოლოდ ერთ ადგილს მიიჩნევს: ლეზულის პარიზულ გარეუბანს, სადაც იგი გაიზარდა. ეს ადგილი დაახლოებით მისი ასაკის დროინდელია, აშენებულია 1970–იან წლებში ემიგრანტი მუშების საცხოვრებლად, რომელიც უზამრაზარ კურტაბეფის ინდუსტრიულ პარკად იქცა, სადაც ახლა განთავსებულია გლობალური კომპანიების ფრანგული ოფისები. ეს იმ ადგილშია, სადაც ხალხი იძულებულია იცხოვროს და იმუშაოს, თუმცა ის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის ნაწილია.

როდესაც მომიხდა ამ ადგილის დატოვება მონაკოში წასასვლელად, დამიჯერეთ, ეს დიდი ცვლილება იყო. შემდეგ მე წავედი ტურინში, შემდეგ ლონდონში, ბარსელონაში და ყოველ ჯერზე ახალი ენის სწავლა მიხდებოდა. ასე რომ, პირველად არ მიწევს ენის სწავლა. ნიუ–იორკში გადასვლას მოუთმენლად ველოდები.

ჩვენ (ანრის "ერთი ყველასათვის" საქველმოქმედო ორგანიზაცია) ჩემს სამეზობლოში სინთეზური სტადიონი ავაშენეთ. ვერ მოვახერხე მისი ინაუგურაცია მაკრატელითა და ლენტით, თუმცა მე ამას აუცლილებად გავაკეთებ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით გაგვეხარებინა იქ მცხოვრები ყმაწვილები. ეს მხოლოდ დასაწყისია. მინდოდა რამე გამეკეთებინა იქ, სადაც გავიზარდე და შემდეგ ჩემი მშობლიური უესტ ინდისათვის გამეკეთებინა რამე და ამას ნამდვილად ვაპირებ, თუმცა ჯერ არსებობს ნიუ–იორკ რედ ბულთან ერთად გამარჯვების ძალიან რეალური ამოცანა. მე იქ ახალი ვარ. მართალია, 33 წლის ვარ და მაქვს გამოცდილება, მითამაშია ევროპაში, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცი ამერიკულ ლიგაში თამაშის შესახებ. რა თქმა უნდა, ვუყურე მატჩებს, თუმცა სულ სხვა და ახალია ფიზიკურად იქ ყოფნა. ბევრჯერ მითამაშია ხუან პაბლოს (ანჯელის, რედ ბულისა და ასტონ ვილას ყოფილი ფორვარდი) წინააღმდეგ, იმედი მაქვს, რომ იგი მიჩვენებს გზას. იგივე ეხება ბოსსაც. არ ვთვლი თავს ამ ნაკრებში გამოცდილ წევრად, მომიწევს ადაპტაცია.

ბოსი ჰანს ბეკია, სვენ–გორან ერიქსონის ყოფილი ასისტენტი მანჩესტერსა და მექსიკაში, მკაცრი შვედი, რომლის დროსად ამერიკული ლიგის მიმდინარე სეზონის დროს მისმა ნაკრებმა პირველი 14 თამაშიდან 8 გამარჯვებით დაასრულა. ცუდი არ არის, თუმცა უესთ ქოუსთზე კლუბმა ლოს–ანჟელეს გალაქსიმ, დაშავებული ვარსკვლავის დევიდ ბექჰემის გარეშე მათი პირველი 15 თამაშიდან 11 მოიგო და ამით ლიგის შედეგი განსაზღვრა. ანრი ბექჰემის წინააღმდეგ – ეს არის პირველი სერიოზული აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირის მეტოქეობა ბოლო 15 წლის განმავლობაში ბიგი სმაილისა და თუფაქ შაკურის მეტოქეობის შემდეგ.

– იცით, კიდევ ერთხელ, ჩვენ მეტოქეები ვიქნებით. ვფიქრობ, რომ ფეხბურთი მთავარი უნდა იყოს, თუმცა ბექჰემი ლოს ანჯელესში და მე – ნიუ–იორკში, უცნაურად ჟღერს, რადგან არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედი ყოველთვის დიდი მეტოქეები იყვნენ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ შევძლებთ ჩვენი კლუბებისა და ამერიკელი მოთამაშეების დახმარებას, შესანიშნავი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ჩვენ არ შეგვეხება, შეხედეთ ლენდონ დონოვანს, რომელიც წარმატებით ასპარეზობს (ევერტონისათვის 2009–10 წლის სეზონის ბოლოს). ხალხმა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკოს, ნახეთ, ისევ ფეხბურთის ინგლისურ ტერმინს ვხმარობ ამერიკული ტერმინის ნაცვლად, – იცინის ის.

ანრის გარშემო კარგი გარემოა შექმნილი. იღბალი, გრაცია როგორც ათლეტურად, ისე მის მანერებში, კარგი იუმორი და კარგი განწყობა. ესენი ფასდაუდებელი საშუალებებია ანრის კარიერაში ახალი თავის დასაწყებად. მის გენეალოგიაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ახალ ნაკრებთან მიღწეული წარმატება თავის საყვარელ ქალაქში მისთვის ისეთივე ტკბილი იქნება, როგორც სხვა წარმატებები, რაც მას უკვე გამოუცდია. რედ ბულის ფანები მოხარულები იქნებიან იმის ცოდნით, რომ მისი გამარჯვების სურვილი არ განელებულა.

– ყოველთვის მსურს საზღვრების გარღვევა. ჩემთვის არ არსებობს საუკეთესო. ძალიან რთულია აქამდე მიღწევა. ზოგიერთის თვალში არსებობს ვინმე, ვინც საუკეთესოა, მაგრამ მე სრულყოფილების მიღწევას ვცდილობ მაშინ, როდესაც ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. ეს არის ის, რაც ბიძგს მაძლევს წინ წასაწევად. როდესაც გავიტანე გოლი და გავაკეთე ორი პასი, ხოლო შემდეგ გავაანალიზე თამაში, გეუბნებით, რომ ორივე რომ ამეცილებინა, სახლში წასვლა იქნებოდა ის, რაც მომენატრებოდა და ეს ასეა პატარაობიდანვე. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო საუკეთესო და მაქვს ამისი სურვილი და თავდადება.

იმედი მაქვს, ტიტულს მოვიპოვებ. ეს ადვილი არ იქნება, რადგან ვიცი, რომ გალაქსი ცუდად არ ასპარეზობს და ასევე არიან სხვა ნაკრებებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათაც შეუძლიათ მოგება. ფლეი–ოფის სისტემა განსხვავებულია ევროპისგან, სადაც ჩემპიონი ის ნაკრებია, რომელიც საუკეთესოდ ასპარეზობს მთელი სეზონის განმავლობაში. ასე რომ, ჯერ ფლეი–ოფში უნდა გავიდეთ, შემდეგ მოდის თამაშები საკუთარ სტადიონსა და მეტოქის სტადიონზე, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა ნიუ–იორკის რედ ბულის ნაკრებს ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო.

სტატია პოლ უილსონი; ფოტო დევიდ კლერიუ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბექჰემი
კავშირი ტეგთან: ბექჰემი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online